1

5.5K 208 76
                                    

ერთი ღრმად ამოვისუნთქე და თვითმფრინავის საფეხურებიდან მიწაზე დავდგი ფეხი. სრულიად უცხო ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ შიშს ვერ ვგრძნობდი, არც გაუცხოებს. დარწმუნებული ვარ აქ გატარებული ერთი წელი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე რომელიმე სხვა დრო ჩემი ცხოვრებიდან.

ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით მოვხვი, უფრო სამუშაოდ ჩამოვედი, ვიდრე სასწავლებლად. ირონიულია, მე თუ მკითხავთ, რადგან მე თვითონ უცხოელი ვარ ქართველებისთვის. საქართველოში გატარრებული არც ერთი წელი ადამიანებისგან არ მიგრძვნია, რომ ნახევრად აზიელი ვარ, რომ რაღაცით მათგან განვსხვავდები, რადგან სკოლაშიცა და უნივერსიტეტშიც თანასწორად მექცეოდნენ, მაგრამ, უბრალოდ, შეუძლებელია არ შეიმჩნიო ის ფაქტი, რომ უცხოელი ხარ და ასე თუ ისე, მაინც ისე გექცევიან, როგორც უცხოელს.

სამხრეთ კორეაში ნათესავები არ მყავს, რადგან დედას მათზე არც არასდროს ულაპარაკია და როგორც ვიცი, ბევრნიც არასდროს ვყოფილვართ. მხოლოდ მის მშობლებს ვიცნობდი, რომლებიც, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან, ისევე, როგორც დედაჩემი.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ დედაჩემს ჩემთვის კორეული არ უსწავლებია. ალბათ, არასდროს უფიქრია, რომ საქართველოს დავტოვებდი ან, ბოლოს და ბოლოს, სურვილი მაინც მექნებოდა, იქ მემოგზაურა ან მეცხოვრა მაინც. ამ თემას თითქმის არასდროს განვიხილავდით და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მაინტერესებდა რატომაც არა, არასდროს ვფიქრობდი, რომ უნდა მეკითხა. დედას ვაღმერთებდი და არასდროს მივცემდი საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მისთვის არასასიამოვნო ფიქრებისთვის დღის სინათლე მეჩვენებინა.

თბილისი პატარა ქალაქია და უფრო მეტი შრომა გიწევს იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო, მით უმეტეს, როცა უცხოელი ხარ. ყველა ყველას იცნობს, ყველამ იცის ყველას შესაძლებლობა და ბევრია შემთხვევა, როცა ნიჭიერებას ნაცნობობა წონის. არ ვიცი გამიმრთლა თუ ჩემში მართლა დაინახეს პოტენციალი, მაგრამ აშკარად გადავლახე ყველა დაბრკოლება და ახლა აქ ვარ. ამ უცხო ქვეყანაში, სადაც არც კი ვგრძნობ თავს უცხოდ. ყოველთვის ასე ვიყავი, ადვილად ვეჩვეოდი იმას, რასაც უნდა შევგუებოდი.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now