12

1K 113 30
                                    



სახლში ვმუშაობდი, როცა კარებზე ზარი გაისმა. ამ დროს არავის ველოდი, ამიტომ ინტერესით მივუახლოვდი კარს და როდესაც მის მიღმა უცნობი სახე დავინახე, ცოტა შემეშინდა კიდეც. ხომ არ დაგავიწყდათ, მშიშარა ქათამი რომ ვარ, თანაც მარტო ვცხოვრობ. თავი გავაქნიე სულელური ფიქრების მოსაშორებლად და ღრმად ამოვისუნთქე.

-ვინ არის? - ვიკითხე ისე, კარის უკან მდგომს რომ გაეგო და პასუხს დაველოდე.

-ჰან ჯუნსუ, ჯონ ჯონგუკის მენეჯერი. - ჯეიქეის მენეჯერი? აქ რას აკეთებს? რამე ხდება და არ ვიცი? სწრაფად გავაღე კარი და ჩემს წინ მდგარ მაღალ მამაკაცს კარგად დავაკვირდი.

ერთი შეხედვით ეტყობოდა, რამდენად დაღლილი იყო და როგორ სჭირდებოდა,  თუმდაც, რამდენიმე საათით დამატებითი ძილი. ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო და დარწმუნებული ვარ, ოცდათხუთმეტ წლამდე თუ იქნებოდა. უბრალო შავი მაისური და ასევე შავი ჯინსი ეცვა და ყავისფერი, არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდა. როცა სახლში შემოვიდა, მაშინვე შევთავაზე, რაიმეს ხომ არ დალევთ-მეთქი, მაგრამ იუარა და იქვე ჩამოჯდა.

-ყველაფერი კარგადაა? - რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ, ისევ მე ვიკითხე და მის ყავისფერ თვალებს დავაკვირდი.

-უკვე დიდიხანია, შენთან შეხვედრა მინდოდა, მია. - სკამის საზურგეს მიეყრდნო და დამაკვირდა.

-ჩემი? - მეც მის წინ ჩამოვჯექი.

-მინდოდა, შენსა და ჯონგუკის ურთიერთობაზე მელაპარაკა.

-სხვა რა მიზეზით მომაკითხავდით...

-მია, ჯონგუკს უნდა დაშორდე. - თვალებგაფართოებულმა გავხედე, მის უეცარ განაცხადზე.

-რა? რატომ?

-დარწმუნებული ვარ, ჭკვიანი გოგო ხარ, მია და ყველაფერსაც გამიგებ, რასაც გეტყვი. ხომ იცი, ჯონგუკი ვინც არის? კეიპოპ ინდუსტრიაში, აიდოლების შეყვარებულებს არასდროს აქვთ მშვიდი ცხოვრება და დამიჯერე, თუკი თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, არც შენი იქნება მშვიდი.

Paper Guns - J.JK. 🍂Where stories live. Discover now