4

831 92 124
                                    

- უფლისწულის რჩეული გახდით?? - ცქმუტვა დაიწყო არეუმმა - რომელი უფლისწულის?

- დედადედოფალმა არ მითხრა პრინცის ვინაობა, არვიცი ვინ არის მაგრამ დამშვიდდი თეჰიონი ნამდვილად არ იქნება - გაეცინა ელას.

- იქნებ მეშვიდე პრინცმა აგირჩიათ??

- ნადიმზე მხოლოდ ექვსი პრინცი იყო - გაუკვირდა ელას - ალბათ რომელიმე მათგანი.

- ან იქნებ მეფის რჩეული გახდით და სწორედ მაგიტო არ გეუბნებიან?

- ნუ სულელობ არეუმ!

- გაგიმართლა, მალე გაიგებ ვინ იქნება შენი მომავალი ქმარი - ჩაისისინა ერთ-ერთმა პრინცესამ.

- სანამ თქვენც არ აგირჩევენ ვერაფერს გავიგებ - უპასუხა ელამ და მათ გვერდი აქცია - შურიანები - ამის თქმაზე არეუმმა ჩაიხითხითა.

უკვე ყველა პრინცი ერთად შეკრებილიყო სასახლის უდიდეს მაგიდასთან, გარშემო შემომსხდარიყვნენ და რაღაცეებს ჩურჩულებდნენ ზოგი კი გაკვირვებული აკვირდებოდა სუფრაზე მყოფი ახალ სახეს. ამის დანახვაზე კი ჯინს ეღიმებოდა.

- შენი აზრით ვინ არის? - ჩუმად კითხა თეჰიონმა ჯიმინს.

- იქნებ ჩვენი ახალი მწვრთნელია?

- მწვრთნელი? - კიდევ ერთხელ შეხედა თეჰიონმა იუნგის - არა! მისი აქედანვე მეშინია!

- სულელი ხარ! - თავში ჩაარტყა ჯიმინმა თეჰიონს.

- პაკ ჯიმინ! - ის იყო სამაგიერო უნდა გადაეხადა იუნგის სიცილი რომ მოესმათ, თეჰიონი ადგილზე გაჩერდა და იუნგის შეხედა, შემდეგ კი ახლად შემოსულ მეფეს.

- ჩემი ყველა უფლისწული აქ ყოფილა - ყველა ფეხზე წამოდგა და როგორც კი მეფე მოკალათდა სავარძელში პრინცებმა მას მიბაძეს.

- მამა, რისთვის შეგვკრიბე? - ჩაილაპარაკა ნამჯუნმა და იუნგის შეხედა.

- ოჰჰ, ალბათ ახალი სახე არ გეცნობათ - გაეცინა კაცს - მინ იუნგი ჩემი მეორე ცოლის შვილი - ყველას გადახედა კაცმა - 10 წლიდან ის ამ სასახლეში აღარ ცხოვრობს  ამიტომ არ გსმენიათ მასზე არაფერი. იმედი მაქვს ისე მოექცევით როგორც უფროსი ძმა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now