23

600 70 215
                                    

- უკვე ჩემი კანონიერი მეუღლე ხარ ლი ელა, ჩემი და სამყაროს დედოფალი! - ღიმილით ჩაილაპარაკა იუნგიმ და გოგონას შუბლზე ნაზი კოცნა დაუტოვა.

- ძალიან მიხარია იუნგ...- ჩაილაპარაკა და მეუღლეს ჩაეხუტა, მის მკერდზე თავი დადო და თვალები მოხუჭა.

გოგონას ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა სურდა, გული საშინლად უცემდა, უცნაურად ბედნიერი და აღელვებული იყო მაგრამ მაინც არ ჩქარობდა ხმის ამოღებას.

- ძვირფასო ყველაფერი რიგზეა? - მეფემ გოგონას ხელი უშვა და მის წინ დადგა - სახეზე ფერი არ გადევს.

- იუნგ მე მინდოდა რაღაც მეთქვა შენთვის - გოგონას ღიმილი ყურებამდე აუვიდა, იუნგისაც ამის დანახვაზე.

- გისმენ.

- მე - ის იყო ყველაფერი უნდა ეთქვა გოგონამ გონება რომ დაკარგა, იუნგიმ წამში მოასწრო მისი დაჭერა და ნერვიულად დაუწყო სახეზე ხელების მოსმა.

- ელა??? ლი ელა! ექიმს დაუძახეთ!

- რახდება? - გოგონამ თვალები გაახილა და გარშემო მიმოიხედა, ნამდვილად იცნო იუნგის ოთახი და მის გვერდით მჯდარი შეშინებული მეფე.

- ელა კარგად ხარ??

- უკვე კარგად იუნგ.

- რატომ არ კითხულობ რა მოგივიდა?

- რადგან ვიცი - ნაზად ჩაეღიმა გოგოს - მაპატიე სწორედ ამის თქმა მინდოდა.

- ელა მაშინებ! ექიმმა თქვა რომ გადაღლილი ხარ და ეს....- საუბარი ელას წამოძახილმა გააწყვეტინა ,,ფეხმძიმედ ვარ" - ხო გავიგე რომ ფეხმძიმედ ხარ მაგრამ ასე არ უნდა გადაიტ.....- იუნგი შუა საუბარში გაჩუმდა და გოგონას შეხედა - მაცადე, რად ხარ?

- ფეხმძიმედ! - გაიმეორა ელამ.

- ფეხმძიმედ ანუ შენ ახლა ორი ხარ?? და ჩემი შვილი გყავს მუცელში?? ჩემი პატარა? - ფეხზე წამოხტა იუნგი და გოგონას კოცნა დაუწყო - ჩემი შვილი??? სერიოზულად???? ბიჭია თუ გოგო? რამდენი თვის ხარ??? ყველაფერი რიგზეა? ბავშვი ჯანმრთელია??? გული რატომ წაგივიდა? - ამაზე ელამ სიცილი ატეხა და ქმარს შეხედა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now