0.2

276 36 47
                                    

თვითმფრინავის პროპელერი ხმაურიანად ბრუნავს და მისი ტრიალისგან გამოწვეულ ქაოსური ხმა მთელს სამშვიდობო ბლოკს აწიოკებს.
ჩადრაჩამოფარებული გოგონა სწრაფად მიიწევს საზღვრისკენ და თან უკან ნელა იყურება. საშიშია... სამშვიდობომდე მისვლა ძალიან საშიშია. მიწას ჯერ არც შეშრობია სისხლის კვალი... გვამების გორებს ცეცხლი უკიდია და ირგვლივ გახრწნილი სისხლის და დამწვარი ხორცის სუნი ტრიალებს. შავი კვამლი ცას ერევა და ისედაც მოჟამულ კაბადოს უარესად ამუქებს.
ჯოჯოხეთს დაუდვია ბინა ზედ დედამიწის ზედაპირზე და გაბატონებული ყველაფერს სპობს რაც კი შეხვდება...

ეშმაკს უთქვამს- ყველა ცუდს მე ნუ მაბრალებთ, არც თქვენ ხართ ჩემზე ნაკლები დემონებიო

ვინ მოიგონა ომი?
-ადამიანმა ჩემო ბატონო.
ვინ მოიგონა სიკვდილის იარაღი?
-ესეც ადამიანმა ჩემო ბატონო.
ვინ მოკლა მისი ძმა?
-ადამიანმა მოკლა ჩემო ბატონო.
ვინ აატირა მშობელი დედა და დააობლა ყმა აკვანშივე?
-ადამიანმა გააკეთა ყოველივე ჩემო ბატონო.

ხალხის კივილს მისი ყურები უკვე დიდი ხანია შეეჩვია. სწრაფად მირბის წინ საზღვრისაკენ.

წინ...
წინ...
წინ...

-ლომები ანტილოპებს ხოცავენ, ობობები - ბუზებზ, მელიები - ქათმებს... მაგრამ, რომელი მიწიერუ არსება ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსსა და ნათესავს?
-ბავშვური კითხვაა... რათქმაუნდა ადამიას, ეს სრულქმნილების გვირგვინი, რომელმაც მოიგონა სიტყვები: სიყვარული, სიკეთე, ქველმოქმედება...
-მართალია, რომელ ცოცხალს აქვს უნარი თვითმკვლელობისა და მოჰყაბს კიდეც იგი სისრულეში?
-ისევ ადამიანს, რომელმაც მოიგონა მარადისობა, ღმერთი და აღდგომა.
-მაშ, რა გამოსულა? წინააღმდეგობებისგან ვართ მოქსოვილი.

და კიდევ ვერ გამიგია, რატომ ვიხოცებით? რატომ ვვომობთ ან ვმტრობთ? ცხოველს გონით განგვასხვავა შემქმნელმა, ახლა კი პირუტყვი არხეინად წამოწოლილა ფრიალო მდელოზე და თავს ირთობს სანახაობით, ამ დროს კი, კაცი ბავშვს ყელს ღადრავს, იქით კი ქალის მოთქმა-გოდება ისმის.

TiO [Z.M.] (completed)Where stories live. Discover now