მეორე თავი

660 34 4
                                    

 * ჰარის POV *

აი ის დღე, როცა სცენაზე უნდა ავიდე. ღმერთო როგორ ვნერვიულობ! იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. გვერდით კეიტი მიდგას, რომელიც ცდილობს გამამხნევოს, მაგრამ თვითონ ისეთი შეშინებული გამომეტყველება აქვს, რომ მგონი ჩემზე მეტად ნერვიულობს. მარჯვენა ხელით თავის სწორ, კუპრივით შავ თმას აწვალებს, მეორეში კი ჩემი ხელი უჭირავს და რაც ძალი და ღონე აქვს მიჭერს. შოკოლადისფერ მოციმციმე თვალებს კი ნერვიულად აცეცებს. ხან მე შემომხედავს ხან სხვა მონაწილეს.

- ჰარი სტაილსი მოემზადოს! -გვესმის წამყვანის ხმა. სწრაფად ვდგებით ფეხზე, ერთმანეთს შეშინებული თვალებით ვუყურებთ და იმ უცნობს ნელი ნაბიჯით მივყვებით.

ადგილამდე რომ მივდივართ, კეიტი ისეთი სახით მიყურებს, თითქოს მეუბნება: ყველაფერი კარგად იქნებაო. მეც ვუღიმი, მაგრამ საშინლად ვნერვიულობ. ნაზად ვაცილებ ჩემს ხელს მის წვრილ და გრძელ თითებს და სცენაზე გავდივარ.

ბევრი ხალხია, ძალაინ ბევრი.

- დაიწყეთ, გთხოვთ! -მიღიმის ჟიურის ერთ-ერთი წევრი და მეც ვიღიმი და თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ.

მუსიკა იწყება, ღრმად ვსუნთქავ და ... სიტყვას ვერ ვამბობ ... რა მემართება ... სახე მეცვლება, ამაოდ ვცდილობ ხმა ამოვღო და ხელებს ყელზე ვიბჯენ. სუნთქვა მიჭირს. მაყურებლები იცინიან, ჟიურიც იცინის, მე .. მე ..

- ჰარი ადექი სკოლაში დაგაგვიანდება! -დედაჩემის ხმა მაფხიზლებს. საწოლში ვიღვიძებ და წამოდგომას ვცდილობ. სწრაფად ვუნთქავ და თვალებს ვიფშვნეტ.

- სიზმარი ყოფილა! -ვამბობ ჩემთვის და საწოლზე მოწყვეტით ვეცემი.

ვცდილობ დავწყნარდე, მაგრამ ამ სიზმარზე ფიქრს ვერ ვწყვეტავ. უკვე სამი დღეა რაც ამ სიზმარს ვედავ, ცოტა მეშინია. თვალებს ვხუჭავ და ვამბობ:

- ეს მხოლოდ სიზმარია ჰარი, დაწყნარდი.-შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქავ და ლოგინიდან ვდგები.

What makes you beautiful/რა გალამაზებს? (დასრულებული)Where stories live. Discover now