17

633 71 146
                                    

- კიმ თეჰიონ! - ბოლო ხმაზე იყვირა მეფემ და ბიჭი მუხლებზე დააგდეს - როგორ გაბედე?!?

- მამა...

- გაჩუმდი!! შენი პრინცესა შიშველი გააგდე თავად კი მონასთან დაიკავე საქმე???

- მონა? - გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა და ამჯერად მამას მკაცრი თვალები მიაპყრო - განა ყველა პრინცესა მონა არ იყო?? განა ყველა ძალით არ მოვათრიეთ აქ?!??

- კიმ თეჰიონ!!! - ბოლო ხმაზე იყვირა მეფემ - როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს?!!? სიკვდილი გინდა???

- მხოლოდ არეუმთან ბედნიერად ცხოვრება მინდა!!!! - იყვირა და ფეხზე წამოდგა მაგრამ როგორც კი ეს დაინახეს მუხლებში ჩაარტყეს და ისევ ძირს დააგდეს, შემდეგ კი მხარში ჩაარტყეს ძლიერად რის გამოც თეჰიონი მიწაზე დაეცა, ღრმად სუნთქავდა თან მეფეს ბრაზით უყურებდა.

- სიკვდილით არ მინდა დაგსაჯო კიმ თეჰიონ სწორედ ამიტომ გირჩევნია დამემორჩილო!! არეუმთან მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ იქნები! - ამაზე უბრალოდ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ფეხზე წამოდგა, შარვალი გაიწმინდა და მეფეს თვალებში შეხედა.

- მის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვარ! - ჩაილაპარაკა და იქაურობა დატოვა.

- არეუმი არ გინახავთ?? - აქეთ-იქით დარბოდა ელა და გოგონას გამწარებული ეძებდა მაგრამ ყველასგან უარს იღებდა, ვერსად იპოვა და უკვე ნერვიულობა დაიწყო როცა პრინცესების ხმა მოესმა.

- გაიგეთ?? თურმე არეუმი კიმ თეჰიონთან ყოფილა.

- რას ამბობ? ახლა რა ბედი ელის??

- დღეს მცველებმა ძალით წაათრიეს მგონი ჩამოხრჩობას უპირებენ.

- აბა რა ეგონა სულელს?? თეჰიონს დაისაკუთრებდა?? - თქვეს და სიცილი დაიწყეს, ამის გაგონებაზე ელა მასთან მივარდა და ხელი გაარტყა.

- როგორ ბედავთ მასზე ასე საუბარს?? რომელი ხართ მასზე ნაკლები?? მათხოვრები ხართ!! მონები!! სულელი მონები, ფულზე დახამებულები!! უსირცხვილოები!!

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now