6

1.5K 132 26
                                    


დილით თვალის გახელისას, პირველი რაც დავინახე, ჯონგუკი და მისი კამერა იყო. თავიდან ვერ გავაანალიზე რა ხდებოდა. თვალები მძიმედ გავახილე და ვეცადე სიტუაცია გამეანალიზებია და როცა მივხვდი მე მიღებდა, მაშინვე დავფარე სახე ზეწრით.

-ჯონგუკ! გთხოვ, გაჩერდი, - როცა მივხვდი ზეწრის ქვეშ უჰაეროდ დიდხანს ვერ გავჩერდებოდი, ხელები ავიფარე სახეზე და ზეწარი მოვიცილე.

-რატომ? - ხელი სახიდან მომაცილებინა და ისევ განაგრძნო გადაღება. - ძალიან ლამაზი ხარ.

-კი, როგორ არა... - ის მომენტი გამოვტოვოთ, გულმა რა მოძრაობა გააკეთა, კომპლიმენტის მოსმენისას. - დარწმუნებული ვარ, საშინლად გამოვიყურები.

-რა თქმა უნდა, - უკმაყოფილოდ ავხედე, რადგან ეს ის პასუხი არ იყო, რისი მოსმენაც მინდოდა. - საშინლად ლამაზად, - თუმცა, უკმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელდა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო თავი შემეკავებინა და არ გამეღიმა. ვიგრძენი ლოყებიც ამიწითლდა, თუმცა, ჯონგუკი სწორედ ამას ელოდა და კამერაც ახლოს მოიტანა.

-გეყოფა! - ვეცადე რაც შემეძლო მკაცრად მეთქვა, მაგრამ კატის კნავილს უფრო გავდა ჩემი ხმა, ვიდრე მკაცრს სიტყვას. კიდევ ერთხელ ჩაიცინა, ამჯერად კამერა გვერდით გადადო და მეც შვებით ამოვისუნთქე. დრწმუნებული ვიყავი, ჩემი თვალები გასიებული იყო, ხოლო თმები აწეწილი, გუშინდელი ღამიდან გამომდინარე. 

ყველაფრის გახსენებისას, სხეულმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. ვიგრძენი, როგორ ავხურდი.

მალევე ჯონგუკი ზეწარში შემოძვრა და მის სხეულს მიმაკრო. გაპროტესტებაც ვცადე, უნდა ავდგეთ, გვაგვიანდება-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებდი? მგონი მასზე უფრო მსიამოვნებდა ასე ყოფნა - მის მკლავებში, მის სურნელში გახვეული. ხელები ძლიერად მომხვია და თავი მის კისერში დავმალე. რამდენიმე წუთით ასე ვიყავით, მის სურნელს ვგრძნობდი და არ ვმოძრაობდი, რადგან მეგონა, თუკი ოდნავ მაინც გავინძრეოდი, ეს წამებიც გაქრებოდა, ჩემს მოძრაობასთან ერთად. 

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now