2

965 97 215
                                    

უკვე ყველა სასახლის გვერდით უდიდეს ბაღს ათვალიერებდა, გოგონები ღიმილით აკვირდებოდნენ გარემოს ყველა ელას გარდა.

ელა სასახლეს უყურებდა, კვლავ ფიქრობდა რა დახვდებოდა იქ. იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიანი?

- ლამაზია არა? - გაიგონა დედადედოფლის ხმა - ეს სასახლე იდუმალებითაა სავსე, დიახ იქ ბევრი რამ გელით ძალიან გამიხარდება თუ იმ სასახლეში შენნაირი გოგო დაადგამს ფეხს.

- როგორც ჩანს ჩემით ძალიან მოიხიბლეთ ქალბატონო - ღიმილით ჩაილაპარაკა ელამ და მზერა სასახლეზე გადაიტანდა.

- დიახ ასეა, განა თქვენნაირი ლამაზი ქალბატონით ვინ არ მოიხიბლებოდა? საინტერესოა პრინცის მეუღლე გახდებით თუ მეფის, უბრალოდ ხარჭა თუ დედოფალი?? ეს დიდი ტიტულია.

- დიახ, ვიცი.

- ამისთვის მზად ხარ?? აქ ყველა შენს წინააღმდეგაა - გარემოს თვალი მოავლო ქალმა - ეს გოგონებიც ამ ტიტულისთვის იბრძვიან.

- დაე ვიბრძოლო და ბრძოლის ველზე გამარჯვებულის სტატუსი მივიღო - კმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა ელამ და დედოფალზე გადაიტანა ყურადღება რომელიც ახლახანს გამოვიდა ბაღში, უკან კი რამდენიმე გოგო ედგა, ალბათ ათამდე გოგონა.

- მოგესალმებით პრინცესებო, ეს გოგონები თქვენი დამხმარეები იქნებიან. შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ვინ გაგიწევთ ამ დროის მანძილზე მონის როლს - ღიმილით დაასრულა დედოფალმა და გოგონებს ადგილი გაუთავისუფლა.

ყველამ ვიღაც აირჩია, ზოგმა ტანსაცმლით აირჩია, ზოგმა გარეგნობით, ზოგმაც დგომის მანერით დიახ არ მოგესმათ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ მატერიალური ღირებულება იყო ძვირფასი და არა შინაგანი.

ელა უბრალოდ იდგა და ელოდებოდა როდის აირჩევდა ყველა თავის რჩეულ დამხმარეს ან უფრო მონას, სასაცილოა წინა დღეს ყველა მათგანი თავად არ იყვნენ მონები?

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now