19

121 34 27
                                    

შენ გაქვს პატივი
ცენტრში რომ იყო
იმ ყველაფრის
რაც გვიან დაიწყო

* * *

-მადლობა, რომ ყავაზე დამთანხმდი.- სელენა ფართედ იღიმის და მარწყვის სუფლეს ნეტარებით აგემოვნებს.
-შენთან შეხვედრა მეც მინდოდა.-ჯელენა იღიმის და საკუთარ თეფშზე დადებულ სუფლეს გვერდით სწევს.
-არ ჭამ? იცი რა გემრიელია?-სელენა ხითხითებს.
-არა მე ასეთ რაღაცეებს არ ვეტანები. შეგიძლია ჩემიც შენ მიირთვა.-ჯელენამ თეფში წინ გასწია. სელენამ მადლიერი ღიმილით გახედა და როდესაც საკუთარ სუფლეს ბოლო მოუღო, შემდეგ ჯელენას უარყოფილ დესერტს მიუბრუბდა.
-კარმენი ძალიან მიყვარს, თან პაპარაცებს აქ არ უშვებენ და თავისუფლად ხარ. ჩვენ აქედან რომ გავალთ ნახავ რასაც გვიზავენ. კითხები. კითხვები და ისევ უამრავი და აზრს მოკლებული კითხვები.-
-ხო... ეს რესტორანი დიდად არ მიყვარს.-საკუთარ შეღებილ ფრჩხილებს უყურებდა.
-რატომ ძვირფასო? აქ კარგი კერძები აქვთ, ინტერიერიც გადასარევია.-სელენამ ალუბლის წვენი მოსვა.
-ადრე... ადრე აქ ვმუშაობდი.-ბუტბუტებს ჯელენა და უკვე ელოდება, როდის გაიცინებს სელენა მაგრამ ასე არ ხდება.
-ჯელენა ჩემი საყვარელი მუშა იყო.-უკნიდან ჟოან ბობოს ხმა ისმის და გოგოც უკან ტრიალდება. -ახლა კი ის ჩემი საყვარელი კლიენტია.-გაიკრიჭა და მისი 'ოქროს' კბილები გამოიტანა სააშკარაოზე. ჯელენამ უხერხულად შეიშმუშნა და სელენას გახედა, რომელოც წარბაწეული უყურებდა ჟოანს.
-აქ არავის დაუძახებიხარ, ხელს ნუ გვიშლი დაიკარგე აქედან!-სელენამ დაუცაცხანა. ჟოანმა თვალები გააფართოვა, თავი მაღლა ასწია და პატარა სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ფოიეში.
-ჩემო ძვირფასო, ოდესღაც ყველას სადღაც უმუშავია. განა მუშაობა სირცხვილი, რომ იყოს ვინმე იმუშავებდა?-სელენამ გოგოს ხელზე მოუთათუნა.
-მადლობა...-

საღამოს, როდესაც ჯელენამ უკვე მეათე შეტყობინება დაუტოვა ზეინ მალიკს და მამაკაცმა არცერთზე პასუხი არ გასცა, გადაწყვიტა ზეინის აპარტამენტს სტუმრებოდა.
ტაქსი გააჩერა და სთხოვა 901 Strada Vecchia-გზატკეცილზე მიეყვანა.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now