25 (დასასრული)

869 89 269
                                    

ჯონგუკი მთელი ძალით მირბოდა მეფისკენ რათა ამბის ხსენება მოესწრო, იქით-აქეთ აცეცებდა თვალებს რათა არავის დაენახა მოულოდნელად რომ ადგილზე გაჩერდა და მის წინ მყოფ სილუეტს შეხედა.

- საით?

- საქმე მაქვს გაიწიე!

- ჯონ ჯონგუკ?!? ჩემს ღალატს როგორ ბედავ?

- ჯინ გამატარე საქმე მაქვს!!

- იცოდე შენც მათთან ერთად მოკვდები!

- წადი შენიც კიმ სოკჯინ! - იყვირა ხელი ჰკრა და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა მეფის ოთახისკენ სადაც იუნგი მის ვაჟთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

- შემიშვით! მნიშვნელოვანია! - იყვირა ჯონგუკმა და კარებზე ხელების დარტყმა დაიწყო ოთახიდან კი ბავშვის ტირილის მოესმა - ჰიონ!! შემომიშვი ჰიონ გთხოვ! - წამში გაიღო კარები იქ კი გაბრაზებულ იუნგის შეხვდა ჯონგუკი - საქმე მაქვს! ეს უნდა იცოდე!

- რახდება ჯონგუკ? ასე უტიფრად როგორ იქცევი?? - ბიჭი ოთახში შევარდა და კარები ჩაკეტა.

- ჰიონ დღეს ღამე...მაღალჩინოსნების ჯარი დაგესხმება თავს! გთხოვ ფრთხილად  იყავით.....მე...ვიცი დავაგვიანე ამის თქმა მაგრამ ჯინი..ჯინი სამივეს მოგკლავთ, ტახტისთვის.

- იუნგი - ფეხზე წამოდგა ელა.

- ეს ნაბიჭვარი! - იყვირა იუნგიმ და კარი გააღო - ელასთან დარჩი იცოდე მის ოთახში არავინ შეუშვა!

- კარგით მბრძანებელო - თავი დახარა ჯონგუკმა და კარები ჩაკეტა - ყველანაირად ვეცდები დაგიცვათ დედოფალო.

- ჩემი შვილი დაიცავი - მშვიდად თქვა ელამ და ეცადა ცრემლები შეეკავებინა.

წინასწარმეტყველება გაახსენდა როგორ უთხრა ქალმა მშობიარობამდე.

,,სასახლეში უბედურება დატრიალდება, უფლისწული დაიცავით ქალბატონო! ალისფერი სისხლი გიახლოვდებათ"

ელა ბავშვს უფრო ძლიერ მოეხვია და თვალები ერთამენთს დააჭირა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Onde as histórias ganham vida. Descobre agora