მერვე თავი

338 20 6
                                    

*ნაილის P.O.V*

გულისცემე უჩქარდება და ცდილობს, მაგრად ჩამეჭიდოს, რომ არ წაიქცეს. იმდენად ახლოა ჩემთან, რომ მის სურნელსაც კი ვგრძნობ. ვანილის, შოკოლადის და კიდევ რაღცის, ტკბილი, თავბრუდამხვევი სურნელი, სახეზე მელამუნება. სიო ჩვენს გარშემო, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მაძლევს, რომ ეს სურნელი ბოლომდე შევიგრძნო.

მისი შეხება, ეს რაღაც ამოუცნობი, მაგრამ სასიამოვნო გრძნობაა ჩემვის. წამით, ჩვენს გარშემო დროც კი გაჩერდა. მხოლოდ, კავშირი არ შეწყვეტილა ჩვენს თვალებს შორის. ყველა გაჩუმდა. თითქოს, მხოლოდ ჩვენ ორი ვვარსებობდით ამ სამყაროში.

*კეიტის P.O.V.*

ვუყურებ მას თვალებში და ახლაღა ვხვდები, თუ ვის ეკუთვნის ისინი. მაშინვე, თვალწინ დამიდგა კუთხეში, საწყლად მჯდარი ბიჭი და მისი მტირალი, ცისფერი თვალები. გამეღიმა. ალბათ, მას არც კი ვახსოვარ, მაგრამ...

ფრთხილად ვდგები, მაგრამ ისევ მის უკიდეგანო, ზღვასავით ურჯ თვალებს ვუყურებ. მას, თავისი ქერა თმა, შუბლზე აქვს ჩამფხატული და იღიმის. ვცდილობ სული მოვითქვა, რადგან გული რამისაა ამომივარდეს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა.

− აი, ჩვენც აქ ვართ!!-ჰარმონიას, ლუის მხიარული ხმა გვირღვევს. მაშინღა მოვდივართ აზრზე და ერთმანეთს, რაც შეგვიძლია სწრაფად ვშორდებით, თანაც ვცდილობთ, დავმალოთ ამ მოულოდნელობისგან მიღებული რეაქცია.

− ამ... მადლობა, რომ დამიჭირე!-ვეუბნები ნაილს და თავს მორცხვად ვხრი დაბლა.

− არ..არაფერს!-მიღმის და სახე მთლიანად უწითლდება. რა საყვარელია!

− და... აქ რა მოხდა?-გაოცებული კითხულობს ლიამი.

− არაფერი, უბრალოდ... მაგას მერე მივხედოთ. ნაყინი მოიტანეთ?-ჰარი, შექმნილი, უხერხული სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს და ბიჭებს, ბედნიერი თვალებით შესცქერის.

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now