ალისფერი სისხლი (დასრულებული)

By NanaTutberidze

20.5K 2K 3.2K

თავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
NEW!
16
17
18
!NEW!
19
20
21
22
23
24
NEW

25 (დასასრული)

884 90 270
By NanaTutberidze

ჯონგუკი მთელი ძალით მირბოდა მეფისკენ რათა ამბის ხსენება მოესწრო, იქით-აქეთ აცეცებდა თვალებს რათა არავის დაენახა მოულოდნელად რომ ადგილზე გაჩერდა და მის წინ მყოფ სილუეტს შეხედა.

- საით?

- საქმე მაქვს გაიწიე!

- ჯონ ჯონგუკ?!? ჩემს ღალატს როგორ ბედავ?

- ჯინ გამატარე საქმე მაქვს!!

- იცოდე შენც მათთან ერთად მოკვდები!

- წადი შენიც კიმ სოკჯინ! - იყვირა ხელი ჰკრა და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა მეფის ოთახისკენ სადაც იუნგი მის ვაჟთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

- შემიშვით! მნიშვნელოვანია! - იყვირა ჯონგუკმა და კარებზე ხელების დარტყმა დაიწყო ოთახიდან კი ბავშვის ტირილის მოესმა - ჰიონ!! შემომიშვი ჰიონ გთხოვ! - წამში გაიღო კარები იქ კი გაბრაზებულ იუნგის შეხვდა ჯონგუკი - საქმე მაქვს! ეს უნდა იცოდე!

- რახდება ჯონგუკ? ასე უტიფრად როგორ იქცევი?? - ბიჭი ოთახში შევარდა და კარები ჩაკეტა.

- ჰიონ დღეს ღამე...მაღალჩინოსნების ჯარი დაგესხმება თავს! გთხოვ ფრთხილად  იყავით.....მე...ვიცი დავაგვიანე ამის თქმა მაგრამ ჯინი..ჯინი სამივეს მოგკლავთ, ტახტისთვის.

- იუნგი - ფეხზე წამოდგა ელა.

- ეს ნაბიჭვარი! - იყვირა იუნგიმ და კარი გააღო - ელასთან დარჩი იცოდე მის ოთახში არავინ შეუშვა!

- კარგით მბრძანებელო - თავი დახარა ჯონგუკმა და კარები ჩაკეტა - ყველანაირად ვეცდები დაგიცვათ დედოფალო.

- ჩემი შვილი დაიცავი - მშვიდად თქვა ელამ და ეცადა ცრემლები შეეკავებინა.

წინასწარმეტყველება გაახსენდა როგორ უთხრა ქალმა მშობიარობამდე.

,,სასახლეში უბედურება დატრიალდება, უფლისწული დაიცავით ქალბატონო! ალისფერი სისხლი გიახლოვდებათ"

ელა ბავშვს უფრო ძლიერ მოეხვია და თვალები ერთამენთს დააჭირა.

ყველა მომზადებული იყო. იუნგიმ ჯარი მოამზადა, სრულიად შეიარაღებული იყო. არაფრის ეშინოდა თითქმის, გარდა ერთისა, ელასა და ჯინჰოს დაკარგვის.

- კარგად მომზადებულიხარ მინ იუნგი - სასახლის კარიბჭესთან იდგა ჯინი მის უკან კი საზოგადოება რომელიც იუნგის წინააღმდეგ იყო ამხედრებული, მაღალჩინოსნები რომელსაც მხოლოდ ფული და სხვისი იმპერიის განადგურება სურდათ, რათა მათი უფრო გაძლიერებულიყო.

- ყოჩაღ ჯინ - ჩაეღიმა იუნგის და ფეხზე წამოდგა, ხმალი ხელში მოიქცია და თვალი ააყოლა - ეს ტახტი გსურს არა? ტახტი რომელიც შენი არ არის!

- არა იუნგი ცდები ეს ტახტი ჩემი იყო მანამ სანამ შენ გამოჩნდებოდი ყველაფერი შენ გამო ხდება!

- და თქვენ?!  - ხმალი ხალხისკენ გაიშვირა რომელიც სიცოცხლეს წირავდნენ რამდენიმე თვის წინ მეფისთვის - თქვენ რატომ ხართ ჩემს წინააღმდეგ?

- მატყუარა, თვალთმაქცი მეფე რომელსაც შრამი აქვს არ გვჭირდება თანაც თქვენ არცისე ძლიერი მეფე ხართ როგორც გგონიათ!! - გამბედაობა მოიკრიბა ერთ-ერთმა და ყველაფერი მიახალა მეფეს. ბოლო სიტყვების გაგონებაზე კი სიმწრით ჩაიცინა იუნგიმ.

- არც ისე ძლიერი ვარ? - ღიმილით თქვა იუნგიმ - და რა მოხდება თუ ამ ბრძოლას მე მოვიგებ?? შემდეგ იცით რომ ყველა თქვენგანი მოკვდება - ღიმილით თქვა იუნგიმ - ამაზე თანახმა ხართ? - ჩაილაპარაკა ბიჭმა და ყველას გადახედა როგორც კი თანხმობა მიიღო მაშინვე ხმალი მოიშიშვლა და ბრძოლა გაჩაღდა.

ყველა ერთმანეთს ებრძოდა, ზოგიც მისიანს, ზოგი კი მტერს. აი ჯინი იუნგის წილი იყო მას უნდა მოეღო ძმისთვის ბოლო.

- შენი ბოლო დღეა რას იტყვი რამის თქმა ხომ არ გინდა? - ღიმილით თქვა იუნგიმ და ძმას ხმალი მიუშვირა.

- თავად რას იტყვი იუნგ? იქნებ შენს ცოლს გამოემშვიდობო? სამწუხაროდ კარგად ვერ დაიცვა ჯონგუკმა - ეს თქვა თუ არა დაინახა ელა რომელიც ტირილით მორბოდა ბავშვთან ერთად.

- იუნგ...- ეს ჩაილაპარაკა თუ არა მაშინვე ჯინმა ხმალი მიუშვირა მეფეს და მის ხელებში მოიქცია - იუნგი! არა არა!! ჯინ შეჩერდი გთხოვ!

- ელა აქ რა გინდა? - ჩუმად იკითხა იუნგიმ თუმცა ელამ მაინც გაიგონა.

- ჯონგ....ჯონგუკი ის მოკლეს.....მოკლეს იუნგ...

- შეწყვიტე მოდგმა!

- ჯინ შეწყვიტე ეს თამაში! მომკალი და ტახტიც დაისაკუთრე, ოღონდ ელას და ჯინჰოს შეეშვი..

- ოჰჰ გული ამიჩუყდა ძმაო როდის მერე ხარ ასეთი? - სიცილით თქვა ჯინმა.

- შენ ამაზე რა იცი ჰიონ? შენ ხომ ამის არაფერი გაგება!

- ბავშვი, ბავშვი გამომართვი სარა! - ჩუმად თქვა ელამ და ჯიმინის მეუღლეს ბავშვი მიაწოდა რომელიც მიყუჟულში იდგა და ჩუმად ტიროდა.

ელამ ერთ-ერთი მკვდარი მეომრის ხმალი მოიმარჯვა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა ჯინისკენ იუნგიმ ეს დაინახა და ეცადა ყურადღება გაეფანტა ჯინისთვის.

- როგორი ნაბიჭვარი ხარ ჯინ გგონია ეს ხალხი შენ დაგემორჩილება? არა ისინი არარაობები არიან ისევე როგორც შენ!!

- მოკეტე!!

- დედაშენის გზას გაჰყევი ნაბიჭვარო! - იყვირა და ის იყო ელას ხმალი მისთვის უნდა დაერტყა როცა გოგონა ადგილზე გაშეშდა. მწველი ტკივილი იგრძნო ზურგის არეში, საშინლად აეწვა სხეული, ხმალი ძირს დაუვარდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მეუღლეს უყურებდა სასოწარკვეთილი სახით და მალევე მისი სხეული მოწყდა. მისი პატარა სხეული მიწაზე დაეცა და ამოისუნთქა, ნელა არხევდა მის ლამაზ, სევდით სავსე თვალებს და მეუღლეს უყურებდა რომელიც შოკირებული იყო. მხოლოდ იუნგის და ჯინჰოს გადარჩენას ნატრობდა.

- ელა!! - ბოლო ხმაზე იყვირა და მისკენ წასვლა სცადა მაგრამ ჯინის ხმალმა დააკავა, საყვარელი ქალი სისხლისგან იცლებოდა, მთელი სხეული ეწვოდა იუნგის. გამწარებული მიუბრუნდა ძმას და ხმალი ერთი ხელის მოსმით წაართვა, ფეხი დარატყა და ძირს მოაქცია, მის ზემოდან მოექცა და მთელი ძალით დაარტყა - ნაბიჭვარო! გაგანადგურებ!! თითოეულ თქვენგანს მოვკლავ გესმის???!?? ყველას სათითაოდ!! ყველას სისხლისგან დაგცლით!! ელას გამო შე ნაბიჭვარო! - იყვირა და ხმალი ორივე ხელში მოიქცია, ჰაერში აქაჩა და მთელი ძალით ჩაარჭო ძმის სხეულს - სიკვდილს იმსახურებ! - კიდევ ერთხელ და კიდევ! მანამ სანამ საბოლოოდ არ შეწყვიტა მისმა გულმა ფეთქვა, სანამ ბოლო ამოსუნთქვა არ მოისმინა, სანამ მისი სული ამ სამყაროს არ მოწყდა.

როცა გული იჯერა იუნგი ძმას მოშორდა და განზე დადგა, ადგილზე გაშეშდა და გარშემო მიმოიხედა.

/მან გაიმარჯვა/

მისი ხალხი ცოცხალია...ყველა თუ არა ნახევარი მაინც.....მაგრამ ცოცხალია მისი შვილი და ცოლი??

გარშემო მიმოიხედა და ელა იქ აღარ იწვა, სისხლის ნაკვალევი კარგად ჩანდა. ნუთუ გაიტაცეს?? მისი პატარა სხეული?

ფეხზე უემოციოდ წამოდგა და სისხლის ნაკვალევს გაყვა იმ იმედით რომ მისი მეუღლე ფეხზე დამდგარი დახვდებოდა, კიდევ დაუძახებდა ,,იუნგ" კიდევ ჩაეხუტებოდა, აკოცებდა, შეიგრძნობდა მის სურნელს, ერთად ატარებდნენ სასახლის ეზოში მათ ვაჟს.

ნუთუ ეს იყო ყველაფერი?

ნუთუ ალისფერი სისხლით დედოფლის სხეული შეიღება??

ნუთუ ელამ შეღება სასახლე სისხლით?

იმსახურებდა კი სიკვდილს??

რატომ? მას არაფერი დაუშავებია...

გარდა იმისა რომ პრინცი შეუყვარდა..

/მას მინ იუნგი თავდავიწყებით შეუყვარდა..../

ბიჭი კარებთან გაჩერდა სადაც გოგონას სისხლმა მიიყვანა, ეშინოდა კარის გაღების რა დახვდებოდა იქ? ნუთუ ყველაფერი ასე მარტივად დასრულდებოდა? ასე დანებდებოდა  ელა?

ელა რომელსაც იუნგი იცნობს არასდროს ნებდება...

კარი შეაღო და დაინახა საწოლზე მწოლიარე მეუღლე, მისი თეთრი კაბა სისხლით შეღებილიყო, ხელები ერთმანეთზე დაედო და მისი გული ჯერ კიდევ ძგერდა.

- მბრძანებელო - თავი დახარა სარამ.

- ცოცხალია? - მხოლოდ ეს იკითხა იუნგიმ.

- ჯერ-ჯერობით - თქვა სარამ და ექიმს შეხედა რომელიც ელას გადარჩენას ცდილობდა.

- კარგი იქნება თუ გახვალთ - მშვიდად თქვა ექიმმა და მისი საქმე განაგრძო, ჯიმინმა ბიჭი გაყვანა გარეთ და იქვე დასვა.

- ჰიონ, გამაგრდი ის კარგად იქნება.

- აქ როგორ მოხვდა??

- ბავშვი მე მომიყვანა, ჯიმინმა დაინახა რომ დაჭრეს, ყურადღება გაფანტა და გოგონა ნელა შემოვიყვანეთ ოთახში. ელა ჩვენთვის მნიშვნელოვანია არდავუშვებთ რომ მოკვდეს....გამაგრდით ელას და ჯინჰოს გამო - თქვა სარამ და მძინარე ბავშვი მიიხუტა - ელა არასდროს დაგტოვებთ.

- მადლობა ჯიმინ - ჩუმად თქვა იუნგიმ და მის სისხლიან ხელებს შეხედა.

- ჯინჰო! გეყოფა სირბილი! - ხმამაღლა თქვა იუნგიმ და ბიჭიც მაშინვე მამასთან მივიდა მის კალთაში მოექცა და ღიმილით შეხედა - რა გინდა პატარა ონავარო??

- ჩემმა ძმამ თქვა რომ ეს ტახტი ჩემი გახდება მართალია? - სიცილით თქვა ჯინჰომ და მამის პასუხს დაელოდა. იუნგიმ პატარა ბავშვს ღიტინი დაიწყო და რბილი კოცნა დაუტოვა შუბლზე.

- მემკვიდრე შენ ხარ მაგრამ იცოდე ტახტის გამო შენი და ძმა არ უნდა მოკლა არასდროს გესმის?? ტახტზე მნიშვნელოვანი შენი და-ძმაა.

- რათქმაუნდა! მე მათ დავიცავ! - ხელები ჰაერში აღმართა 9 წლის ჯინჰომ და დედასთან გაიქცა რომელიც ახლახანს გამოვიდა სარასთან და ჯინთანნ ერთად სიცილით ბაღში - დედიკო!

- ჩემო პატარა! - ხელში აიყვანა ელამ ვაჟი და ლოყაზე აკოცა - ისევ ცელქობ არა?

- მე და მამიკო ვთამაშობდით - ღიმილით თქვა ჯინჰომ და ახლად მოსული მამის ხელებში გადაცოცდა.

- მართლა? - ჩაეღიმა დედოფალს და მეუღლეს აკოცა.

- ძალიან საყვარლები ხართ - ჩუმად თქვა სარამ და მის მეუღლეს მიეხუტა.

- თქვენც! - წამოიძახა ჯინჰომ ამაზე კი
ყველამ სიცილი დაიწყო.

სასახლეში მუდამ ალისფერი სისხლი იღვრებოდა, სწორედ ამიტომ არავის უყვარდა ალისფერი, მაგრამ მას შემდეგ რაც მტრები მოიშორეს, მას შემდეგ რაც ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს ელამ და იუნგი მათ შვილებთან ერთად ყველაფერი შეიცვალა.

იუნგიმ მოღალატეები სიკვდილით დასაჯა და მის ტახტს დაუბრუნდა. მეუღლეს რომელსაც პირობა მისცა რომ მხოლოდ ერთი ცოლი ეყოლებოდა აღასრულა!

მას მხოლოდ ერთი მეუღლე ჰყავს ლი ელა და სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი პატარა პრინცესა რომელსაც მამა სიგიჟემდე უყვარს.

~სწორედ მათ შემქნეს ბედნიერი ოჯახი, ალისფერი სისხლისგან~

*დ*ა*ს*ა*ს*რ*უ*ლ*ი*

-----------------------------------------------------------
ძალიან ბევრი ვიფიქრე  როგორ დამესრულებინა და არც მე და არც თქვენ გული რომ არ დაგწყვეტოდათ თავიდან ცოტა შიში შემოვიტანე შემდეგ კი ბედნიერი ოჯახი 😅♥️

მადლობას გიხდით იმისთვის რომ ამ ფიკის კითხვა დაიწყეთ და ბოლომდე მომყევით მადლობა 3.82K ნახვისთვის ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! 🥰

მადლობა რომ აქამდე მომყევით ახლა კი ცოტახნით დაგემშვიდობებით ამ ფიკით და ვიმედოვნებ რომ ერთ თვეზე  დიდხანს არ გაგრძელდება ჩემი შვებულება 😆 შემდეგ კი ახალი ფიკით თაგიბრუნდებით  🥰❤️

მიყვარხართ ყველა!

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ ფიკთან დაკავშირებით! 🦋

Continue Reading

You'll Also Like

12.8K 254 32
Diana Drewitt is done. She's finally snapped. All she really wants is for her life to be over, but why can't she have a little fun before she goes? W...
4.5K 151 11
Нэг хэсэгтэй бичвэрүүд Ихэвчлэн +18 зүйлс гарах тул насаа мэднэ үү!!
43.5K 4.1K 21
-Наанаа юугаа хийгээд байгаа юм? Үхэхий тэгтлээ хүсээ юу? -тэгж байна, үхмээр байна. Зүгээр эндээс яваад өг!
4.1K 394 8
"ჩვენ ყველას გვჭირდება ვინმე, ზოგჯერ." დედაშენი გადაწყვეტს ახალ პარტნიორთან გადავიდეს საცხოვრებლად, თან წაგიყვანოთ შენ და შენი უმცროსი ძმა. სწორედ მა...