9

140 35 40
                                    

არავის უთქვამს, რომ ეს იქნება ადვილი...
არავის უთქვამს რომ ეს იქნება რთული...
არავის მოუცია ჩემთვის წესების წიგნი რომ მას დავემორჩილო და ჩემი სული სიცარიელედ ვაქციო.
ხედავ, ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ჩვენი ადგილი და წავიდეთ იქ.
არ შემიძლია მარტო დავკმაყოფილდე.

* * *

ჯელენა თეთრ ოთახში შეშინებული ბავშვის თვალებით იყურება. ზეინ მალიკი იქვე დგას და სიგარეტს აბოლებს თან მოხდენილად ესაუბრება ჰარის.
-ვფიქრობ მისი ფერი ჭუჭყიანი ვარდისფერია.-თქვა ჰარიმ და მის გვერდით მდგომ დაბალ აზიური წარმოშობის მქონე გოგოს ჩაანიშნინა რაღაცეები რვეულში. -მინ სუ გთხოვ მოიტანე რაიმე თეთრი კაბის მსგავსი.-ჩაფიქრებულმა ჰარიმ თანაშემწეს დავალება მისცა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩაფიქრებული უყურებდა უმწეოდ მდგარ ჯელენას. -40 ზომა ვცადოთ.-ბოლოს დაამატა და ჯელენასკენ დაიძრა.
-მზად ხარ უშნო ჭუპრიდან ულამაზეს პეპელად იქცე?-ეკითხება ჯელენას ჰარი სტაილსი და ბაფთას საყელოდან იხსნის.
-პეპლების სიცოცხლის ხანგრძლივობა სამი დღეა.-წარბის ქაჩვით მიუგო ჯელენამ რაზეც ჰარიმ ცხვირი შეჭმუხნა.
-რეებს ამბობ გოგონი, არანაირი სიკვდილები!და თან ეს გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი.-დაუცაცხანა და მის ჩადრს დაავლო ხელი.
-რას აკეთებ?-დაფრთხა მაშინვე ჯელენა და უკან დაიწია.
-ჩადრს გაცილებ, შენი სახე უნდა დავინახო.-ჰარის გაოგნებისაგან აღმოხდა.
-ესეც უნდა გავაკეთო?-ჯელენა ზეინისკენ იხედება. ბიჭი მხრებს იჩეჩავს და პატარაზე იღიმის.
-აქ არავინ ჩაგქოლავს ჯელენა, შენი სახე კი უნიკალური სილამაზის პატრონია.-ზეინ მალიკმა დამაჯერებელი ტონით უთხრა და ჰარის ანიშნა გასულიყო. ბიჭმა ღრმად ამოიოხრა და ელეგანტური ნაბიჯებით გაიხურა კარი. ზეინი ოდნავ ახლოს დადგა ჯელენასთან და თვალებში ჩახედა მაღალ სხეულს.
-ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.-დაისრუტუნა გოგონამ.
-მაშინ მომეცი ნება მე მოგხსნა ის.-ზეინ მალიკმა დაიჩურჩულა და უფრო ახლოს დაიწია ჯელენასკენ. ქალი ხმას არ იღებდა. გატრუნული, დიდრონი თვალებით აშტერდებოდა ზეინ მალიკს.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now