16

616 70 63
                                    

- არეუმ! - ხელი დაავლო იუნგიმ არეუმს და გვერდით გაიყვანა.

- პრინცო? რას აკეთებთ??

- მოკეტე და წამოდი - კარგად რომ მოშორდნენ სახლს იუნგი არეუმის წინ დადგა - ელა სად არის?? როგორ არის?? რამე მოგიყვა?

- თქვა რომ თქვენზე გაბრაზებულია!

- ძალიან?

- კი - მხრები აიჩეჩა არეუმმა - არ გამიკვირდება მეფეს რომ თხოვოს სხვისი რჩეული გავხდებიო - გაეღიმა არეუმს.

- სერიოზულად? ასე ცუდადაა საქმე?

- ხომ იცი რომ ბუტიაა? რატომ უთხარი ასეთი რამ?

- არვიცოდი ასე თუ ეწყინებოდა - წარბები შეჭმუხნა იუნგიმ - კარგი ელას მე მივხედავ მაგრამ! შენზე და პრინცზე ჭორები დადის რა ხდება? მართლა პრინცის ოთახში იყავი?? - არეუმი ადგილზე გაიყინა, იცოდა რომ თუ იუნგის ეტყოდა დაეხმარებოდა მაგრამ არ უნდოდა ძმას ეს გაეგო. ორი ნაბიჯით უკან დაიხია და იუნგის ღიმილით შეხედა.

- არა იუნგ! განა მე შემიძლია პრინცი თეჰიონის ოთახში შესვლა??

- ანუ იყავი - მშვიდად თქვა იუნგიმ.

- რა? ახლახანს ვთქვი რომ არ....- ლაპარაკი გააწყვეტინა არეუმს იუნგიმ და ჩახვნეშით უთხრა.

- მე არ მითქვამს რომელ პრინცზე ვსაუბრობდი შენ კი მაშინვე თეჰიონი ახსენე....წინააღმდეგი არვარ მაგრამ მეფე გაბრაზდება როცა ამას გაიგებს.

- შეგიძლია დამეხმარო? გთხოვ ოპა - საწყალი სახით შეხედა არეუმმა იუნგის.

- ყველანაირად ვეცდები, მაგრამ კარგად იცი რომ მეფის გადაწყვეტილებას წინ ვერავინ აღუდგება - მშვიდად თქვა და როცა გოგონას იმედგაცრუებული სახე დაინახა ჩაიხვნეშა და ჩაეხუტა - ყველაფერს გავაკეთებ პატარავ რომ შენი სიყვარული გადავარჩინო!

- მადლობა! მადლობა იუნგი!

- სულელო - გაეცინა ბიჭს.

- რაიმე ახალი არის? - იკითხა დედოფალმა და ფინჯანი ჩაი დალია.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now