13

142 31 22
                                    

როდესაც, ცხოვრების ყველა მხარეს ნახავ... ძალას, ტანჯვას, სიკვდილს... უბრალოდ ქრები. და გავიწყდება, რომ კიდევ ბევრია ცხოვრების უკან.
-მაგალითად სიყვარული

* * *

ქალს ვარდისფერი სმოკინგი და აბრეშუმის თხელი ყელსახვევი მოსავდა. კამერებს უყურებდა და სწრაფად იცვილდა პოზას. ლუი ტომლინსონმა ფოტოაპარატი სახეზე აიფარა და უამრავი ფოტოსურათი გადაიღო. ჯელენას უკან ყველაფერი მწვანე იყო.
-რატომ მწვანე?- იკითხა ჯელენამ და ხელები ჰაერში ასწია.
-იმიტომ, რომ მონტაჟი უფრო ადვილდება.-ლუიმ ტუჩები მოკუმა. ჯელენამ გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა.
-ზეინი არ გინახავს?-ლუიმ ისე ჰკითხა გადაღება არ შეუწყვეტავს.
-რა საქმე უნდა მქონდეს ზეინ მალიკთან?-წყენა ეტყობოდა ჯელენას მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
-არც კი ვიცი.-ლუიმ მხრები აიჩეჩა და ჯელენას სახესთან ახლოს მიიტანა რაკურსი. -შენი სახე იმ რაღაცეების გარეშე უფრო ლამაზია, ოღონდ არ გეწყინოს. განა იმიტომ ვთქვი რომ ისე უშნო იყავი.-
-მადლობა ლუი.-ჯელენამ უბრალოდ კამერას გახედა, ლუიმ რაკურსი გაასწორა და ფოტო ჩხაკუნით გადაიღო.
-ლაილა, მაკიაჟის კორექციაა საჭირო!-ლუიმ დაიყვირა და მაშინვე იქვე გაჩნდა მაღალი მუქი ფერის კანის მქონე გოგონა. თვალის ჩრდილების პალიტრა იღლიაში ამოეჩარა, ხოლო ფუნჯები ხელში ეკავა. სწრაფი და მოხერხებული ხელების დახმარებით ლაილამ ნახევარ წუთში მოახდინა მაკიაჟის კონსტრუქცია და სწრაფად გაუჩინარდა.
-შენ და ჰარი დამეგობრდით ხომ ასეა?-ლუის ტუჩებს შორის სიგარეტი ჰქონდა მოქცეული, ცალი თვალი მოეჭუტა და საყვარლად იზმორებოდა.
-რთულია მასთან არ დამეგობრდე.-ჯელენა ტუჩებს პრეხს. ჰარი ჯელენასთვის ერთადერთი ახლობელი ადამიანი გამოდიოდა, რომელთანაც ახლა უკვე სულიერი კავშირი ჰქონდა. ჰარი კეთილი, გულღია და პირდაპირი იყო. მისი თავაზიანი მანერები და ყურადღებიანი ხასიათი ყველას მოსწონდა. ჰარის უყვარდა ხუმრობები, რომლებიც არც თუ ისე სასაცილო იყო. სამაგიეროდ ჰარის სიცილი იყო სასაცილო. სახეზე წითლდებოდა და თვალები ეხუჭებოდა. (ამაზე ყველას ეცინებოდა...)

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now