მეცამეტე თავი

229 12 11
                                    

ყველამ ერთად მოკეტა, როცა მე და ნაილი ერთმანეთს შევეჯახეთ უფროსწორად მე შევასკდი ნაილს.

მე ჯერ კიდევ მის თვალებში ვიყავი ჩაძილური და ირგვლივ სხვას ვერავის ვამჩნევდი. ნაილიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ნაზად იღიმოდა. თავის ნათქვამის გამო კი ლოყები ჯერ კიდევ წითელი ფერის ჰქონდა.

−ამ.. მინდოდა მეთქვა რომ... აჰ რა იდიოტი ვარ...-თავი გააქნია მან და ორივე გავსწორდით.

−სულაც არხარ იდიოტი.-დავიჩურჩულე მაგრამ ჩემ გარდა ვერავინ ვერაფერი გაიგო.

−აი, ხომ ვთქვი შეყ...-მოვასწარი და ლუის პირზე ხელები ავაფარე.

−მიხარია, თქვენი ნახვა ბავშვებო!! ლუ რასამბობდი?-დაიკრიჭა ნაილი.

−მას უნდოდა ეთქვა, რომ უხარია შენი დანახვა ასე არა რის ლუ?-ხელები არც კი გამშვია ისე ჩავეჭერი. ლუის სხვა რა გზა ქონდა, მხოლოდ თავი დამიქნია და მხოლოდ მაშინღა მოვაშორე მის პირს ხელები.

−ჯანდაბა, კეიტ ჩემი დახრჩობა გინდოდა?-ლუის ისეთი სახე ჰქონდა და ისე იჯღანებოდა, რომ ყველას სიცილი აგვიტყდა.

−ახლა, კი წამოდით ნაყინი ვჭამოთ!!-ვთქვი და ყველამ ერთად გავწიეთ სანაყინისკენ.

ნაყინი ყველამ, რომ ავიღეთ გადავწყვიტეთ იქვე მდგომ მაგიდებთან დავსხდარიყავით. თითოზე ორი ადამიანი უნა დამჯდარიყო, ასე რომ ლუიმ გამოაცხადა მე გაგანაწილებთო. შეწინააღმდეგება ვცადე, რადგან ვიცოდი რა გეგმებიც ქონდა, მაგრამ ბიჭებმა მხარი აუბეს და ლუიმაც მხიარულად დაიწყო ჩვენი გადანაწილება.

−ჰარი, შენ ჰეილის გვერდით დაჯდები, ზეინი და ენი ერთად, მე ლიამს მიუჯდები აი კეიტი კი აუცილებლად ნაილის გვერდით უნდა დაჯდეს! რას იტყვით, ხომ კარგი არჩევანია?-ბორტად მიღიმოდა ლუი.

−ჩვენ მოგვწონს-გამოახცადეს ჰარიმ, ზეინმა და ლიამმა ასე რომ სხვა რა გზა იყო.

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now