12

147 33 36
                                    

დრო ამ წუთებსაც გადააქცევს მალე მოგონებად

***

ჯელენა კათოლიკური ტაძრის წინ ზეინთან და ჰარისთან ერთად იდგა და კაბის ბოლოს იწვალებდა. ზეინი გაოცებული და დამფრთხალიც კი იყო, რადგან ბავშვობის შემდეგ ტაძარში არ ყოფილა, ახლა კი ჯელენას გამო ყავისფერი კაკლის კარის წინ იდგა. არც კი უნდა იფიქროს, რა მოხდება თუ რომელიმე პაპარაცი მაინც შენიშნავს და ფოტოებს გადაიღებს. სრულ სკამდალში ამოყოფს თავს და ეს სრულებითაც არ აწყობს. საცოდავად გადახედა ქალს, რომლის ერთი თხოვნაც საკმარისი იყო და მზის სათვალეები დაიმაგრა ცხვირზე და შავ კაპიუშონში ჩამალა სახე. ჰარი მაშინვე სიხარულით დათანხმდა ჯელენას ყოფილიყო მისი ნათლია.
-მგონი ჯობია შევიდეთ.-ბოლოს ჩაიბურტყუნა ჰარიმ და ჯელენას უბიძგა შესულიყო. არ ყოყმანობდა ლაჟვარდისფერთვალება, უბრალოდ ეშინოდა... იქნებ პასტორს უარი ეთქვა მის მონათვლაზე? ეს გამოდიოდა, რომ ის ვეღარ მოხვდებოდა სამოთხეში? ღმერთს ის აღარ ეყვარებოდა?

არა რათქმაუნდა, მან გულსი სიღრმეში იცოდა რა სულელური ფიქრებიც აწუხებდა. თავი გააქნია და ეცადა კარგზე ეფიქრა. ჰარიმ პირჯვარი გადაიწერა და მის კისერზე დაკიდებულ ჯვარს აკოცა შემდეგ კი წინ საკურთხევლისკენ წავიდა, სადაც ღვთისმშობლის ქანდაკება იდგა. ჯელენამ ქალწულ მარიამს ახედა და მაშინვე აუჩქარდა გული. წმინდა მარიამის შემწყნარებელი ღიმილი და სითბოთი გაჟღენთილი თვალები დაჰყურებდათ მათ. სანთლები ნელა იწვოდნენ და ტაძარში სითბოსა და სისპეტაკეს ასხივებდნენ. საკურთხევლის თავზე მრევლი გალობას ასრულებდა და მათი ხმები სამრეკლოში ექოდ ისმოდა.
-რით შემოძლია დავეხმარო ჩემს შვილებს?-იკითხა წყნარმა ხმამ. ზეინი მაშინვე უკან შებრუნდა და გაფართოებული თვალები მიანათა პასტორს.
-გამარჯობა პადრე.-ჰარიმ პასტორს ხელზე აკოცა და გაუღიმა. -ეს ჯელენაა, მონათვლა უნდა. მაგრამ ის არ ყოფილა ქრისტიანი.-ჰარიმ მორიდებით აუხსნა მოხუც პასტორს. მოძღვარმა ნათელი ღიმილით და კეთილის მასხივებელი თვალებით გახედა ახალგაზრდა გოგოს და მის მხარს დაადო დანაოჭებული ხელი.
-მინდა ეს შენგან გავიგო შვილო ჩემო. მონათვლა გულით გინდა? ეს ღმერთის გზაა და ამ დროს შენ მადლით იმოსები. გინდა ეს შვილო?-ეკითხება ხრინწიანი ხმით პადრე ჯელენას.
-მინდა მამაო, ამაზე მთელი ერთი კვირაა ვფიქრობ. ეს მინდა.-თავს თამამად აქნევს ჯელენა. ზეინის თაფლისფერი თვალები ქალწულ მარიამს აშტერდება, რომელიც ისევ ისეთი ლმობიერი და მიმტევებელი ღიმილით დასცქერის მას. ქანდაკებას ხელები გაშლილი აქვს, თითქოს მზადაა ჩაგეხუტოს. თავზე ოქროს შარავანდედი ერტყა ქალწულს და ყავისფერი კულულები მხრებზე ეყარა.
-კარგი შვილო, დედა საბრინიასთან მიგაცილებ და მოგამზადებს, მე კი მანამდე წყალს ვაკურთხებ შენთვის და ჯვარსაც.-თბილად მოხვია ხელი პასტორმა და მაღლა სართულზე აიყვანა ჯელენა. დედა საბრინია შუა ხნის მონაზონი იყო. შავი ანაფორა და თეთრი პერანგი ეცვა. ხელში ფსკვნილი ეჭირა და უსიტყვოდ ბუტბუტებდა. დედა საბრინიამ პასტორს ხელზე აკოცა და ჯელენას სავსე თვალებით გახედა.
-საბრინია, თეთრი კვართი და პირსახოცები გაამზადე ჩემო კარგო. ჩვენს შვილს მონათვლა უნდა.- დედა საბრინიამ ფართოდ გაუღიმა გოგოს და კარიდან გაიწია, რომ ჯელენა ოთახში შეეშვა და თვითონ პასტორს რაღაც უჩურჩულა რაზეც მოძღვარმა თავი დაუქნია და გაეცალა.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now