10

1.3K 116 39
                                    


დილით თავს უჩვეულოდ დამძიმებულად ვგრძნობდი. თავიდან ვერაფერი გავიგე, სად ვიყავი, რა მჭირდა, ან გუშინ რა მოხდა. ყველაფრის გასაანალიზებლად დრო დამჭირდა და როცა გავაანალიზე აქ როგორც მოვხვდი, ერთი ღრმად ამოვისუნთქე. ოთახს, რომელშიც ვიყავი, ისევ ვერ ვცნობდი. გუშინდელი დღიდან კი მხოლოდ რამდენიმე კადრი მახსოვდა; ის, თუ როგორ მივედით კლუბში მე და სოიონი და როგორ წამიყვანა ჯეიქეიმ მანქანით სადღაც.

ნელა წამოვდექი და ისევ მოვავლე თვალი ოთახს. მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ ჯონგუკის ოთახში ვიყავი, მაგრამ ის არსად ჩანდა. საწოლიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი თავის მოსაწესრიგებლად, მაგრამ სარკეში ჩემი თავის დანახვისას, შევხტი. თმები აბურძგნული მქონდა, მაკიაჟი საშინელ მდგომარეობაში და საერთოდ, ადამიანს არ ვგავდი. გული კინაღამ წამივიდა, როცა გავანალიზე, რომ ჯონგუკმა ასეთი მნახა. 

იმედი მაქვს, რაიმე სისულელე არ გავაკეთე გუშინ.

-ხომ გაგაფრთხილე არ დალიო-მეთქი, მია? - ხელი თავზე მივირტყი და ამოვიოხრე. აბაზანა მალევე მივიღე, მოვწესრიგდი, ჯონგუკის ტანსაცმელი ჩავიცვი, რადგან ჩემს ტანსაცმელს ჯერ კიდევ ალკოჰოლის სუნი ასდიოდა და ქვევით ჩავედი.

მისაღები ოთახიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა, ამიტომ პირდაპირ იქეთ წავედი. როცა ოთახში შევედი, დივანზე დამჯდარი ქერა ბიჭი დავინახე, რომელიც ტელევიზორს მიშტერებოდა და დრო და დრო იცინოდა. მაშინვე ვიცანი მისი სახე და რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი, რომ შევემჩნიე.

-მია, როგორც იქნა გაიღვიძე, - ღიმილით გამომხედა და ხელით მანიშნა, დივანზე დავმჯდარიყავი, რაზეც უარი ნამდვილად არ მითქვამს. - მეგონა მთელი დღე იძინებდი.

-მიყვარს ძილი, - ჩავიცინე და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი მისაღებს. - ჯეიქეი აქ არ არის?

-დამშვიდდი. - გაიცინა თეჰიონმა და ისევ ტელევიზორს მიაშტერდა. - კი არ გიკბენ.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now