13

963 107 10
                                    


სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ მთელმა ფანდომმა ჩემი მობილურის ნომერი გაიგო და ყოველ წამს მირეკავდნენ, ამიტომ მომიწია მობილური დროებით არ გამომეყენებია. მედია გადარეული იყო, ყველა და ყველაფერი ამაზე ლაპარაკობდა. სახლიდან გასვლაც კი მეშინოდა. ამ ამბის შემდეგ, ორჯერ მოვახერხე სამსახურში მისვლა. არ მინდოდა, სკოლას და იქ მომუშავე ხალხს რაიმე პრობლემა შექმნოდა.

ამ ორი დღის განმავობაშიც, მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ განცხადება დამეწერა წასვლასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე საქართველოში დაბრუნებას ვერ შევძლებდი, რადგან ამაზე ადრე ჩემს შემცვლელ მოხალისეს ვერ გამოუშვებდნენ. ამიტომ კიდევ რამდენიმე დღე მიწევდა აქ დარჩენა, შემდეგ კი უკან დავბუნდებოდი.

ვცდილობდი, რაც შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი. თავი ისე მეჭირა, თითქოს არც არაფერი ხდებოდა, მაგრამ შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა, სიცარიელეს ვგრძნობდი. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ამდენი სითბო და ტკივილი ერთდროულად. უკვე მენატრებოდა მასთან ჩახუტება და ლაპარაკი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს აღარ მოხდებოდა.

და ის აზრიც კი, რომ ეს აღარ მოხდებოდა, ჭკუიდან მშლიდა, ერთიანად მანადგურებდა, ნაკუწებად მაქცევდა და მწვავდა. არ ვიცოდი, რა მეშველებოდა, არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა მეორე დღის გათენება, თუკი ჯონგუკის, სულ ცოტა, ზარი მაინც არ შემაწუხებდა მთელი დღის განმავლობაში. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა სიზმრის ნაწილი, რომლიდანაც, როგორც ჩანს, გამოფხიზლებას ვერასდროს შევძლებდი. 

ჯონსუნმა შეძლო და რამდენი ვიდეოს წაშლაც შეიძლებოდა, ყველა მოაშორა ინტერნეტიდან, მაგრამ მაინც დარჩა კადრები. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ არავინ ლაპარაკობდა ვიდეოს ბოლო დიალოგზე, როცა ვეუბნები, რომ მიყვარს. არავინ ლაპარაკობდა ჩვენზე. ყველა თავის აზრს აწვებოდა და ძალიან იშვიათად თუ შეხვდებოდით კომენტარს, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობდა.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now