Is he gay or just Vante? [✓]

By meowngi-

88.4K 8.1K 5.3K

მხურვალე კოცნისას თანდათან თავისი ნავარჯიშები ხელი საცვალთან ჩაუცურა, მაგრამ სიცარიელის შეგრძნების მაგივრად... More

2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
21.
22.
23.
24.
25.
სიახლე.

1.

10.5K 492 230
By meowngi-


- ღმერთო ჩემო, ჯონგუკ, ტელეფონი ხელშიც კი არ გიჭირავს, მაგრამ წყლიდან ახლადამოყვანილი თევზისავით პირი გაქვს დაღებული. ლამის ჩემი ახლახანს გაპრიალებული ფეხსაცმლის ძირები შენს დორბლის წუმპეში ჩავადგი. - მის ჩალაპარაკებას ყმაწვილისაგან რეაგირება არ მოჰყოლია, ამიტომაც დახლიდან გაზეთი აიღო, ერთი კარგად ოთხჯერ გადაკეცა და პირდაპირ შუბლის ცენტრში მიარტყა.

- აჰ, ჰიონ, მეტკინა! - როგორც იქნა ტრანსიდან თავის დაღწევა შეძლო, თავისი უთხელესი ბაგეები ერთამენთს შეაწება და შემდეგ იმ პატარა ბავშვივით წინ გამობერა, რომელიც სათამაშო მაღაზიის მწკრივების შორის დგას და ხელების ქნევითა და წუწუნით დედას ბარბების ყიდვას სთხოვს.

- მეც მტკივა ის, რომ უკვე ოთხი საათია აქ ვარ, სახლს გილაგებ და საჭმელს გიმზადებ და შენ ყურადღებასაც არ მაქცევ!

ჯონგუკმა ხელები მუხლებზე შემოიდო, ძალისხმევა მოიკრიბა, ამოიხვნეშა და წამოდგა. ნელ-ნელა ნაბიჯების გადადგმასთან ერთად იატაკმა ჭრაჭუნის ხმასაც უმატა, - სიყვარულმა იცის. - ჯიმინისაკენ ახლა სულ ორიოდე ნაბიჯიღა აშორებდა, ამიტომაც თავისი კარგად ნავარჯიშები ხელი მაღლა აწია და ქერა თმებზე ხელის გული ნაზად გადაუსვა,  - არაუშავს, ახლა მცალია შენთვის, კონკიავ.

ჯიმინს მარცხენა თვალი აუთამაშდა და ორგანიზმში სისხლმა გამალებით დაუწყო თქრიალი, - კონკია, ვინ არის შე-

ჯონგუკმა ბოლო ხმაზე დაიწყო ხარხარი,  მისი ხალისიანი იერის შემხედვარე ჯიმინის განრისხებამაც ოდნავ იკლო, მაგრამ ამ რეპლიკიკას გონებიდან მაინც არ ამოიშლიდა.

- ჯონგუკ, არ გინდა, რომ გაიცნო?

- ჰაჰ? - თვალები თოფის ლულის ქვეშ მოქცეული ირმისავით დაჭყიტა, თავისი ბაჭიისმაგვარი კბილები კი სრულებით დამალა, ნაცვლად უბრალოდ მის ხორბლისფერ გამოყვანილ ლოყებს ბაცი ვარდისფერი გადაეკრა. - ხო, იცი, მაგას ვერასდროს გავბედავ.

- უკვე სამი თვეა, წელიწადის მეოთხედია, მაგ შენ ქალღმერთს ეტრფი და შეშლილივით უთვალთვალებ, ოდესმე უნდა მიწერო. - ჯიმინმა მაცივარი გამოაღო და ლუდის ბოთლს თავისი ბოტოტა თითები მოხვია. - დადგა, ეს ნანატრი დღე, ამოიღე ტელეფონი. - სავსე ტუჩებთან მინა მიიახლოვა და საბოლოოდ ერთი ამოსუნთქვით გადაუშვა სასულეში სითხე.

ჯონგუკმა თავადვე იცოდა, რომ ნაბიჯი ოდესმე უნდა გადაედგა. აქამდე ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ შესაძლოა სრულიად უცხო ადამიანი შეყვარებოდა, მაგრამ ასე მოხდა. სოციალურ ქსელში მისი სურათების შემხედვარე გონებაში ზარების წკრიალი ჩაესმოდა, თავბრუ ეხვეოდა და ჭკუიდანაც იშლებოდა. უნდოდა გულში ჩაეკრა, მის ფაფუკ თმებში თავი ჩაერგო და მისი გამაბრუებელი სურნელი შეეგრძნო, მაგრამ ამას ვერ მოახერხებდა, რადგან ქალღმერთს არასდროს შეხვედრია. მხოლოდ შორიდან ახერხებდა ტკბობას, მაგრამ ჯიმინის არ იყოს, ოდესმე მოუწევდა ნაბიჯის გადადგა და როგორც ჩანს ეს დღე დადგა.

სწრაფადვე შევიდა თავის ექაუნთში, მეგობრების სისულელეზე ოდნავ ჩაიცინა კიდევაც, მაგრამ როდესაც ქვემოთ დაიხედა და ვანთეს მორიგი პოსტი შენიშნა, სამყარომ ირგვლივ ბრუნვა შეწყვიტა. ცერის ჩქარი მოძრაობით პირველი სურათი ეკრანზე გაშალა,

და გრძნობდა ქალღმერთის სილამაზისაგან მუხლები როგორ ეკვეთებოდა. - ჰიონ, - პატარა ლეკვივით წაიკმუტუნა და ყურები ჩამობერტყა, - ამას ვერ გავაკეთებ.

- მიწერე. - დაცარიელებული ბოთლი ნაგავში მომიოსროლა და ღრმად ამოისუნთქა. - მიწერე და ყველა დაგვასვენე.

ჯონგუკმა თვალები გადაატრიალა,  თუმცა მაინც კარგად შეეძლო იმის შეგრძნება, თუ როგორი ელვის სისწრაფით ეკუმშებოდა გული მკერდის მიდამოში. - მე არ ვიცი... დამეხმარები? იუნგისთან ხომ შენ გადადგი პირველი ნაბიჯი....

ჯიმინმა ცალი წარბი თავმომწონედ აზიდა და შემდეგ ტუჩის კუთხე ჩატეხა, - ოჰ, მასტერკლასი გინდა? - სწრაფადვე ჯონგუკს გამოწოდებული ტელეფონი გამოართვა და ვანთეს ჩათი გახსნა.

ჯონგუკის მზერისაგან მოშორებით, გამალებით დაიწყო რაღაცის კრეფა. დასრულებისას მაგრად გაიღიმა და თვალები ნახევარმთვარისებრი გაუხდა. ტელეფონის ეკრანი ჩააქრო და ისე გაუწოდა მეგობარს.

- ჰიონ, მადლობა, ხო, იცი ეს თუ გამოვიდა - ჯონგუკი სიხარულისაგან ლამის ჯიმინს პირდაპირ შეახტა, მაგრამ სანამ სიტყვას დაასრულებდა იქამდე ტელეფონი გახსნა და ჩათში შევიდა,

სისხლმა დუღილი დაუწყო და ახლა გულის მაგივრად თვალის ქუთუთოები ეკუმშებოდა, - ჯიმინ, ახლა კარგის-

სიტყვა მანქანის სიგნალებმა გააწყვეტინა, ჯიმინმა კი აჩქარებულად ჯონგუკს უკმეხად გაუღიმა და კარებისაკენ გავარდა. - ოჰ, კონკიას კავალერმა მოაკითხა. - ზლაზვნით ჩაილაპარაკა და კარებში გასვლისას ჯონგუკს თვალი ჩაუკრა.

- ღმერთო ჩემო, - მანტრასავით დაიწყო ჯონგუკმა გამეორება, იდეაში ახლა ჯიმინს უნდა გაკიდებოდა, მაგრამ იმდენად იყო ნერვებზე მოშლილი კარგად ვერც კი აზროვნებდა. ათრთოლებული თითებით ჩათი სწრაფადვე გახსნა და დააპირა გაგზავნილი შეტყობინების წაშლა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

მის ქალღმერთს, ვანთეს, მესიჯი უკვე წაეკითხა.

- ჯიმინ, შენი დედაც.

Continue Reading

You'll Also Like

713K 111K 130
🍁 I love you..... But....... Why ? But....I ..... I know.... your very beautiful my sweetheart .... ah ? 🍁 start - 2023/ 05/ 05 🍁 End - 2024/ 05...
93K 11.9K 36
Над руу хар... Над руу алх. Эцэстээ би нурууг чинь ширтээд хоцрох ч, Элэгдсэн амьсгалаа чиний зүгт замхруулна. WHO. 2021
1.6K 139 11
📜:ჯიმინი უკვე დიდი ხანია მის ბებიასთან ერთად ცხოვრობს, ქალაქ სეულში...იგი ომეგა და მას სურს ალფა რომელიც მისი ერთგული იქნება. მას მშობლები 16 წლის ა...