7

162 35 72
                                    

შეიძლება იყოს ეს გაკვეთილი, რომელიც არასდროს მქონია?
კურთხევით შევხედე მაგრამ ახლა ის წყევლაა
არ ვიცი რატომ

* * *

დილის ათ საათზე ჯელენას სახლის წინ მანქანა ჩერდება. შავი რეინჯ როვერი მზეზე ბზინავდა. ჯელენამ ჩვეულებრივსამებრ შავი გრძელი ქვედაბოლო და ამავე ფერის მკლავიანი მაისური ჩაიცვა. თავზე დაიმაგრა ჩადრი, ჩანთაში ჩაიდო ნივთები და სახლის კარი გამოკეტა. არ უყვარდა ლიფტები, უცნაურ შეგრძნებას უტოვებდა მუცელში, როდესაც ისინი მოძრაობას წყვეტდნენ. ასე, რომ მთელი ექვსი სართული ფეხით ჩავიდა.
-მოგესალმებით მის ჰადიდ, მე თქვენი მძღოლი ვიქნები დღეისათვის. ჩემი სახელია პაველი და ჩემთვის ბედნიერებაა თქვენი მიცილება.-თავს უკრავს და მანქანის კარებს უღებს მამაკაცი ჯელენას.
სიამოვნებს ჯელენას ასეთი მოწიწება? მას ახლა პატივი სცეს. კარი გაუღეს და თავი დაუკრეს. მას კარგად ელაპარაკეს, თითქოს სულაც არ ყოფილა უბრალო მრეცხავი. თითქოს ის დიდებული ქალბატონი იყო სასახლის კარზე. ჯელენამ მადლობა გადაუხადა პაველს და თბილად გაუღიმა. მამაკაცმა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ეს დიდი პატივი იყო მისთვის და მანქანა დაძრა. ღიმილით აკვირდებოდა ჯელენა ქუჩებსა და აბრებს შენობების თავზე. მმოძრავ გამოსახულებებს ეკრანებზე. თვალს ადევნებდა მიმზიდველ საჭმლის რეკლამებს. ნელ-ნელა მომრავლდა მანქანების რაოდენობა. ხანგრძლივი სიგნალები იკლებდნენ მთელს ქალაქს. ცათამბრძენები ნებივრობდნენ მზის გულზე და მიმზიდველად ლაპლაპებდნენ.
-ქუჩები უკვე გადაიტვირთა, ყველა სამსახურში მიდის, გახედეთ, მეორე მხარე ცარიელია. სასაცილოც კია ამხელა ზოლში დგომა და სიგნალი.-პაველმა კიდევ ერთხელ დაასიგნალა და უკან ამსვლელ ქუჩას წყენით გახედა. ჯელენამ თანაგრძნობით გაუღიმა და კვლავ ფანჯარას მიადო ხელები. უკეთ შეეძლო ენახა სავაჭრო მოლები. ჭრელი კაბები ვიტრინებში, გამხდარი მანეკენები და საგზაო ინსპექტორი გრძელი ჯოხითა და სასტვენით. ცოტა სასაცილო სანახავიც კი იყო. (მას ხომ ფოსფორისფერი ჟილეტი ეცვა და უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა)
როგორც იყო გაილია გრძელი საცობი ჯელენას ხელის გულებმა გაოფლიანება დაიწყეს.

TiO [Z.M.] (completed)Kde žijí příběhy. Začni objevovat