16

147 32 19
                                    

I want a girl who doesn't know she's beautiful, so I have an excuse to let her know that she is all the time -Zayn-

* * *

დილით ჯელენა მხოლოდ ზეინის გრძელ შავ პერანგში გამოწყობილი იდგა გაზქურასთან და მამაკაცს საუზმეს უმზადებდა. ნელა დაჭრა ხაჭოში გადაზელილი ცომი ოთხკუთხედ ფორმაზე და ადუღებულ წყალში ჩაყარა. თან ძველ არაბულ სიმღერას ღიღინებდა თან არაჟანს ნიორს ამატებდა. ის იყო უნდა დაედო თეფშები მაგიდაზე, შემოტრიალდა, რომ ლამის შიშისაგან ყველაფერი დალეწა. ზეინ მალიკი ღიმილით უყურებდა ქალს. კარის ჩარჩოს იყო მიყრდნობილი და ჯერ კიდევ ახლად გაღვიძების გამო თვალები ჰქონდა შეშუპებული.
-დილა მშვიდობისა ანგელოზო.-დილისთვის დამახასიათებელი ბოხი ხმით უთხრა და ჯელენას ღიმილით მიუახლოვდა.
-დილა მშვიდობისა ჩემო ვარსკვლავო.-ჯელენამ პატარა ღიმილითა და წამიერი ამბორით დააჯილდოვა მამაკაცი.
-უკვე გითხარი, რომ ჩემს პერანგში იდეალურად გამოიყურები?-ზეინმა ხელი მოჰკიდა ქალს და მსუბუქად დაატრიალა.
-არ გითქვამს.-ჯელენას გაეცინა.
-მაშინ შემახსენე, რომ გითხრა.-ზეინმაც გაიცინა და ქალს ორივე ლოყა დაუკოცნა. ნაზად დასუსხა მისმა წვერმა ჯელენას ლოყები, რაზეც ქალმა კნუტივით დაიქსუტუნა.
ჯელენამ მოხარშული ხაჟოს საუზმე (ე.წ. ვარენიკები) თეფშზე გადმოანაწილა და ზევიდან პატარა ნაჭერი კარაქი დაადო.
-მმმმ... მადის აღმძვრელი სურნელია.-ბუტბუტებს ზეინი და მკლავებს იკაპიწებს.
-გემო უკეთესია.-ჯელენამ თეფში დაუდგა და ისიც მიუჯდა მაგიდას. -მაგრამ ცხელია ზეინ და ცოტახანს ადროვე გაგრილდეს.-თბილად დაადო მამაკაცის სვირინგებით მოხატულ მტევანს ხელი. ზეინი წინ გადაიწია, რომ კვლავ შეხებოდა ქალის ტუჩებს მაგრამ ყველაფერი სამზარეულოში შემომავალმა ალიაქოთმა შეაწყვეტინა. ჯელენას თვალებში შიში ჩადგა. ხელი მაგრად მოუჭირა მამაკაცს მკლავზე და მის უკან დაიმალა.
-აქ ვარ ჯელენა, შენთან.-დამამშვიდებლად ბუტბუტებს მამაკაცი და თან სამზარეულოდან გადის. ჯელენა კვლავ მაგიდას მიუჯდა და სამზარეულოდან გასასვლელს დაუწყო ყურება.
-უნამუსო ხარ ზეიზეი, რომ ერთხელ არ გაგახსენდი!-უცხო ქალის ხმამ ჯელენას სმენამდე მოაღწია. თითქოს ტკივილიც კი იგრძნო მაგრამ არ ჩქარობდა ადგომას. (სკანდალებს არ მოაწყობდა, დაელოდებოდა ზეინს და ის აუხსნიდა თუ რა ჯანდაბა ხდებოდა?!)
-უამრავი საქმე, ხომ ხვდები არა?-ზეინი ხითხითებს და სამზარეულოში ღიმილით შედის. უკან გოგო მოყვება. ყორნისფერი თმა, მრგვალი პირისახე და ნათელი ყავისფერი თვალები აქვს.
-აი თურმე შენი საქმე.-გოგონა ჯელენას თვალს ავლებს. ქალიც აწითლებული იფარავს შიშველ ბარძაყებს პატარა ხელებით და ზეინს თვალმოუშორებლად უყურებს.
-გაიცანი ჯელენა ჰადიდ ეს ჩემი და სელენაა, სელენა ეს ჯელენაა.-ზეინმა ღიმილით წამოაყენა ლაჟვარდისფერთვალება და გვერდით დაიყენა.
ჯელენა..
ჯელენა...
ჯელენა...
ჯელენა და მეტი არაფერი...
თუმცაღა რა ეგონა მას? ეგონა შეყვარებულები იყვნენ? ან იქნებ წყვილი? არა... ეს უბრალოდ თავის მოტყუება იყო და მეტი არაფერი.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now