0.1

479 46 37
                                    

იმათ ვისაც დახმარება ესაჭიროება გთხოვთ მოხვიდეთ, ჩვენ დაგეხმარებით წყლითა და საკვებით, დასაძინებელი ადგილებით, მედიკამენტებითა და ექიმის მომსახურებით. თუ შველა გჭირდებათ ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. შეერთებული შტატების მთავრობა თქვენს დასახმარდბლადაა...

ჩვენ საკვები გვაქვს და მედიკამენტები. ექიმები გვყავს რომლებიც შეძლებენ გიმკურნალონ თუ ეს გჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ...

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ლტოლვილები ქვეყანაში გადაიყვანოს რათა საომარ ვითარებაში მაქსიმალურად დაიცვას ქალთა და ბავშვთა სიცოცხლე.

ჩვენ სამშვიდობო მიწაზე ვართ, გვყავს ექიმები და ექთნები რომლებიც მზად არიან დაგეხმაროთ. გვყავს ვერტმფრენები რომლითაც მაცხოვრებელთა ევაკუირებას მოვახდენთ. ქალები და ბავშვები, მხოლოდ ქალები და ბავშვები. ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ...

რადიო ერთსა და იმავეს გაუჩერებლად იმეორებს როგორც კი მე-5 რაიონში შუქი ირთვება. და მაიმც ამ გაუჩერებელ ხმაურში მას ჰგონია რომ სიწყნარეა.

იქნებ იმიტომ რომ აღარც იარაღები კაკანებენ და აღარც სამხედრო მანქანების გუგუნი ისმის?!

იქნებ იმიტომ რომ მომაკვდავი შვილის დედა აღარ კივის და არ მოთქვამს მისი შვილის გუამზე სანამ ის სულს ღაფავს?!

ძაფასხმულ ნემსს მოხერხებულად ამოძრავებს და თეთრ ტილოზე სურათს ხატავს. ჩქარა აკეთებს თითოეულ ნაქარგს და თან ფიქრებით სხვაგან არის. შავი ძაფი დასრიალებს ქსოვილის ბოჩკოებში და უტიფრად ხაზავს თეთრ მატერიაზე მის საზღვრებს.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now