10

176 34 20
                                    

Maby I just wanna be yours
I wanna be yours

ჯელენას თამამად შეუძლია თქვას, რომ ჰარი სტაილსმა მისი სინაზითა და მოთხოვნებით გააბეზრა. არა ის მოსწონს, მართლა მოსწონს და მუდამ ეღიმება მის სულელურ ხუმრობებზე მაგრამ მასთან ერთად შოპინგი ეს იგივეა რაც სპილოს ზურგით თრევა. ის წუწუნებს ბრენდებსა და სამოსის ფერზე. კიცხავს ჯელენას გემოვნებას და მისი აზრით წყვიტავს თუ რა იყიდოს. რათქმაუნდა ყველაფერს ზეინ მალიკის მიერ გამოყოფილო საკრედიტო ბარათები ფარავს და ჰარი არც წუხს ამაზე. ჯელენას გარდერობში უკვე ათი კაბა და ხუთი შარვალია. ჰარიმ ვიტამინების მიღებაც კი დააძალა და ურჩია ნახშირწყლების მიღება. მისი თქმით საჭირო იყო მეტი კალორია.

ორი კვირა ჰარი სტაილსმა სულ მთლად გადაქანცა.
ბიჭს მუდამ ეცვა რაიმე კლასიკური შარვალი, მბზინავი პერანგი და ეკეთა მოშვებული ბაფთა. და რაღათქმაუნდა არ დავივიწყოთ მისი ფავორიტი თეთრი ტყავის გამოყვანილი ფეხსაცმელი.

და ახლა ჯელენას უკან ჰარი დასდევს და დააფრიალებს ორ კაბას. პირველი ჩვენებისთვის ზეინ მალიკს პარტნიორად მიყავს. ჰარიმ ზუსტად იცის, რომ ჯელენამ ბაცი ვარდისფერი სადა კაბა უნდა ჩაიცვას, რომელსაც ქვედა ნაწილში მარგალიტის ყვავილები ამშვნებს.
-სანდლებს ნუ უყურებ! ზეინის ახალი კოლექციიდან ამოგირჩიე ფეხსაცმელი!-ყვირის ჰარი და ქუსლიან ფეხსაცმელე აჩვენებს. ჯელენა წარბს წევს და სანდლებს ხელში იბღუჯავს.
-ეს უფრო კომფორტულია!-გოგომ ჭირვეული ბავშვის სახე მიიღო, რომელსაც მამა არ ყიდულობს იმ თოჯინას, რომელიც უნდა.
-გოგო, ვერსაჩეს ჩვენებაა! თვით ღმერთს მიყავხარ და სანდლებს იცვამ!-ხელებს დრამატულად იქნევს ჰარი.
-ქუსლიანებზე არასდროს ვმდგარვარ!-ჯელენამ ჰარის შეუბღვირა.
-მას სამაგრები აქვს და ის გიჭერს რომ არ დაეცე. აი ნახე!-ჰარი თეთრ ფეხსაცმელს ცხვირწინ უქანავებს.
-ჰარი! მე სანდლებს ვიცვამ!-თვალები დაუბრიალა ჯელენამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ჰარის იუმორის გარეშე გაეცინა და სანდლებისკენ გასწია ხელი.
-ნუ ბავშობ გოგო! ღმერთის არა გწამს? რას მაწვალებ!-ჰარის სახეზე წითელი ფერი დაედო. კაბა და ფეხაცმელი მის გვერდით მდგომ მინ სუს გადაულოცა და სკამზს ჩამოჯდა. -მე უნდა ვეცადო და ვაიძულო ეს ჯიუტი თხა ჩაიცვას ნორმანულად. ეს ხომ მაღალი მოდაა! არა მას უნდა ბოსტნიდან ახლად გამოსულის სტილი ჰქონდეს. ასე ჩაგყლაპავს შოუ-ბიზნესი!-ჰარი თავისთვის ტლიკინებს როდესაც ჯელენა უბრალოდ აკვირდება მის დოდ ნაცრისფერ შარვალს და წითელ ზედას.
-ჰარი, უბრალოდ წავიქცევი და შემდეგ ქვეყნის სამასხარო გავხდები!-წუწუნებს გოგო და გვერდით უჯდება. ჯელენა მალევე შეეჩვია ჰარის. (თითქმის დამეგობრდბენ კიდეც რომ არა ჰარის ასეთი ხასიათი) ისინი მუდამ რაღაცაზე ვერ თანხმდებიან და ამ დროს ზეინ მალიკი უბრალოდ ტუჩებზე თითებს იტარებს და ნაზად იცინის.
-ზეინი იქ არ იქნება? შენი კავალერია! თან საღამომდე დრო გვაქვს. ლულა აქ არის. დაგეხმარება გასწავლოს სიარული.-ჰარიმ ჯელენას მხარზე ჩამოადო თავი და დაიქსუტუნა. -ჩაიცვი ეს ფეხსაცმელები თორემ კისერს მოგიგრეხ და მერე ზეინს მოუწევს შენი დამარხვა!-ჩაიბუტბუტა ჰარიმ და გაიბუსხა.
-ჯანდაბას ჰარი ედვარდ სტაილსს ჩავიცვამ ამ რაღაცეებს ოღონდ თუ წავიქცევი მოვალ და გაგილაწუნებ.-ჯელენა ცოტახანს კიდევ აბუზღუნებდა ჰარის და ბოლოს დასთანხმდა.
-ლულას დავუძახებ. გასწავლის როგორ იარო ნორმანულად და არა ისე შენ რომ დადიხარ.-ჰარი მაშინვე მოვიდა ხასიათზე. ნაზად დაუქნია ხელი მინ სუს, რომელსაც კვლავ კაბა და ფეხსაცმელები ეჭირა და დააბარა ლულა მოეყვანა. ჯელენამ უკვე რამოდენიმეჯერ გაიგო ეს სახელი, მაგრამ სინამდვილეში არც კი იცოდა ვინ იყო ლულა... ფაქტია ის გოგონა იყო, რადგან ჰარიმ ასე მოიხსენია.
-და რა სჭირს ჩემს სიარულს.-ჯელენა ჰარის ისე უყურებდა თითქოს მრავალუცნობიანი განტოლება იყოსო და ამთქნარებს.
-პინგვინივით ბაჯბაჯებ. როდესაც რანვუეიზე გამოხვალ ასეთი სიარული არ გამოგადგება. ამას უნდა დიდი ვარჯიში. მანამდე ზეინი არ ჩაგრთავს ჩვენებებზე და მხოლოდ ფოტოებს გადაგიღებთ.-ჰარიმ ნაზი ღიმილით აუხსნა და კულულები უკან გადაიწია. მისი ცისფერი მბზინავი კოსტუმი და ლიმნისფერი შარვალი ძალიან უხდებოდა. კისერზე ყვითელივე ბაბთა ეკიდა რომელსაც გრძელი ზონარები ჰქონდა და თეთრ პერანგს ეკვროდა.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now