3

1.5K 158 29
                                    


იმდენად დატვირთული კვირა მქონდა, ინციდენტზე დასაფიქრებლადაც კი არ დამრჩა დრო. სახლში დაღლილი მივდიოდი, კიდევ ვმუშაობდი და დაღლილს ისე სწრაფად მეძინებოდა, თვალების დახუჭვასაც ვერ ვასწრებდი. როგოციქნა პარასკევიც მოვიდა და დასვენების საშუალებაც მომეცა. ჩვეულებრივ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ჩემს კომპიუტერთან ვზივარ ხოლმე და სხვადასხვა პროგრამას ვუყურებ, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა და თან კორეულის გაუმჯობესებაში მეხმარება.

დივანზე კარგად მოვკალათდი, კომპიუტერი ჩავრთე და საყვარელი გადაცემის ყურებასაც შევუდექი. რამდენიმე საათი ასე ვიჯექი, უამრავი სასუსნავითა და დაძაბული დრამით, რომელმაც ისე შემიტყუა, ვერც კი გავაანალიზე. კიდევ რამდენიმე სერია მქონდა დარჩენილი, როცა მობილურის ხმა მომესმა. აქ ყოფნის განმავლობაში, მარიას დამსახურებით მივხვდი, როგორი კარგი სერიალები აქვთ კორეელებს. განსაკუთრებით თრილერის, კრიმინალის ან დეტეკტივის ჟანრში.

მობილურს სასწრაფოდ დავწვდი და ლენეს ზარს ვუპასუხე. გაბადრული სახით ვუყურებდი ეკრანს.

-მია, აბა თუ გამოიცნობ რა მოხდა! - მისალმებაც კი არ დამაცადა, ისე სწრაფად მომაყარა სიტყვები.

-კიდევ ერთ პაემანზე მიდიხარ? - მობეზრებით ვუპასუხე. წინადადება "იცი, რა მოხდა?" ყოველთვის ამ თემას უკავშირდება. საკმაოდ კარგად ვიცნობ იმისთვის, რომ ამას ვერ მივხვდე.

-როგორ გამოიცანი? - გაკვირვებულმა გამომხედა, თუმცა მალევე გაებადრა სახე და მთლიანი ტანი გამოაჩინა მობილურში.

-ღმერთო, ლენე, არაჩვეულებრივად გამოიყურები! - გაოცებული ვუყურებდი მის შავ, მოკლე კაბას, რომელსაც ერთი მხარე მოღებული ჰქონდა, მეორე კი ნახევრად დაფარული. მის სხეულს კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდა. თმები დახვეული ჰქონდა და მაკიაჟთან ერთად მეტად ლამაზად გამოიყურებოდა.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now