მეოთხე თავი

421 28 2
                                    

რაიანს გავუღიმე და დედაჩემს გავხედე. სახეზე ეტყობოდა, რომ გაუგებრობაში იყო. ვერ მიხვდა რას აკეთებდა რაიანი ჩვენი სახლი წინ და რატომ მიღომოდა. ხან მე შემომხედავდა, ხან კი ისევ რაიანს.

მე დიდ საგონებელში ვიყავი. ვერ გამგო წავსულიყავი რაიანთან ერთად, თუ უბრალოდ უარი მეთქვა. თანაც ჩემს მოქმედებაზე ჰარის ასეთმა რეაქციამ გამაოცა. სერიოზულად გაბრაზებული იყო. ალბათ იმიტომ, რომ რაიანი იყო ადამიანი, რომელიც ჰარის ყველაზე მეტად ეზიზღებოდა მთელი დედამიწის ზურგზე.

სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი რატომ. ალბათ გახსოვთ იჩხუბეს მეთქი რომ გითხარით, მაგრამ იმ ჩხუბის მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჰარი რაიანს დასანახად ვერ იტანს და ყოველთვის მეუბნება, რომ ის გილს მატკენს.

მე კი ამ დროს ჰარის არ მესმის, რაიანი კარგად მექცევა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყოს? არ ვიცი.. არ ვიცი...

მოკლედ, ახლა რაიანი ჩემს წინაა მე კი თითქმის სამი წუთია რაც მხოლოდ და მოლოდ სულეივით ვუღიმი მას.

უცებ გონზე მოვდივარ და დედაჩემს ვეუბნები:

− დეე შენ სახლში შედი, მე საქმეებს მოვაგვარებ და შემდეგ ყველაფერს მოგიყვები.-დედაჩემი სახლში შედის და მეც რაიანისკენ ვტრიალდები.

− აბა კეიტი, არ წავიდეთ?-მიღიმის, მანქანის კარებს აღებს და ხელით მანიშნებს, რომ დავჯდე.

ღმერთო რა ვუთხრა?! ნეტავ დედა რას იზამდა? ალბათ... ახლა ამის დრო არ არის უნდა დავფიქრდე. რაიანს რომ გავყვე, ჰარის ეწყინება, რომ არ გავყვე რაიანი გამინაწყენდება, თანაც მასთნ დაახლოების შანსდ ხელიდან გავუშვებ. შეიძლება, რაიანს არც ეწყინოს თუ არ წავალ მასთან ერთად, მაგრამ... არ ვიცი სასწრაფოდ უნდა გადავწყვიტო.

*ჰარის P.O.V.*

მაღაზიიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა დავინახე, რომ კეიტის სახლის წინ რაიანის მანქანა იყო გაჩერებული. ჯერ კიდევ დღე იყო, ამიტომ დავინახე, რომ მანქანის ახლოს კეიტი და რაიანი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. კეიტს, სახე გაფითრებული ჰქონდა აშკარად რაღაცაზე ნერვიულობდა... დავიჯერო ჩემმა სიტყვებმა ატკინა გული... არამგონია...

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now