REVENGE - MinJoon

By Nabii-

28.3K 2.6K 1.1K

შენ ერთი გზა გაქვს, ჯიმინ. •MINJOON• - 14.07.20 - 23.10.20 More

1. შენი არასდროს გავხდები.
2. შენ ერთი გზა გაქვს, ჯიმინ.
3. მტანჯავ, მტკენ, ძალიან მტკენ.
4. რატომ, უბრალოდ რატომ.
5. დანებდი და სამყაროს დაგანახებ.
6. გული გაჰკივის რომ "არა".
7. სიმშვიდე და ჰარმონია.
8. სასიამოვნო გრძნობა.
9. სულიერი სიმშვიდე
10. შენი სურნელი, გამაგიჟებელია.
11. არაადამიანური გრძნობა.
12. მათრობელა, როგორც ალკოჰოლი.
13. თითქმის მიღებული
15. ბოტანიკური ბაღი.
16. გამაღიზიანებელი.
17. თითქმის გარკვევა.
18. ვნებიანი კოცნა.
19. მინდა ვცადო.
20. უმშვენიერესი.
21. გრძნობა, სახელად ეჭვიანობა.
22. მიყვარხარ, სიკვდილამდე, ტკივილამდე.
23. მხოლოდ შენი ვარ.

14. შემიყვარე, ჯიმინ.

1.1K 113 29
By Nabii-

შუადღის ძილის გამო ჯიმინი ღამით თვალს ვერ ხუჭავს, სამზარეულოში ზის და ისევ ყავას წრუპავს. ნამჯუნი ოთახშია, საწოლზე წევს და მშვიდად ფშვინავს. ჯიმინი კი ჩაფიქრებული მიშტერებია ერთ ადგილს.

შეუძლია ახლავე ადგეს და ისე გაიქცეს, ვითომც არაფერი, დაივიწყოს მათ შორის მომხდარი და უბრალოდ უკან მოუხედავად დატოვოს ნომერი.

ფეხზე დგება და ოთახში შედის, ნამჯუნის მძინარე სხეულს თვალს ავლებს, შემდეგ კი ქურთუკს და ფეხსაცმელს იცვამს. ცარიელი ყავის ჭიქას მისაღებში მაგიდაზე დებს, კაპიშონს თავზე იფარებს და ქერა თმებს შიგნით მალავს, შემდეგ კი ოთახიდან გადის.

როგორც კი ჯიმინი ოთახს ტოვებს, ნამჯუნი თავს წევს და საწოლიდან სწრაფად დგება.

- ოღონდ ის არ გააკეთო, რაც მგონია,- ლუღლუღებს და თავადაც იცვამს ქურთუკს, შემდეგ კი ჯიმინს უკან მიჰყვება. ნამჯუნს კარებთან დაცვა არ ჰყავს, არც სასტუმროს წინ. უბრალოდ დასასვნებელად გაუშვა, ალბათ უფრო იმიტომ რომ ჯიმინის შემოწმება სურს. ახლა კი დგება და ხედავს რომ ომეგა ჩუმად სახლიდან იპარება.

კიბეებზე სწრაფად ჩარბის, მიმღებში ამჩნევს ჯიმინი როგორ ღიმილიანი სახით ელაპარაკება ერთ - ერთ ომეგას, შემდეგ თავს უქნევს და გარეთ გადის. არც ჩქარობს, არც არავის ელოდება, ჩანთაც კი არ უჭირავს ხელში, რაც ნამჯუნს აეჭვებს. პაკი აქეთ - იქით იყურება, შემდეგ კი გზაზე მშვიდად გადადის. ხან პარკში გადის, ხანაც მაღაზიაში შერბის წყლის საყიდლად. გზადაგზა ფოტოებს იღებს, ნამჯუნის მიცემული ტელეფონით ან რაღაც სასაცილო მოძრაობებს აკეთებს. ალფა ყბა ჩამოვარდნილი უყურებს მის ქცევებს. უკვე ხვდება რომ ჯიმინი სახლის გზას უბრუნდება. ჩიხში იმალება რომ ომეგამ არ შეამჩნიოს, შორიდან ამჩნევს როგორ უვლის გვერდს პარკს. ნამჯუნი საკუთარ თავს ლანძღავს, რა იყო და რად იქცა. თავის ომეგას კუდში დაყვება, რადგან ჰგონია რომ გაიქცევა. თმებს იჩეჩავს, მიუხედავად მიზეზებისა, მაინც არ თვლის საკუთარ თავს დამნაშავედ. მეორე შანსი რომ ჰქონოდა, მაშინაც გამოჰყვებოდა. ჯიმინი სასტუმროს უახლოვდება, ოთახში ადის და კარებს ბედნიერი სახით აღებს, ოთახში ჩუმი ნაბიჯებით შედის, არ უნდა ალფა გააღვიძოს, მაგრამ გასაღები და ტელეფონი იატაკზე უვარდება, როდესაც საწოლს ცარიელს ხედავს.

- ნამჯუნ?- პანიკდება და სააბაზანოში შედის, იქაც არავინაა. ჯიმინი სახეზე სისხლი აწვება, თვალები ემღვრევა. ნუთუ ამჯერად ნამჯუნი წავიდა და ის მიატოვა. ნომერი ცარიელია ნამჯუნი არსადაა. ჯიმინს ნერვები აღარ ჰყოფნის, ცოტაც და ხმამაღლა დაიწყებს ტირილს, საერთოდ ვერ ხვდება რატომ ხდება ეს, რატომ ემსგავსება ნამჯუნის გარეშე პატარა ბავშვს. რატომ მოსწონს მასთან ყოფნა, მისი ჩახუტება, კოცნა ან მოფერება. ჯიმინი მისაღებში დივნის გვერდით იკეცება. თვალებიდან ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი სცვივა. თავს დივნის სახელურს ადებს და ბოლო ხმაზე ქვითინებს. - დაბრუნდი, გთხოვ.

ლუღლუღებს, მაგრამ ნამჯუნი კვლავ არ შედის. ალფა გარეთ კარებს არის ატუზული და ისმენს ჯიმინის გამოწვეულ ხმაურს, მის ტირილს და ხვეწნას. ის ალფას ითხოვს, მაგრამ ნამჯუნი რატომღაც მაინც არ მიდის. გული ეკუმშება მისი ხმამაღალი ტირილის მოსმენისას.  მეტის მოთემანა არ შეუძლია, მაგრამ მაინც რატომღაც გაშეშებული დგას ადგილზე, თითქოს მოძრაობის უნარი დაკარგა.

- ნამჯუნ,- ჩურჩულებს ჯიმინი.

ალფა აღარ იცდის, კარს ხმაურიანად აღებს. ომეგა ხმის გაგებისას ფეხზე ხტება და მაშინვე შემოსასვლელში გარბის. დაწითლებული თვალებით შეჰყურებს ნამჯუნს, რომელსაც სახეზე უცნაური ემოცია აქვს გამოსახული. ჯიმინი აღარ აყოვნებს მთელი ძალით ეკვრის და ხელებს ძლიერ უჭერს წელზე. ნამჯუნი სითბოს გრძნობს, გონება ერევა, აღარაფერი სურს გარდა ჯიმინისა. თავში მხოლოდ ის უტრიალებს. ფეხსაცემლს იძრობს, პაკს ხელში იყვანს და მისაღებში დივანზე თავსდება. ჯიმინს ხელს არ უშვებს, კალთაში ისვამს. ომეგა ცრემლიან სახეს მის კისერში მალავს. ხელებს კი მაინც ძლიერად ხვევს წელზე.

- რატომ ტირი, ჯიმინ,- კითხულობს ნამჯუნი პასუხოს მოლოდინში, მაგრამ პასუხი თავადაც იცის.

- სად იყავი?- კითხულობს სლუკუნით, თავს მაღლა მაინც არ წევს. ნამჯუნს გულს უკლავს მისი ასეთი ხმა.

- გარეთ ვიყავი და შენ სად იყავი?- კვლავ კითხულობს, გულში ოცნებობს რომ პაკმა სიმართლე უთხრას და არ დაუმალოს არაფერი. ჯიმინი ცოტახანს ჩუმდება.

- გარეთ ვიყავი, სასეირნოდ,- პასუხობს ბოლოს და ნამჯუნი შვებით სუნთქავს. ომეგამ არ მოატყუა.

- და მაინც, რატომ ტირი?- კვლავ ეძიება ალფა.

- გთხოვ, მეორე უთქმელად აღარ წახვიდე. ოთახში რომ ვეღარ დაგინახე, არ ვიცი... მე უბრალოდ ...- კვლავ ტირილი უტყდება. ალფა ფიქრობს და ვერ ხვდება, როდის გახდა ომეგა ასეთი გულჩვილი. ხელებს წელზე ხვევს და უფრო იხუტებს.

- კარგი, დამშვიდდი. შემდეგში შეგატყობინებ,- თავზე კოცნის, ცოტახანში ჯიმინი მშვიდდება. - არ გინდა ადგე?

- არა, ასე მომწონს,- თავს წევს ომეგა და კმაყოფილი იღიმის. ნამჯუნი ლოყაზე ადებს ხელს და ჩაწითლებულ არეზე ეფერება.

- მეორედ აღარ იტირო. ვერ ვიტან როდესაც ტირი, არ გიხდება. შენს ლამაზ სახეს არ უხდება. გთხოვ, არ იტირო, გული მიტყდება ასეთს რომ გხედავ.- ჯიმინი თავს ხრის, ნამჯუნი კი ნიკაპზე ჰკიდებს ხელს.- როდესაც გელაპარაკები თვალები არასდროს დახარო. არ მსურს შენი თვალები ჩემს გარდა ვინმეს ან რამეს უყურებდეს.

ჯიმინი ჩუმად რჩება, ნამჯუნი კი მისი სახის ყურებით ტკბება, ბედნიერია რომ ის გვერდით ჰყავს.

- მგონი, გერმანიაში სხვა რამის გამო უფრო ჩამოვედით, ვიდრე შენი ბიზნესის,- ოდნავი სიცილით ამბობს ჯიმინი.

- ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამად ღირდა,- ამატებს ალფაც და ხედავს როგორ უწითლდება პაკს ლოყები.- ჯიმინ.

მისი სახელის გაგონებაზე, პაკი თვალს უსწორებს. ნამჯუნი ღრმად ისუნთქავს ჰაერს, მის ხელს თავისაში იქცევს და ტუჩებთან მიაქვს.

- რას გრძნობ?- მზერას არიდებს, ჯიმინი კი თვალებში შესციცინებს. - მითხარი რაიმეს მაინც გრძნობ ჩემს მიმართ?

პაკი იბნევა, ამაზე ბოლო დღეებია ძალიან ბევრს ფიქრობს. ახლა არ იცის რა პასუხი გასცეს, რა უთხრას. არ სურს ამ თემაზე საუბარი, რადგან არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ აზრში. ნამჯუნთან ყოფნის დროს გული უჩქარდება. მოსწონს მისი შეხებები, კოცნები, მასთან სასიყვარულო ურთიერთობები, მაგრამ არ სურს ასე იყოს. მაინც ჯიუტობს და საკუთარ თავსაც კი არ უტყდება ამაში. ჯიმინს დალაპარაკება უნდა. არა ნამჯუნთან, არამედ ვინმე სხვასთან, ვინმე მისნაირათან რომ შეძლოს და გაუზიაროს თავისი ფიქრები.

- ჯიმინ,- ისმის კვლავ ნამჯუნის ხმა. პაკი თავს მაღლა წევს და დამნაშავის თვალებით უყურებს მას.- ერთ რამეს გთხოვ, მხოლოდ ერთს.

- რას,- მაშინვე პასუხობს, გული უფანცქალებს პასუხის მოლოდინში.

- შემიყვარე,- თავისკენ ექაჩება და სხეულზე იკრავს,- გთხოვ.

~ ~ ~*~*~ ~ ~
წასვლამდე მეორე თავია🤓არ ვიცი რამ გამაგიჟა, გითხარით უკვე რომ ამ წყვილზე პანიკებ მჭირს?

ახლა მათემატიკაზე მივბრანცალებ, ათზე სახლში ვიქნები, აბა თქვენ იცით, დამახვედრეთ 1k.

Continue Reading

You'll Also Like

2.3M 70.3K 98
Previously called Older Brothers Part 1 Completed (Alternate version) part 2 Ongoing "T-trust me?" "Always." It was the promise that they were never...
1.7K 70 8
ერთი სიტყვით წაიკითხეთ 🔞🔞ყველაფერს ფიკში გაიგებთ!🔞🔞🔞
62.6K 5.6K 36
U+Z ဒီနေ့မင်းလွင် + ဒီယောရာဇာဓိရာဇ်
6.5K 910 24
"მე აქ ვარ..." "შენთან..." "შენში..." "შენ..."