5

1.5K 147 26
                                    


-ჯონგუკ, აღარ მეტყვი სად მივდივართ? - თითქმის ნახევარი საათია გზაში ვართ და ამ ხნის განმავლობაში, ერთსა და იმავე კითხვას გავიძახი. წარმოდგენა არ მაქვს სად მივდივართ ან რას ვაპირებთ, ჯონგუკი კი ხმას არ იღებს, ჩემს ნერვებზე თამაშობს და ამით ტკბება კიდეც.

-აი, მოვედით, - მშვიდად წარმოთქვა სიტყვები, როცა მანქანა დიდი ჭიშკრის წინ გააჩერა. წამით დავიბენი, ვერ მივხვდი სად ვიყავით, მაგრამ როცა რამდენიმე მეტრში მდგარი საკმაოდ დიდი სახლი დავინახე, მაშინვე ჯონგუკს გავხედე.

-ეს შენი სახლია? - გაკვირვებული ვუყურებდი, რადგან სახლი მართლაც დიდი და ძალიან ლამაზი იყო. არ ვიცი, სხვას რას მოველოდი, რადგან ჯონ ჯონგუკზე მაქვს საუბარი, ის ხომ მდიდარია?

-უფრო ჩემი თავშესაფარი, როცა ყველაფრისგან დასვენება მჭირდება.

როცა მანქანამ ჭიშკარი გადაკვეთა და სახლის წინ გაჩერდა, ჯონგუკთან ერთად მანქანიდან გადავედი და ამ უზარმაზარ სახლშიც აღმოვჩნდით. ყველაფერი მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. კედლებზე სურათები იყო დაკიდებული. მისაღებ ოთახში, რომელსაც სამზარეულოც უერთდებოდა, დიდი ტელევიზორი იდგა, მაგიდა, დივანი და კარადა, რომელზედაც უამრავი სათამაშო რობოტი ეწყო. კარგად ვერ ვერკვევი ამ ყველაფერში, მაგრამ აშკარად ყველა განსხვავებული მოდელი და სხვადასხვა წლის იყო.

-სერიოზულად? რობოტების კოლექციონერი? - რობოტებიდან ყურადღება ჯონგუკზე გადავიტანე, რომელმაც მისი დიდი ჩანთა დივანზე დადო და ჩემსკენ შემოტრიალდა.

-რატომაც არა? ძალიან სახალისოა მათი შეგროვება.

-ხო, რა თქმა უნდა, - თვალები ავატრიალე და კოლექცია კიდევ ერთხელ შევათვალიერე.

სახლი დიდი იყო, მასში ყველაფერი იყო, რაც კი მოესურვებოდა, მაგრამ ის სუნი, რომელიც გარშემო ტრიალებდა, ნესტოებს დაგწვავდა. სიცარიელისა და მარტოობის სუნი, რომელიც ასე მძაფრად იგრძნობოდა, რომელიც ასე გამალებით ჭამდა ჩეს გარშემო კედლებს და სახლის დანგრევასაც ცდილობდა. არ ვიცი, ჯონგუკი ამას გრძნობდა თუ არა, მაგრამ სახლი მალე ტირილს დაიწყებდა ამ მდგომარეობისგან. 

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now