25

172 42 29
                                    

Everything that you ever dreamed of
dessapearing when you wake up
Just how fast the night

* * *

როდესაც ჯელენამ თვალები გაახილა არც ზეინი აღარ არსებობდა და აღარს ის ცხოვრება, რომელშიც დიდხანს იცხოვრა.

როდესაც ქალის ლამაზმა თვალებმა დაბზარულ ჭერს შეხედეს გული მოეწურა და ფეხზე წამოხტა.

აღარ იყო ზეინი, რომელიც ეტყოდა 'ყველაფერი კარგად არის' თუმცაღა მას საერთოდ უარსებია კი?
აღარ იყო ის თბილი თვალები, რომლებიც დიდი გრძნობით უმზერდნენ. აღარ იყო ის ძლიერი მკლავები, რომლებიც გულში იკრავდნენ ქალს.

მორფეუსმა ტკბილი ზღაპარი უამბო ძილში მყოფ ქალს... უამბო ცხოვრებაზე, რომელსაც ვერსადროს ეღირსებოდა, მოუყვა ხალხზე, რომელიც არასდროს ეყოლებოდა, არასდროს უარსებია ჯიჯის, არც ნორა ყოფილა... ისევ ჯელენა იყო, რომელიც იატაკზე დამხობილიყო და გულის ამოვარდნამდე ტიროდა.

ზეინ მალიკი, რომელიც სიზმარში გააცოცხლა მისმა ქვეცნობიერმა მაღალი ბიჭი იყო შავი თმით და დაბალი წვერით. ცხვირზე მრგვალი პირსინგი ეკეთა და არც ყური გამორჩენია გაუხვრიტავი. ბიჭს ღრმა თვალები და გრძელი წამწამები ჰქონდა და ლამაზი ღიმილი. ჯელენას ახლაც ჩაესმის ყურში უცნაური აქცენტის მქონე ღრმა ხმა და სიტყვები, რომლებსაც საუბარში ბგერებს აკლებდა.

ჯელენა დატყავებულ ხელებზე იყურება... მის დალილავებულ მაჯებს და დატყავებულ მკლავებს. სიმწრისაგან მის შავ ჩადს სახლიდან იგლეჯს და სადღაც ისვრის.

-წყეულიც იყავ ალაჰ!-მუხლებზე ემხობა და ტირილს აგრძელებს. -რატომ მე? რატომ მე?-ერთსა და იმავეს იმეორებს. სახეს იხოკავს, მოსთქვამს, ტირის...

ნელა დგება ფეხზე და აქეთ იქეთ იწყებს თვალების ცეცებას. ყველგან მისი ძველმანებია. ოჯახის ფოტოს ავლებს ხელს, რომელიც ნახევრად დამწვარია. უყურებს მომღიმარ დედას ჰიჯაპში, დას, რომელსაც პატარა ძმა კალთში ჰყავდა ჩასმული და მის სახეს, რომლის ნაწილიც დამწვარი იყო.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now