REVENGE - MinJoon

By Nabii-

28.3K 2.6K 1.1K

შენ ერთი გზა გაქვს, ჯიმინ. •MINJOON• - 14.07.20 - 23.10.20 More

1. შენი არასდროს გავხდები.
2. შენ ერთი გზა გაქვს, ჯიმინ.
3. მტანჯავ, მტკენ, ძალიან მტკენ.
4. რატომ, უბრალოდ რატომ.
5. დანებდი და სამყაროს დაგანახებ.
6. გული გაჰკივის რომ "არა".
7. სიმშვიდე და ჰარმონია.
8. სასიამოვნო გრძნობა.
9. სულიერი სიმშვიდე
10. შენი სურნელი, გამაგიჟებელია.
11. არაადამიანური გრძნობა.
12. მათრობელა, როგორც ალკოჰოლი.
13. თითქმის მიღებული
14. შემიყვარე, ჯიმინ.
15. ბოტანიკური ბაღი.
16. გამაღიზიანებელი.
17. თითქმის გარკვევა.
18. ვნებიანი კოცნა.
19. მინდა ვცადო.
20. უმშვენიერესი.
21. გრძნობა, სახელად ეჭვიანობა.
22. მიყვარხარ, სიკვდილამდე, ტკივილამდე.

23. მხოლოდ შენი ვარ.

953 72 58
By Nabii-

ჯიმინი დაქანცული მიიწევს გრძელ საქანელასთან. მძიმედ თავსდება ზედ, ნამჯუნი კი სკამზე წამომჯდარი, ღიმილიანი სახით ადევნებს თვალს მეუღლეს. ხელში ტაბლეტი დაეკავებინა, წესით საბუთებში არსებულ პატარა შეცდომას უნდა ასწორებდეს, მაგრამ
ჯიმინს თვალს ვერ აცილებს.

- ღმერთო ჩემო, თეჰიონ, ძალიან დამღლელი ხარ,- ბუზღუნებს ჯიმინი და თეჰიონს აკბირდება, რომელიც შეკრული წარბებით უმზერს,- როგორ უძლებ მას?

- უბრალოდ მიეჩვევი,- მხრებს იჩეჩს ჰოსოკი და ფეხზე დგება მასთან ერთად.

- მე სახლში შევალ, დავიძინებ, რაღაც დავიღალე,- აცხადებს კიმი და წინ მიიწევს.

ჯიმინი მხოლოდ თავს უქნევს, შემდეგ კი მზერა ნამჯუნზე გადააქვს, რომელიც ამჯერად მართლა საბუთებს ჩაჰყურებს და თან ყავას სვამს. ფეხზე დგება და ნელა უახლოვდება, უეცრად ართმევს პლანშეტს და გვერდით დებს. გაკვირვებულ ნამჯუნს კი ხელს აშლევინებს და კალთაში კომფორტულად უჯდება.

- დილიდან რაც გიყურებ, სულ ხელში გიჭირავს,- დამწუხრებული ამოთქვამს,- ასე არ მაწყობს.

- ღამით ყოველთვის შენს გვერდით ვარ,- ხელზე ჰკოცნის და ცერა თითით ეფერება.

- მე დღისითაც მჭირდები,- უკმაყოფილოდ პასუხობს და თავს მის მხარზე ასვენებს,- ასე თავს ძალიან მანატრებ ხოლმე.

- ასეთი წუწუნა როგორ გახდი?- კითხულობს და ხელს ომეგის წელზე აცურებს.- შემომხედე, პატარავ.

- უბრალოდ დავიღალე,- ბურდღუნებს ჯიმინი,- შენ თავით ხარ ჩასული საბუთებში, იცოდე აღარ გაგეკარები.

- სერიოზული მუქარაა,- ტუჩებზე პატარა კოცნას უტოვებს, მაგრამ არ ჰყოფნის. კიდევ, კიდევ და კიდევ განაგრძობს მსგავსს მანამ, სანამ არ იღლება.

- ჯუნ, ერთი იდეა მაქვს,- ჯიმინი საუბარს იწყებს, ალფა კი არც კი უსმენს. მხოლოდ მის მშვენიერ სახეს შეჰყურებს და განცვიფრებულია მისი სილამაზით,- მისმენ საერთოდ?

- გისმენ, რა თქმა უნდა. ყველაფერი იქნება ისე, როგორც შენ გსურს,- უღიმის, მაგრამ აღიარებს საკუთარ თავთან, რომ ვერაფერიც ვერ გაიგო.

* * *

- სიკვდილი მინდა,- ამოთქვამს გამწარებული, როდესაც ჯონგუკთან ერთად რიგში უწევს ჩადგომა ბილეთის გულისთვის.

- გინდა ერთად გადავხტეთ კლდიდან,- სთავაზობს უმცროსი, მაგრამ როდესაც საკუთარ ომეგას ხედავს ჯიმინთან ერთად როგორ მიირთმევს ბამბის ნაყინს - ჩერდება,- გადავიფიქრე, მარტო გადახტი თუ გინდა.

ბილეთს იღებს და უკან ბრუნდება, ნამჯუნიც მალევე ეწევა და ეშმაკის ბორბალზე ორ - ორად იკავებენ ადგილს.

- მართლა ეს არის ის, რაც გინდა?- ოხრავს ალფა და ხელს მის მხარზე ათავსებს, ჯიმინი კომფორტულად ეყრდნობა მკერდზე და ბამბის ნაყინს ალფასაც უნაწილებს.

- აშკარად არ მისმენდი მაშინ, როცა ამაზე ვსაუბრობდი,- ტუჩებს კუმავს.

- შენი სილამაზით ვტკბებოდი,- იღიმის საყვარლად,- ნუ გამინაწყენდები.

ჯიმინს არ შეუძლია გაუბრაზდეს ამ ღიმილის გამო. ნამჯუნმა დაიზეპირა, მსგავსად გაუღიმებს და ომეგაც დუმდება, ვეღარც უბრაზდება და ვერც მკაცრ სიტყვას ეუბნება.

- სახლში რომ წავალთ, რაღაც უნდა გითხრა,- ლოყაზე ჩქმეტს ქმარს და ეშმაკის ბორბლიდან გადმოდის.

სავახშმოდ პატარა რესტორანში მიდიან, იუნგი ღიმილიანი სახით მიირთმევს სასურველ კერძს, ნამჯუნი კი ვეღარ უძლებს ჯიმინის მსგავსს თვალებს და საკუთრი ხელით ცვლის მათ თეფშებს. მიუხედავად იმისა, რომ პაკმა თავიდანვე უარი თქვა ქათმის ხორცზე, ვეღარ გაუძლო ნამჯუნის მადიანად ჭამას, სამაგიეროდ, ყოველი ლუკმის მერე ქმარსაც უნაწილებდა.

მანქანაში ჯდომისას ლამის ჩაეძინა, საკუთარი თავი ძლივს გამოაფხიზლა. ალფის თითებს ჩაებღაუჭა და მანამ არ მოსცილდა, სანამ სახლამდე არ მივიდნენ. ხელში აყვანის ნება არ მისცა, ამიტომ საკუთარი ნებით შევიდა ეზოში. ჩუმად შეაბიჯა სახლში, ისე, თითქოს არავის გაღვიძება არ სურდა. სითბო მაშინვე მოხვდა სხეულზე. დაღლილი დაჯდა დივანზე, ხელი გვერდით დაატყაპუნა და  ნამჯუნი იხმო. შემდეგ კი თავი მის კალთაში ჩადო.

- მახსოვს, რაღაც უნდა გეთქვა, გამოკითხვას არც ვაპირებ, მაგრამ საყვარელო, ვეღარ ვითმენ უკვე,- ბუზღუნებს ალფა და თმებზე ფერებას განაგრძობს. ჯიმინი ოდნავ იღიმის. დიდი ხანია უკვე ამის თქმას გეგმავს, რაღაც ორიგინალური სურდა, მაგრამ უკვე აღარ აინტერესებს არანაირი სიურპრიზი, უბრალოდ ეტყვის, იცის რომ ალფა ამით ყველაზე ბედნიერი იქნება.

- დიდიხანს ვემზადებოდი ამისთვის,- თავს წევს და მასთან ახლოს მიხოხავს,- თითქმის იმ საშინელი წვეულებიდან მოყოლებული.

ნამჯუნს ცუდად ახსენდება ის დღე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ მოხდა. ჯიმინის ცხარე ცრემლები ტკივილს აყენებს, გულს უხლეჩს. ომეგა ამჩნევს როგორ ეცვლება სახე, ხელს ლოყაზე უსვამს და ისე იღიმის, როგორც მას უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამღვრეული თვალები უფრო მეტის საშუალებას არ აძლევს.

- გთხოვ, ნუღა მაწვალებ,- ოხრავს ალფა და მის ხელს ეჭიდება,- მითხარი, რა მოხდა?

გული ისე უცემს, სადაცაა ამოუვარდება, მაგრამ არ უნდა შეიმჩნიოს, რადგან არ სურს ომეგა ანერვიულოს.

- ვხედავდი როგორ უყურებდი ხოლმე ჰოსოკს, მაშინ როცა თავის პატარას ეფერებოდა და თავს კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობდი ამ ყველაფრის გამო.

- ხომ ვთქვით, რომ ამას დავივიწყებდით?- ხმაში წყენა ეპარება.

- მაგრამ მე არ შემიძლია,- ლოყაზე ჩამოგირებულ ცრემლს იშრობს,- არასდროს დამავიწყდება.

- ჯიმინ...

- ჯუნ, იმის თქმა მინდა, რომ ამიერიდან აღარ მოგიწევს იმის ყურება თუ სხვა როგორ ეფერება საკუთარ შვილს,- ამჯერად თავს აღარ იკავებს და ცრემლები ნიაღვარივუთ ჩამოსდის ლოყებზე,- მამა გახდები.

- ჯიმინ,- ჰაერში უწყდება სათქმელი, პირდ აღებს, მაგრამ ვერაფერს ამბობს, არ იცის რა უპასუხოს, დაბნეული აცეცებს თვალებს აქეთ - იქით,- ჯიმინ, სერიოზულად?

- კი, ჯუნ, რა თქმა უნდა,- ეხვევა დაბნეულს და კიდევ ერთხელ უმეორებს,- მამა გახდები.

- მე... არც კი მჯერა, ჯანდაბა, პატარავ,- ჯიმინის ტუჩებს აცხრება გაბედნიერებული, ომეგა გრძნობს პირში მარილის გემოს,- შენ ახლა ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე სამყაროში.

- ვგეგამვდი რამე განსხვავებულს, მაგრამ საბოლოოდ ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად ამბავი უფრო გაგიხარდებოდა, ვიდრე ის სულელური მორთულობები, რომელიც ტყუილი დროის კარგვაა,- ხელს ჰაერში აფრიალებს ალფის მკერდზე მიკრული,- ამიტომაც გადავწყვიტე ასე მეთქვა.

- შენი აზრით, ახლა რამეში დამეხმარებოდა ეგ მორთულობები?- თვალებში ხელს ისვამს მოწოლილი ცრემლების მოსაწმენდად,- არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ემოციები.

- ისედაც ვიცი რაც ხდება ახლა შენს გულში,- ტუჩებზე პატარა კოცნას უტოვებს ალფას,- არ არის საჭირო ამის გადმოცემა.

- მთელი დღეები შენი ვარ. ახლა შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი იტრიალო ჩემს მკლავებში კნუტივით,- ჯიმინს ამის მოსმენა კმაყოფილების ღიმილის ჰგვრის. ალფას აიძულებს საწოლში გადასვლას და მის მკლავებში ინაბება, დილამდე აგრძელებს სხვადასხვა თემებზე საუბარს. უკვე განიხილავს იმას თუ ბავშვის ოთახს როგორ მოაწყობს, როგორ წინდებს უყიდის. ალფამ ისიც კი აღიარა, რომ სამუშაოდან წამოსვლისას, მისთვის ტკბილეულობის მოსატანად მოლში გაიარა და სწორედ იქ დაინახა პატარა ბავშვის ფეხსაცმელები, გულმა ვეღარ გაუძლო და იყიდა კიდეც. ჯიმინმა ლოყაზე კოცნით დააჯილდოვა, მთელი ღამე ალფა მკერდზე ჰყავდა აკრული და ხელს წამით არ უშვებდა, ნამჯუნი კი ჯიმინისა და უკვე მისი პატარის გულისცემის მოსმენით იყო დაკავებული.

ფიქრობდა თუ რამდენად ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა ახლა და როგორ გაუმართლა, რომ იმ ღამეს ომეგას ხელი მოკიდა და წამოიყვანა.

ნამჯუნი მთვარეა, ჯიმინი კი მისი მზე.

~ ~ ~*~*~ ~ ~

ბონუსი!

ვიტირებ!

Continue Reading

You'll Also Like

244K 10.1K 25
"မောင် မဆိုးစမ်းနဲ့ကွယ်" "ကျုပ်ကိုမချုပ်ခြယ်နဲ့"
16.7K 1.1K 18
ფიკი შემქნილია მთლიანად ჩემი ფანტაზიით. ფოტოები არ მეკუთვნის მე. შეიძლება გაქვთ წაკითხული მსგავსი შინაარსის მაგრამ მე მაინც ვცადე ჩემი ვერსია.
1.1K 239 53
Silver and Quinn begin their journey back to the base and quickly find themselves diving into a world of politics within the city and a war ready to...
26.9K 1.7K 23
أينَ أمِير كُوريا الجَنوبية المَعرُوف برفضِ كُل أمِيرة مُؤهَلة لِلزواج مِنه يُشَاهد خَادمًا يَدخُل القَصر [ TRANSLATED ] COUPLE : YEONBIN TOP : CSB [...