6

768 87 128
                                    

- ბებია - იუნგი დედადედოფლის ოთახში შევიდა ქალსაც მაშინვე სახე გაებადრა.

- ჩემო ბიჭო როგორ ხარ?

- კარგად ბებია, ძალიან მომენატრეთ - ქალი ბიჭს ჩაეხუტა და იქვე დაჯდა, იუნგიმაც როგორც ბავშვობაში იცოდა ბებიასთან მიირბინა და მუხლებში თავი ჩაუდო.

- რამდენი დრო გავიდა, მომენატრა ეს ყველაფერი როგორ გედო ჩემს მუხლებზე თავი, როგორ ლაპარაკობდი გაუთავებლად ათას რამეზე და როგორ გეძინებოდა ჩემს მუხლებში სანამ მე შენ ბზინავ თმაზე გეფერებოდი.

- მეც ბებია.....მიხარია რომ ისევ შემიძლია ასე ვიყო შენთან.

- კარგი იქნება მინი რომ აქ იყოს - ბიჭი დედის გახსენებაზე უბრალოდ წამოჯდა და ბებიას ხელები მოკიდა.

- დედოფალთან დაკავშირებით რამე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევიათ??

- რას გულისხმობ იუნგი?

- ბებია მე აქ გასართობად ან იმისთვის არ ჩამოვსულვარ რომ ეს სასახლე მომენატრა, ჩამოვედი რათა ჩემი ძმები და მამა დავიცვა!

- დედოფლისგან?

- ყველამ კარგად ვიცით დედოფალი რისთვის ბრძოლობს.

- იუნგი....

- რამე იცით??

- არა...სრულებით არაფერი.

- კარგით, გასაგებია.

- იუნგი იქნებ აქ დარჩე და საცოლე შეარჩიო?

- ჩემი საცოლე შერჩეულია ბებია - გაეღიმა ბიჭს - ძალიან ძალიან ლამაზი საცოლე მყავს.

- მართლა??

- დიახ, ასეა.

- დედოფალს უნდა რომ ელა ჯინის რჩეული გახდეს, თუმცა ელა უკვე ერთ-ერთმა პრინცმა დაიკავა.

- ვინ?

- ჯერ არ ვიცი, მეფეს არ სურს ვინმემ იცოდეს - ამაზე ბიჭს ჩაეღიმა და კედელს შეხედა.

- არეუმ? - კვლავ ნაცნობი ხმა!

- ჯანდაბა! - ჩაილაპარაკა არეუმმა და წასვლა სცადა როცა კვლავ დაიჭირეს.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя