What makes you beautiful/რა გ...

By NiniStarStories

6.4K 358 98

კეიტი ბლექის და მისი საუკეთესო მეგობრის ცხოვრევა იცვლება.. ამას არავინ მოელოდა.. 16 წლის თინეიჯერი მეგობრების... More

თავი პირველი.
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი (ფინალი)

მეორე თავი

664 34 4
By NiniStarStories

 * ჰარის POV *

აი ის დღე, როცა სცენაზე უნდა ავიდე. ღმერთო როგორ ვნერვიულობ! იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. გვერდით კეიტი მიდგას, რომელიც ცდილობს გამამხნევოს, მაგრამ თვითონ ისეთი შეშინებული გამომეტყველება აქვს, რომ მგონი ჩემზე მეტად ნერვიულობს. მარჯვენა ხელით თავის სწორ, კუპრივით შავ თმას აწვალებს, მეორეში კი ჩემი ხელი უჭირავს და რაც ძალი და ღონე აქვს მიჭერს. შოკოლადისფერ მოციმციმე თვალებს კი ნერვიულად აცეცებს. ხან მე შემომხედავს ხან სხვა მონაწილეს.

- ჰარი სტაილსი მოემზადოს! -გვესმის წამყვანის ხმა. სწრაფად ვდგებით ფეხზე, ერთმანეთს შეშინებული თვალებით ვუყურებთ და იმ უცნობს ნელი ნაბიჯით მივყვებით.

ადგილამდე რომ მივდივართ, კეიტი ისეთი სახით მიყურებს, თითქოს მეუბნება: ყველაფერი კარგად იქნებაო. მეც ვუღიმი, მაგრამ საშინლად ვნერვიულობ. ნაზად ვაცილებ ჩემს ხელს მის წვრილ და გრძელ თითებს და სცენაზე გავდივარ.

ბევრი ხალხია, ძალაინ ბევრი.

- დაიწყეთ, გთხოვთ! -მიღიმის ჟიურის ერთ-ერთი წევრი და მეც ვიღიმი და თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ.

მუსიკა იწყება, ღრმად ვსუნთქავ და ... სიტყვას ვერ ვამბობ ... რა მემართება ... სახე მეცვლება, ამაოდ ვცდილობ ხმა ამოვღო და ხელებს ყელზე ვიბჯენ. სუნთქვა მიჭირს. მაყურებლები იცინიან, ჟიურიც იცინის, მე .. მე ..

- ჰარი ადექი სკოლაში დაგაგვიანდება! -დედაჩემის ხმა მაფხიზლებს. საწოლში ვიღვიძებ და წამოდგომას ვცდილობ. სწრაფად ვუნთქავ და თვალებს ვიფშვნეტ.

- სიზმარი ყოფილა! -ვამბობ ჩემთვის და საწოლზე მოწყვეტით ვეცემი.

ვცდილობ დავწყნარდე, მაგრამ ამ სიზმარზე ფიქრს ვერ ვწყვეტავ. უკვე სამი დღეა რაც ამ სიზმარს ვედავ, ცოტა მეშინია. თვალებს ვხუჭავ და ვამბობ:

- ეს მხოლოდ სიზმარია ჰარი, დაწყნარდი.-შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქავ და ლოგინიდან ვდგები.

* კეიტის POV *

ტკბილ და უშფოთველ ძილს, მაღვიძალარ მკვლელი ხმა მირღვევს და მეც მაშინვე ვდგები. თმები აბურდული მაქვს.

- რა დაივარცხნის ახლა ...- ვფიქრობ და საკუთარ თავს ვეჯღანები სარკეში.

შემდეგ, ვიღებ ჩემს ფუმფულა, სალათისფერ ხალათს და აბაზანაში გიჟივით შევრბივარ. შხაპს ვიღებ და გამოვრბივარ. კარადასთნ მივდივარ და ვამბობ:

- მოდი ვნახოთ, დღეს ნეტა რა ჩავიცვა? -თითი ლოყასთან მიმაქვს და ისეთ პოზას ვიღებ, ვითომ ვფიქრობ.

ბოლოს ხელში ვიღებ ჩემს ცისფერ ტოპს რომელსაც ზედ"cool girl" აწერია შავად, დახეულ ლურჯ ჯინსს და შავ კეტებს. ჩემი არჩევანი მეთვითონაც მომწონს ამიტომ სულელივით ვიღიმი, სწრაფად ვიცვამ, ჩემს შავი ტყავის ჩანთას ვიღებ, შიგ ტელეფონსა და ყურსასმენებს ვტენი და ქვედა სართულზე ჩავდივარ.

ჯონი ანუ მამაჩემი ტელევიზორს უყურებს. მე მასთან მივრბივარ და შუბლზე ვკოცნი.

- ნახვამდის მამა! -ვამბობ და ხელს ვუქნევ.

- შეხვედრამდე მაიმუნო! -მამიკო მოფერებით მაიმუნს მეძახის, რაც ძალიან მომწონს.

ამაზე ვიღიმი, ის კი სიყვარულით სავსე, მწვანე თვალებით მიმზერს. ახლა სამზარეულოში შევრბივარ. იქ დედაჩემი ლუსია. მას ხელში ჩემთვის წინასწარ გამზადებული ლანჩის ყუთი უჭირავს.

მასთან მივდივარ და მაგრად ვეხუტები. ვგრძნობ, როგორ მისვამს თავის ნაზ ხელს თავზე და შუბლზე მკოცნის. მე ლოყაზე ვკოცნი, ლანჩს ვართმევ და ვემშვიდობები.

- იცოდე არ იცელქო, პატარა ქალბატონო! -სიცილით მომაძახა ლუსიმ. მე გადავიკისკისე.

- არ ინერვიულო დედიკოო! -ვეუბნები და სახლიდან გავდივარ.

მზიანი დღეა, ფირუზისფერი უღრუბლო ცაა. მას რომ ვუყურებ თავი ჩიტი მგონია და წარმოვიდგენ ხოლმე, როგორია როცა დაფრინავ. ეს ყველაფერი პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს.

აი, ჰარის სახლიც გამოჩნდა. თუ აქამდე ვერ მიხვდით, გეტყვით რომ ჰარი ან ედი სულ ერთია რას დავუძახებ, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ჩემთვის ძმასავითაა.

ერთმანეთი მაშინ გავიცანით როცა 5 წლისები ვიყავით. მახსოვს როგორ დამრჩა ჩემი საყვარელი სათამაში პარკის ერთერთ სკამზე. მან ეს შეამჩნია და სანამ თვალს მივეფარებოდით სათამაშო მომირბენინა.

მაშინ მადლობის ნიშნად ლოყაზე ვაკოცე, ის კი გაითლდა. ისეთი საყვარლები ვიყავით. მას შემდეგ დავმეგობრდით და ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ. უკვე 16 წლისები ვართ და ჩვენი მეგობრობა 11 წელია გრძელდება. ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს.

ახლა კი დღევანდელობას დავუბრუდეთ.

აი "სტაილსების სასახლეც" გამოჩნდა. სტაილსი ჰარის გვარია. ასე კი მე და მან იმიტომ დავარქვით, რომ ედის აზრით ასე უფრო მეფურად ჟღერს.

სახლის კარი იღება და იქიდან თმაგაბურძგნული ჰარი გამორბის. თეთრი მაისური და შავი შარვალი აცვია, ხელში ლურჯი ზურგჩანთა უჭირავს, ფეხზე კი თეთრი ადიდასები ჩაუცვამს. ჩემი სიმპატიური!

ჩემთან მორბის, მე კი ვიცინი. ღრმად სუნთქავს, ეტყობა ჩქარობდა. ამ სიჩქარში თავისი გრძელი და ხუჭუჭა, წაბლისფერი თმი, ს რომელიც მზეზე ოქროსფრად ბზინავს და რომელიც მე ასე ძალიან მომწონს, დავარცხნა დაავიწყდა.

ამას რომ ხვდება, ერთ ჩაიფრუტუნებს და ცდილობს თმა გაისწოროს. მე კიდევ ვიცინი და ჩანთიდან პატარა სავარცხელს ვიღებ, რომელც სულ თან მაქვს, რა იცი რა ხდება ?!

მასთან ახლო მივდივარ და თმას ვუსწორებ. ის კი იცინის, უფროსწორად უფრო იკრიჭება ვიდრე იცინის და ოყაზე ნაზად მკოცნის.

- მადლობა კეიტ! შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა? -მეუბნება და თავისის უსაყვარლესი მწვანე თვალებით მიყურებს.

- რა გეშველებოდა და .... მაინც მე გეყოლებოდი! -ვიცინი მე და ისიც მყვება.

შემდეგ ხელს მკიდბს და სკოლის ავტობუსისკენ თავქუდმოგლეჯილები მივრბივართ, რადგან არ გაგვასწროს. თან ვიცინით და ისე ავდივართ უზარმაზარ ყვითელ ავტობუსში, რომელიც სავსეა მოსწავლეებით.

ასვლის თანავე ჩემი თვალები სხვისას უსწორდება. ის კი თავისი ულამაზესი ცისფერი თვალებით მიმზერს და ეშმაკურად იცინის.

ჰაი!!!!😇 მაპატიეთ რომ დავაგვიანე მეორე თავი😁😁 იმედია მოგეწონებათ! მადლობა ყველას ვინც კითხულობს!!!😍😍 და ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში!! რადგან მკითხველის აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!😘 მოკლედ დააკომეთ და დაავოუთეთ ძალიან გთხოვთ!😊😊 წინასწარ მადლობა!
Love you all!!💙💙💙

Continue Reading

You'll Also Like

44.7K 2.5K 39
კლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით...
2.3M 119K 65
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...
8.9K 142 3
What will happen when Geronimo Stilton Enters The Kingdom Of Fantasy This Time..... Read More To Find Out What Happens In The Kingdom Of Fantasy...
1M 18.7K 43
What if Aaron Warner's sunshine daughter fell for Kenji Kishimoto's grumpy son? - This fanfic takes place almost 20 years after Believe me. Aaron and...