მეათე თავი

275 22 4
                                    

               დილით, ტელეფონის წრიპინის ხმა მესმის და თვალებს ნელა ვახელ. ყველაფერს ბუნდად ვვხედავ, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ნათელი ხდება. აშკარაა, რომ ჩემს ოთახში ვარ, მაგრამ აქ ვინ მომიყვანა, არ ვიცი. თავი საშინლად მტკივა და წამოდგომის ძალაც კი არ მაქვს.

გვერდით ვტრიალდები და საათს ვამოწმებ ტელეფონში. უკვე 12:00 საათია, მე კი ისევ ვწევარ. უცებ, ოთახის კარი იღება და ენი შემოდის. მე კი ლოგინიდან წამოდგომას ვცდილობ და თან ენს ვუყურებ, მოჭუტული თვალებით.

− კეიტიი!!! გაიღვიძე?-ყვირის ის, მე კი თავს ვუქნევ და მარჯვენა ხელით თვალებს ვიფშვნეტ.

− ბავშვებოოოო!! კეიტმა გაიღვიძაა!-ამის დაძახება იყო და მაშინვე, ყველა ჩემს ოთახში გაჩნდა

− რა მოხდა?-ნამძინარავი ხმით, ვკითხე მათ.

უეცრად ჩემთან ჰარი მოიჭრა. მხებში წამავლო ხელი და შემათალიერა.მალე თვალები ცრემლით აევსო და გულში მაგრად ჩამიკრა. სილართლე გითხრათ ვერ ვხვებოდი რა მოხდა.

− რა მოხდა, ჰარი, რატომ ტირიხარ?-ვკითხე გაოცებულმა და თვალებში შევხედე.

− მე.. მე...-ასლუკუნდა ის.- წუხელ....

− წუხელ რა მოხ...-სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ყველაფერი გამახსენდა.

უცებ თვალთ დამიბნელდა და ლოგინზე დავეცი. ხმები, ჯერ კიდევ მესმოდა. ყველას შეეშინდა.

*ორი საათის შემდეგ*

გონზე რომ მოვედი, უკვე საავადყოფოში ვიყავი. პალატაში გავიღვიძე, რომლის კედლები ლურჯი ფერის იყო და რატომღაც, ეს ფერი ახლა ძალიან მაღიზიანებდა.

პალატაში, მოულოდნელად ნაილი შემოვიდა. მე რომ გაღვიძებული დამინახა, ბავშვებისთვის დაძახება გადაწყვიტა, მაგრამ შევაჩერე.

− შეჩერდი...-ჩუმად ვუთხარი და ლოგინზე წამოვიწიე.

− როგორ ხარ?-მკითხა ნაილმა და თან, ლოგინზე ჩამოჯდა.

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now