17

1K 107 51
                                    


ნიშნობის შემდეგ წვეულებაზე წავედით, რომელიც ძალიან ლამაზ ბაღში იმართებოდა. აქაურობა ლამაზად იყო მორთული, ბევრი სტუმარი არ იყო და ქორწილი მოკრძალებული, მაგრამ დასამახსოვრებელი იყო, ნამდვილად. ჯინმაც კი იმღერა და გეფიცებით, ისეთი ტკბილი ხმა აქვს, წამით თითოეულ ნოტში დავიკარგე, შემდეგ ამას მოყვა ცეკვაც და ამან კიდევ უფრო ემოციური გახადა ყველაფერი.

მთელი დღის განმავლობაში ჯონგუკი არსად გამოჩენილა. როდესაც სიმღერა დაასრულა, კიდევ ერთხელ მოულოცა წყვილს ბედნიერება, სწრაფად ჩამოვიდა სცენიდან, თეჰიონს რამდენიმე სიტყვა უჩურჩულა და გაუჩინარდა. მაშინვე უკან ავედევნე, რათა დავლაპარაკებოდი, რათა კიდევ უფრო ახლოდან მენახა, მაგრამ დამაგვიანდა, რადგან უკვე წასულიყო.

საღამოს, როცა წყვილმა გამოაცხადა, ჩვენი თაფლობისთვე დღესვე იწყება და მალე ჩვენი თვითმფრინავიც აფრინდებაო, ბოდიში მოიხადეს და წვეულებაც დატოვეს. სანამ სოიონი წავიდოდა, მომიახლოვდა და კიდევ ერთხელ გადამეხვია. ისიც დააყოლა, მაპატიე ასე მალე რომ გტოვებო, მაგრამ მაშინვე გავაჩუმე. მითხრა ჩემს გარეშე არ მოიწყინო, ორ კვირაში დავბრუნდებიო და წავიდა. გაღიმებული ვუქნევდი მათ მანქანას ხელს, რომელიც ხმაურიანად გაშორდა შენობას.

-წამოდი, სახლამდე მიგიყვან. - ვერც კი შევამჩნიე ისე მომიახლოვდა თეჰიონი და, რა თქმა უნდა, შემაშინა კიდეც. დღეს უკვე მეორედ ვსაუბრობთ ერთმანეთთან.

-არ შეგაწუხებ, ტაქსს დაველოდები, - ამოვიჩურჩულე და მობილურის ძებნა დავიწყე. ცოტათი უცნაურიც კი იქნებოდა, რომ დავთანხმებულიყავი.

-ახლა რომ ტაქსით გაგიშვა, კარგი დღე არ დამადგება, - სრული სერიოზულობით მითხრა და მეც, მობილურის ძებნა შევწყვიტე და გაკვირვებულმა გავხედე. - ჯონგუკი ნამდვილად დამახრჩობს.

-რა? - ერთი მხრივ, მომეწონა ის გრძნობა, რომ ჯონგუკმა თეჰიონს ჩემი სახლში წაყვანა სთხოვა, მაგრამ გაბრაზებამ მაინც დამიარა სხეულში. - თვითონ სად არის?

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now