What makes you beautiful/რა გ...

By NiniStarStories

6.4K 358 98

კეიტი ბლექის და მისი საუკეთესო მეგობრის ცხოვრევა იცვლება.. ამას არავინ მოელოდა.. 16 წლის თინეიჯერი მეგობრების... More

თავი პირველი.
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი (ფინალი)

მეექვსე თავი

349 27 12
By NiniStarStories

მაშინვე ჰარისკენ გავიქეცი, მაგრამ იქ აღარ დამხვდა. ალბათ ისევ იმ უცნობ ქალს გაჰყვა. ძალიან ავნერვიულდი. არ ვიცოდი რატომ, ან საერთოდ რისთვის გამოიძახეს ისინი. იქვე ჩამოვჯექი და ისე მოვუცადე ჰარის. ნერვიულობისგან, წყლის ბოთლი, რომელიც ხელში მეჭირა სულ დავცალე და მთლიანად დავჭმუჭნე. ამას ვერ ვხვდებოდი, სანამ ვიღაც უცნობმა, ბოთლი ხელიდან არ წამგლიჯა და იქვე მდგომ ურნაში ჩააგდო. ძალიან შემრცხვა, მაგრამ რას ვიზამდი. ნერვიულობამ ასე იცის.

მთელი ეს დრო, კარს ვუყურებდი, რომელშიც ჰარი გაუჩინარდა. ოცი წუთი არ იქნებოდა გასული, რომ კარი გაიღო. მაშინვე სკამიდან წამოვხტი. ჰარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ სახეზე ფერი არ ედო, ახლა თვალები უბრწყინავდა და ყურებამდე იღიმებოდა.

მაშინვე მასთან მივიჭერი და გაოცებული სახით შევხედე, ისევ გაუგებრობაში ვიყავი და იმიტომ. მან კი ხელში ამიტაცა და დამაფრიალა, შემდეგ მაგრად ჩამეხუტა და დაბლა დამსვა. მივხვდი, რომ რაღაც სასიხარულო მოხდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს რაღაც.

− ჰარი, რა ხდება?-ვკითხე დაბნეულმა.

− კეიტიიი, იცი რა მოხდაა?-სიხარულისგან თითქმის კიოდა.

− რა მოხდა, აღარ იტყვი?-ვუყვირი მას.

− შემდეგ ტურში გადავედი!!! ისევ შოუში ვარ!!! მაგრამ მარტო არ ვარ...

− რააა? ხუმრობ? ძალიან მაგრია, ჰარიიი!! როგორ გამახარეე და რას ნიშნავს მარტო არ ხარ?-უცებ გავაანალიზე მისი ბოლო სიტყვები.

− ხოო ასეა, ახლა ბენდი მყავს. ხუთნი ვართ. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებიან. სახელები არ მახსოვს, იმიტომ რომ ჯერ მათ არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობ ყველას.-ჰარი, ძალიან გახარებული ჩანდა, როდესაც ამ ყველაფერს მიყვებოდა, ამიტომ მეც პოზიტიურ ხასიათზე დავდექი.

− ვაუ!! მაგარია!! აუცილებლად უნდა გამაცნო ყველა და კიდევ, როგორც ვიცი ბოიბენდები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე სოლო მემღერლები ასე რომ ძაან მაგარია!!!-როგორც კი წინადადება დავამთავრე, ჰარი ისევ ძლიერად ჩამეხუტა და ასე იყო, სანამ ხელების ფართხალი არ დავიწყე, ჟანგბადის უკმარისობის გამო.

− ახლა კი, სახლში წავიდეთ და ყველაფერი ავღნშნოთ!!- მხიარულად წამოვიძახე და გასასვლელისკენ ედისთან ერთად წავედი.

*ნაილის P.O.V*

ამ წამს უბედნიერესი ვიყავი. ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე ბენდში ვიქნებოდი. სულ მალე, მეყოლება ოთხი საუკეთესო მეგობარი, რომლებთან ერთადაც ძალიან დიდ და მაგარ დროს გავატარებ.

აი დედაჩემიც გამოჩნდა, ისიც ბდნიერია რათქმაუნდა. მასთან მივრბივარ, ძლიერად ვეხუტები და... ეს.. ეს... ბოთლი ისევ ხელში მეჭირა. ის გოგო... მისი ეს საქციელი ძლიან კეთილშობილური იყო და ისე დაემთხვა, რომ თითქოს იცოდა რაღაც კარგი მოხდებოდა. მან გამაბედნიერა, იღბალი მომიტანა, მე კი.. მე კი მადლობაც ვერ გადავუხადე.

უეცრად ვირაცამ ცხვირწინ ხელი ჩამიქნია.

− ჰეი, ნაილ, გამოფხიზლდი, რაზე ფიქრობ?- ჩემი უფროს ძმა იყო, გრეგი.

− არაფერია, უბრალოდ.. დაივიწყე!-ვუთხარი და ჩავეხუტე.

− მაშ გილოცავ, ძალიან მაგარია. იმედი მაქვს, რომ ძალიან პოპულარული გახდები!-მითხრა და გამიღიმა.

მეც გავუღიმე, თან ვცდილობდი იმ ბოთლის რაენაირად დამალვას და თვალებით, კი ყველგან იმ გოგოს ვეძებდი. მინდოდა, ძალიან მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა გამხნევებისთვის, მაგრამ ის არსად ჩანდა.

მე დღეს ორმაგად ბედნიერი ვიყავი. ერთი იმიტომ, რომ მე იქს ფაქტორის სრულუფლებიან მონაწილედ ვითვლებოდი, მეორე კი იმიტომ, რომ იმ გოგოსნაირ კეთილ ადამიანს პირველად შევხვდი. მართალია, მეტჯერ ვეღარასოდეს ვნახავ, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ.

*კეიტის P.O.V.*

რაც იქს ფაქტორი დაიწყო, ჰარის ჩემთვის დრო საერთოდ აღარ აქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამას მოველოდი კიდეც. მართალია ის ყოველ საღამო მიკავშირდება მობილურის დახმარებით, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის საკმარისი.

ახლა, მისი თანაგუნდელები მის სახლში ცხოვრობენ და ყოველთვის რეპეტიციობენ, მღერიან. მე, კი არ მინდა მათ ხელი შევუშალო, თანაც გასართობად ახლა არ სცალიათ, ასე რომ ჰარი უკვე მენატრება.

ედი, ჩემს მეგობრებსაც მოენატრათ. დიახ, მეგობრებს. ვიცი იფიქრებთ ენს თუ მოენატრა გასაგებია, მაგრამ ჰეილის, როგორ მოენატრა ადამიანი, რომელთანაც ყოველთვის კამათობსო?! მეც მიკვის, მაგრამ ჰეილი სულ მასზე მელაპარაკება. ალბათ, ნერვებს რომ ვეღარ უშლიან ერთმანეთს, ეგ მოენატრა. ნამდვილად ვერ გეტყვით.

იცით, ჰარისაც მოენატრა ჰეილი. რამდენჯერაც დამირეკა, იმდენჯერ მოიკითხა. გაოცებული ვარ. არა კი გამიგია, ადამიანს ყველაზე მეტად ის უყვარს, ვისაც ნერვებს უშლისო, მაგრამ ამას ჰარიზე და ჰეილიზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ნუთუ... კარგით დაივიწყეთ, ალბათ მე მეჩვენება რაღაცეები.

ახლა ღამეა და უკვე საწოლში ვარ მოკალათებული. ლურჯი პლედი მაფარია და ყურსასმენებით მუსიკებს ვუსმენ. უეცრად, ჩემს ტელეფონზე ზარია. ჰარი რეკავს.

− ალო! მის ბლეიქი გისმენთ!-ვპასუხობ და ვცდილობ სიცილი შევიკავო.

− გამარჯობა, მე მისტერ სტაილსი ვარ. მაინტერესებს, როგორ ბრძანდებით?

− ამმ... კარგად, გმადლობთ, თქვენ როგორ ბრზანდებით?

− მეც კარგად. მის, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს!-ამბობს ჰარი და მესმის როგორ ამთქნარებს.

− აბა გისმენთ!-ძალიან დავინტერესდი.

− ხვალ, თუ დრო გექნებათ რათქმაუნდა, შემიძლია შეგხვდეთ და ჩემი თანაგუნდელები გაგაცნოთ!! მოხარული ვიქნები, თუ თქვენს ორ, არანორმალურ დაქალსაც წამოიყვანთ!-ამის გაგონებაზე, ლოგინიდან ვხტები და სიხარუისგან ვცეკვავ.

− კარგით, თანახმა ვარ!! რათქმაუნდა წამოვიყვან მათაც და რომელ საათზე?

− საღამოს შვიდ საათზე გეცლებათ?-ჰარის თითქმის სძინავს.

− კი, კი, როგორ არა!!

− მაშ, შეხვედრამდე, მის ბლეიქ!-აბმობს და ჩუმდება.

− შეხვედრამდე ჰარიჩკა!!-ვამბობ და ველოდები ჰარის, რომ ტელეფონი გათიშოს.

უცბათ, მისი ხმამაღალი სუნთქვა მესმის და ვხვდები, რომ მას ჩაეძინა. ამაზე მეღიმება.

− ძილინებისა, ჩემო ყველაზე საყვარელო, ხვალ შევხვდებით!-ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. არამგონია ამაღამ დამეძინოს, რადგან ხვალ დიდი დღეა და რა დამაძინებს?! 

მაპატიეთ ვიცი დავაგვიანე მაგრამ დასასვენებლად ვიყავი და ვერ მოვახერხე დადება😁😁 თანაც მოკლეა ცოტა😊 იმედია მოგეწონებათ😇 და კიდევ გილოცავთ ძველით ახალ წელს!!😍🎆🎉🎊
Love you all 😚😘😘😘

Continue Reading

You'll Also Like

2.3M 118K 65
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...
1.2M 48K 53
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
986K 37.2K 88
𝗟𝗼𝘃𝗶𝗻𝗴 𝗵𝗲𝗿 𝘄𝗮𝘀 𝗹𝗶𝗸𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗳𝗶𝗿𝗲, 𝗹𝘂𝗰𝗸𝗶𝗹𝘆 𝗳𝗼𝗿 𝗵𝗲𝗿, 𝗔𝗻𝘁𝗮𝗿𝗲𝘀 𝗹𝗼𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 �...
664K 14.8K 42
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.