15

694 76 47
                                    

იუნგი მამის ოთახს მიუახლოვდა და როცა თანხმობა მიიღო მაშინვე შიგნით შევიდა.

მეფე ლოგინიდან წამოდგა და დოქტორმა რომელიც მას სინჯავდა იუნგის და მეფეს თავი დაუხარა და გავიდა.

- მოდი იუნგი - ჩუმად თქვა მეფემ და კუთვნილი ადგილი დაიკავა.

- ექიმი რატომ იყო აქ მამა? რამე მოხდა?

- უბრალოდ, პატარა შემოწმება.

- ეს საწამლავს ეხება? - კაცს გაეღიმა და ბიჭს ანიშნა დამჯდარიყო.

- მართალია საწამლავის მიღება შევწყვიტე მაგრამ ძალიან გვიან იუნგი,  ჩემს ორგანიზმს მოედო ეს შხამი. სწრაფად არა მაგრამ ნელ-ნელა მანადგურებს.

- თქვენ შეგიძლიათ დედოფალი დასაჯოთ ამ ყველაფრის გამო! - ბრაზით თქვა იუნგიმ.

- ჩემო ბიჭო - გაეღიმა მეფეს - სიყვარულზე რამე გსმენია? ამ წმინდა გრძნობაზე იცი იმდენი რამ რაც საჭიროა??

- მე....მე მყავს საყვარელი ადამიანი მამა, მყავს ის ვინც მიყვარს.

- კი გყავს, მაგრამ იმდონემდე გიყვარს რომ მის გამო სიცოცხლეს გასწირავ? - ბიჭმა ხმა არ ამოიღო მხოლოდ დაელოდა მეფე რას ეტყოდა - დედოფალი ნადიმზე გავიცანი ის ჩემს სასახლეში შემოვარდა, მონა იყო ჭუჭყიანი ტანსაცმლით მაგრამ მისმა ვარდის სურნელმა მიმიზიდა რომელიც თმაზე დაემაგრებინა, ნადიმზე ის ჩემი რჩეული გახდა.....

- მაგრამ თქვენ თქვით რომ....

- დიახ, ვიცი რასაც მეტყვი. ოჯახიდან მხოლოდ ერთი ქალიშვილი მოჰყავდათ ნადიმზე, დედოფალსა და დედაშენს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, სწორედ ამიტომ ეცადა ყველანაირად დედოფალი მინის მოშორებას....

- თქვენი რჩეული დედაჩემი იყო.

- დღემდე ასეა, ის ჩემი რჩეულია! სწორედ ამიტომაც წავედი დათმობაზე ვიცი რა არის სიყვარული და რას ნიშნავს როცა შენს რჩეულთან ვერ ხვდები....მე მეფე ვიყავი, ახალგაზრდა გამოუცდელი მეფე მინი რომელიც ჩემი რჩეული გახლდათ ნადიმზე ის დედოფალმა ჩაანაცვლა განა იმიტომ რომ დედოფალი შემიყვარდა არამედ იმიტომ რომ დედაშენის სიცოცხლე დამეცვა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now