5

162 31 36
                                    

Nostalgia...
What a funny feeling
* * *

ჯელენას ცხოვრება ერთ დიდ რუტინად იქცა, რომელსაც აქა-იქ უცნაური გამონათებები ეწვეოდა ხოლმე. ვგულისხმობ ეს გამონათებები იყო რაღაც კარგი... არა... იქნებ, ვიღაც კარგი.

ღამისფერ თვალება მამაკაცი ხშირად მოდიოდა კარმენში. უკვეთავდა ბურბონს ან ბოკალ ღვინოს და შვეიცარულ ყველს. საოცარი დამთხვევა კი ის იყო, რომ ღამისფერთვალება მამაკაცი, რომელიც რაღაც მიზეზისდა გამო, ძალიან ცნობილი იყო და ყველას უყვარდა, (ჯელენამ ნახა კოდევაც როგორ მოირბინეს ახალგაზრდა გოგონებმა და მასთან სურათები გადაიღეს.) სწორედ იმ დროს შემოაღებდა ხოლმე კარმენის კარს, როდესაც ჯელენა ან ბარის დახლებს ასუფთავებდა ან სუფრებს ახალი გადასაფარებლებით ცვლიდა. დაჯდებოდა ხოლმე კუთხის მაგიდასთან და გააბოლებდა სიგარეტს. (და ამას ისე მოხდენილად აკეთებდა...) ასე განილია ერთი კვირა. ღამისფერთვალება მამაკაცი, კუთხის მაგიდა და ჰოლანდიური ყველი. ერთხელ მან თანმხლები მამაკაცი მოიყვანა. ყავისფერი გრძელი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. თუ ღამისფერთვალებას კლასიკური სამოსის ტარება ხიბლავდა, მაშინ ამას ვერ ვიტყოდით ლურჯთვალებაზე. გრძელი ნაცრისფერი მაისური ეცვა, რომელიც ძალიან განიერი იყო მის წვრილ ტატუებით გაწყობილ მკლავებთან შედარებით. მაისურს დიდი შავი თავის ქალა ეხატა და წარწერა ჰქონდა 'I can't change'.

ორშაბათი დილა იყო. კარმენი ახლა იწყებდა სიცოცხლის ახალ ციკლს. რესტორნის კარი გაიღო და ღამისფერთვალება შემოვიდა. ჯელენას თავზე ქუდის მოხდით მიესალმა რაზეც ჯელენამ პატარაზე გაიღიმა და მანაც დაუკრა თავი. მას უკან გამხდარი ბიჭი მოყვა, თავზე მწვანე კეპით და კისერზე ფოტოაპარატით რომელიც სიარულისას მუცელზე ეხეთქებოდა. ზეინ მალიკი მის ჩვეულ საყვარელ ადგილას დაჯდა და მის თამხლებ მამაკაცს რაღაც გადაუჩურჩულა.ლურჯთვალება სკამზე გადაწვა და ქანაობა დაიწყო, თან ხმამაღლა იცინოდა, იმ მომენტში, როდესაც ღამისფერთვალება ოდნავ ჩაიღიმებდა. ჟოანი იმ დღეს გაწყრა და ცოფიანი ძაღლივით იღრინებოდა, რომელიც საკბენათ გაწევას ვერ ბედავდა. დრესკოდზე გაამახვილა ყურადღება და ისიც დასძინა, რომ ხმაურის გამო სხვა სტუმრები წუხდებოდნენ და, რომ არა ზეინ მალიკი მას ლამაზად გააგდებდა.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now