მეხუთე თავი

390 29 6
                                    


დღეს გაირკვევა ჰარის ბედი. ნუ მთლად დღესაც არა, მიტომ რომ შესარჩვი ტურის შემდეგ ჰარის კიდევ ერთხელ გამოიძახებენ და აი მაშინ გავიგებთ ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებას.

გარეთ მშვენიერი ამინდია. მზე ანათებს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ცაზე კი ერთი ნამცეცი ღრუბელიც კი არ არის. არც მიკვირს, რომ ასეთი კარგი ამინდებია, ახლა ხომ ხაფხულია. ამინდთან ერთად ჩემი განწყობაც პოზიტიურია.

საწოლიდან როგორც კი წამოვდექი, საათს დავხედე. უკვე 11სთ ყოფილიყო., მე კი ჰარის სახლთან 01:30 საათზე უნდა ვიყო. ასე რომ საერთოდ არ მეჩქარება. აბაზანაში შევედი და ერთ საათიანი "კონცერტის" შემდეგ გამოვედი. სასაცილოა, მაგრამ დედა ამის გამო ყოველთვის მეჩხუბება, მაგამ რაც არ უნდა ვეცადო, მაინც დიდ ხანს ვუნდები ხოლმე ბანაობას.

გამოვდივარ სიმრერ-სიმღერით და თმას ფენით ვიშრობ. შემდეგ მივდივარ კარადასთან და იქიდან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შერცეულ თეთრ ტოპს, შავ მოკლე შორტს და თეთრ კეტებს ვიღებ. სწრაფად ვიცვამ და სარკეში, თავმომწონე სიფათით ვიყურრები. ჰარი აქ რომ იყოს, თვალებს გადაატრიალებდა და მეტყოდა: "მორჩი ახლა, რით ვერ მიხვდი რომ ულამაზესი ხარ?!"

სიმართლე გითხრათ, ჰარი ყოველთვის აჭარბებს, მაგრამ მისი კომპლიმენტები მაინც სასიამოვნოა.

ვასრულებ ჩემი თავის ცქერას და ჩემს ჩანთას ვავლებ ხელს. ტელეფონს, ყურსასმენებს და სათვალეს ვდებ შიგ და ქვედა სართულზე, ცეკვა-ცეკვით ჩავდივარ. მისაღებ ოთახში დედა და მამა სხედან და ტელევიზორს უყურევენ. ჩემს დანახვაზე ორივე იღიმება.

− მინდა ავღნიშნო, რომ დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები მაიმუნო!-იცინის მამა.

− მადლობა მა!-ვიკრიჭები და მათ წინ ვდგები.

− და საით გაგიწევია ძვირფასო?

− დღეს, ჰარის აქვს იქს ფაქტორის ქასთინგი და საგულშემატკივროდ მივყვები.-ვიღიმი და დედაჩემს ვუჟდები კალთაში.

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now