ალისფერი სისხლი (დასრულებული)

By NanaTutberidze

20.5K 2K 3.2K

თავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი... More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
NEW!
17
18
!NEW!
19
20
21
22
23
24
25 (დასასრული)
NEW

16

627 70 63
By NanaTutberidze

- არეუმ! - ხელი დაავლო იუნგიმ არეუმს და გვერდით გაიყვანა.

- პრინცო? რას აკეთებთ??

- მოკეტე და წამოდი - კარგად რომ მოშორდნენ სახლს იუნგი არეუმის წინ დადგა - ელა სად არის?? როგორ არის?? რამე მოგიყვა?

- თქვა რომ თქვენზე გაბრაზებულია!

- ძალიან?

- კი - მხრები აიჩეჩა არეუმმა - არ გამიკვირდება მეფეს რომ თხოვოს სხვისი რჩეული გავხდებიო - გაეღიმა არეუმს.

- სერიოზულად? ასე ცუდადაა საქმე?

- ხომ იცი რომ ბუტიაა? რატომ უთხარი ასეთი რამ?

- არვიცოდი ასე თუ ეწყინებოდა - წარბები შეჭმუხნა იუნგიმ - კარგი ელას მე მივხედავ მაგრამ! შენზე და პრინცზე ჭორები დადის რა ხდება? მართლა პრინცის ოთახში იყავი?? - არეუმი ადგილზე გაიყინა, იცოდა რომ თუ იუნგის ეტყოდა დაეხმარებოდა მაგრამ არ უნდოდა ძმას ეს გაეგო. ორი ნაბიჯით უკან დაიხია და იუნგის ღიმილით შეხედა.

- არა იუნგ! განა მე შემიძლია პრინცი თეჰიონის ოთახში შესვლა??

- ანუ იყავი - მშვიდად თქვა იუნგიმ.

- რა? ახლახანს ვთქვი რომ არ....- ლაპარაკი გააწყვეტინა არეუმს იუნგიმ და ჩახვნეშით უთხრა.

- მე არ მითქვამს რომელ პრინცზე ვსაუბრობდი შენ კი მაშინვე თეჰიონი ახსენე....წინააღმდეგი არვარ მაგრამ მეფე გაბრაზდება როცა ამას გაიგებს.

- შეგიძლია დამეხმარო? გთხოვ ოპა - საწყალი სახით შეხედა არეუმმა იუნგის.

- ყველანაირად ვეცდები, მაგრამ კარგად იცი რომ მეფის გადაწყვეტილებას წინ ვერავინ აღუდგება - მშვიდად თქვა და როცა გოგონას იმედგაცრუებული სახე დაინახა ჩაიხვნეშა და ჩაეხუტა - ყველაფერს გავაკეთებ პატარავ რომ შენი სიყვარული გადავარჩინო!

- მადლობა! მადლობა იუნგი!

- სულელო - გაეცინა ბიჭს.

- რაიმე ახალი არის? - იკითხა დედოფალმა და ფინჯანი ჩაი დალია.

- მბრძანებელი მთელი დღეა მისი ოთახიდან არ გამოსულა, მრჩევლებთან ერთად იმყოფება და არავის უშვებენ. ვფიქრობ, მეფე ყოყმანობს ტახტზე...

- რაა?? - მაგიდაზე ხელი დაარტყა დედოფალმა - მას მხოლოდ ერთი მემკვიდრე! ერთი ნამდვილი პრინცი კიმ სოკჯინი ჰყავს!!

- მაგრამ მინ იუნგი ისევ აქ იმყოფება, ასევე თეჰიონიც განხილვის პროცესშია.

- ის სულელი? - იყვირა დედოფალმა - რა სისულელეა!!! თეჰიონი როგორ მართავს ამხელა იმპერიას??!?

- პრინცი თეჰიონი სრულიად შეცვლილია... ქალბატონო.

- მაშ დროა მეფეს მისი ერთ-ერთი მემკვიდრის შესახებ სიმართლე შევატყობინოთ - ღიმილით ჩაილაპარაკა დედოფალმა და ფეხზე წამოდგა - საუკეთესო კაბა და სამკაულები  მომიტანეთ! დღეს ულამაზესად უნდა გამოვეწყო ჩემი მბრძანებლის თვის! - ჩაიღიმა და სარკეში მის ანარეკლს თვალი მოავლო.

- ელა - უკან აეკიდა გოგონას არეუმი - ყველაფერი რიგზეა? დღეს მთელი დღეა არ მელაპარაკები! რა გჭირს?

- უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ! თავი დამანებე! - იყვირა ელამ და ნაწყენი არეუმი ადგილზე გააშეშა, ელას ხომ არასდროს უყვირის მისთვის?!? - წადი გესმის!! არ მინდა შენი დანახვა!

- რამე დავაშავე?

- ახლა მესმის რატომაც არ უნდა იუნგის ჩემი ცოლად შერთვა! შენ ხარ მიზეზი არა?? იცი არეუმ გენდობოდი, მიყვარდი როგორც ჩემი უმცროსი და, ვცდილობდი შენზე მეზრუნა მაგრამ შენ როგორ იქცევი?

- რაზე საუბრობ? - ხმა გაუტყდა არეუმს - არაფერი გამიკეთებია! მეც როგორც და ისე მიყვარხარ! რეებს ამბობ ონი???

- ონი?? - ირონიულად ჩაიცინა ელამ - სწორედ ამიტომ ეხუტებოდი დღეს შენი ონის პრინცს??

- იცი რომ თეჰიონი მიყვარს! - ამჯერად არეუმმაც აუწია ხმა.

- თუ თეჰიონი გიყვარს რატომ ეხუტებოდი მინ იუნგის?!!? რატომ? - კვლავ იყვირა ელამ და როცა მომტირალი არეუმი დაინახა გაჩუმდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და იქაურობას მოშორდა.

არეუმი კი იქვე დაჯდა და ტირილი დაიწყო, უნდოდა სიმართლე ეთქვა ელასთვის მაგრამ იუნგის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა!

ელა ტყეში გაიქცა, იმ ადგილას სადაც რამდენიმე კვირის წინ იუნგისთან ერთად მივიდა, მაშინ როცა ცხენებით სეირნობდნენ.
იქვე დაჯდა და ტირილი დაიწყო, არუნდოდა არეუმისთვის ეწყენინებინა და გაბრაზებულ გულზე ყველაფერი უთხრა რასაც ფიქრობდა და რასაც საერთოდ არ ფიქრობდა, ბევრი ზედმეტი რამ უთხრა.

მთელი დღე იქ იჯდა და ფიქრობდა, მასზე და იუნგიზე, მომავალზე, რა ელოდათ მათ?

- ცივა - ნაცნობი ხმა მოესმა რომელიც მის გვერდით დაჯდა, წამებში ელას რაღაც მოაფარა და წინ გაიხედა.

- რატომ მოხვედი?

- შენს სანახავად!

- წადი.

- არეუმს ეჩხუბე არა? ყველაფერი არასწორად გაიგე.

- შენი მოსმენა არ მინდა!

- არეუმი ჩემი დაა - ეს რომ გაიგო ელამ სწრაფად გადაიტანა იუნგიზე მზერა.

- რაა?

- მასთან ჩემი ცხოვრების ნახევარი მაქვს გატარებული, მაშინ როდესაც სასახლიდან წავედი ძალიან პატარა ვიყავი. ერთ-ერთი გლეხების სახლში მიმიყვანეს, არცისე მდიდრები იყვნენ თუმცა თავი გაჰქონდათ. არეუმი იმ სახლში ერთადერთი ბავშვი იყო. თავიდან საერთო ენა ვერ გამოვნახეთ შემდეგ კი როცა მას ჩაგრავდნენ უფროსი ბიჭები მე ის დავიცავი მაშინ პირველად მიწოდა ,,ძმა" მისი წვრილი ხმით მითხრა ,,მადლობა ძამიკო რომ დამეხმარე"

*FLASHBACK*

გოგონა ძირს დაეგდოთ, ხელები და ფეხები სულ მთლად ჭუჭყიანი ჰქონდა, მასზე უფროსი ბიჭები კი ურტყამდნენ გოგონები კი ამ სანახაობით ტკბებოდნენ და დასცინოდნენ.

- ჰეი! - იყვირა იუნგიმ და მათთან მიირბინა - რას აკეთებთ??

- ვინ ჯანდაბა ხარ? - იყვირა ერთ-ერთმა - გაგვეცალე ვერ ხედავ ვერთობით!!

- შენ ამ წამს ჩემს...- ბიჭი გაჩუმდა და როცა აცრემლებული გოგონა დაინახა წარბები შეკრა და ბოლო ხმაზე იყვირა - შენ ჩემ დას ტკენ!

- და მერე რა?? გლეხო!! - აი ამ დროს კი ცხოვრებაში პირველად გამოიყენა იუნგიმ მისი სტატუსი, გვერდულად ჩაიცინა და ბიჭებს შეხედა.

- თქვენ ახლა გლეხს კიარა პრინცს ესაუბრებით!! პრინც მინ იუნგის! - იყვირა და ერთ-ერთი ძირს დააგდო - ის ჩემი დაა! ჩემიიი მინ იუნგის დაა!! მეორედ არ გაბედოთ და მას ხელიც კი არ დააკაროთ!! თორემ გეფიცებით მეორე დღეს თქვენს გვამს ყვავებს მიუგდებენ! - ეს რომ იყვირა ბიჭი სწრაფად წამოხტა, თავისი ნივთები აიღო და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა.

იუნგის სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოესახა, შემდეგ  გოგონას შეხედა რომელიც კვლავ შეშინებული იყურებოდა.

- რას მიყურებ? ადექი! როდემდე აპირებ მაგ სიბინძურეში წოლას? - მკაცრად თქვა იუნგიმ და როცა უკვე უნდა წასულიყო გოგონა სწრაფად წამოდგა და ბიჭს ჩაეხუტა, იყოყომანა იუნგიმ ხელი მოეხვია თუ არა და საბოლოოდ თავზე დაადო ხელები.

- მადლობა ძამიკო რომ დამეხმარე! ძალიან შემეშინდა - ტირილს უმატა გოგონამ.

- ჩშშ! მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები!

*Flashback END*

- ძალიან საყვარელი ისტორიაა! - ტირილით თქვა ელამ - მე კი რა აღარ ვიფიქრე! არეუმს საშინელი სიტყვები ვუთხარი!

- იეჭვიანე?? - ტუჩის კუთხე ჩატეხა იუნგიმ, მაგრამ ელასგან პასუხი ვერ მიიღო - კარგი ახლა კი მინდა ჩემზე გესაუბრო, მოგიყვე ყველაფერი და შემდეგ გითხრა თუ რას ვგრძნობ შენს მიმართ.

- საჭირო არ არის!

- არა, არის! მინდა იცოდე როგორ მიყვარხარ! იცოდე რომ შენ ერთადერთი ქალი ხარ! - მშვიდად თქვა ბიჭმა და ჩაიხვნეშა - ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა დედაჩემმა სასახლეში ფეხი შემოდგა, ის უბრალო მოახლე იყო. როცა მეფე პრინცი იყო მათ ურთიერთობა ჰქონდათ მიუხედავად იმისა რომ ეს იკრძალებოდა.

- როგორც არეუმს და თეჰიონს?

- ზუსტად! მეფეს დედაჩემი უყვარდა მაგრამ იძულებული გახდა დედოფალი შეერთო ცოლად,  დედაჩემი მისი ოჯახიდან წამოსული იყო სწორედ ამიტომ ეწოდებოდა ,,მონა" და ,,მოახლე".
ასე რომ დედოფალი, რომელიც დედაჩემის და არის მეფის პირველი ცოლი გახდა, დედაჩემი კი მეორე რადგან მანამდე ორსულად დარჩა ჩემზე. მეფის თავდაპირველი რჩეული მინი იყო, მაგრამ მასთან ყოფნის უფლებას არავინ აძლევდა. სწორედ ამიტომ გახდა დედოფალი მისი რჩეული, მეფეს დროდადრო დედოფალი შეუყვარდა და ახლა მასზეა მიჯაჭვულია და იცი რატომ? - ელამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია - მასში დედაჩემს ხედავს, ისინი დები არიან ძალიან ჰგვანან ერთამენთს.

- იუნგ...

- დედოფლის უაზრო ეჭვიანობას კი დედაჩემი შეეწირა, სწორედ ამიტომ არ მინდოდა ამ სასახლეში გაჩერება, აქ ცხოვრება, ეს ადგილი და ტახტი არ მჭირდება! მხოლოდ შენ მჭირდები, მაგრამ ეს ადგილი ორივესთვის სახიფათოა.

- მე...

- ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის რომ შენ ჩემს გვერდით ხარ! იცი დედაჩემის შემდეგ ასე არავინ შემყვარებია, პირველი ქალი ხარ ვის გამოც სიკვდილზეც კი თანახმა ვარ!! მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად და მე, პრინცი მინ იუნგი ვპირდები ლი ელას რომ მის გარდა არასდროს არავის არ შევიყვარებ! არასდროს მეყოლება სხვა ცოლი და მხოლოდ ერთი! ერთი კანონიერი ცოლი მეყოლება სახელად ელა - ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა - მიყვარხარ!

- იუნგ! - თვალები ჩაუცრემლიამდა გოგონას - მეც ძალიან მიყვარხარ! ძალიან! - თქვა და ბიჭს გადაეხვია - საუკეთესო ხარ!

უკვე დილა ყოფილიყო.
დედოფალი ლოგინიდან ადგა და მისი კაბის ღილების შეკვრა დაიწყო, მან მეფეს სასიამოვნო ღამე აჩუქა ახლა კი სარკის წინ დგას და ალმაცერად იღიმის.

- დედოფალო, როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები.

- მადლობთ მბრძანებელო! - დედოფალს გაახსენდა ის თუ რისთვის იყო აქ, სწორედ ახლა იყო შესაფერისი დრო! მეფისთვის ყველაფერში ჩასაშხამებლად! - მაგრამ მბრძანებელო თქვენთვის ერთი სამწუხარო ამბავი მაქვს  - ამის გაგონებაზე მეფემ მაშინვე წარბები შეჭმუხნა და ქალს დაჟინებული მზერა მიაპყრო.

- რა ხდება??

- ჭორები დადის პრინც თეჰიონზე...

DADDADADADA 😳 DEBILOBAA MARA DAIKIDET. SHEMDEG TAVSHI AN ME MOVKVDEBI AN TQVEN 🤣🤣

Continue Reading

You'll Also Like

12.8K 254 32
Diana Drewitt is done. She's finally snapped. All she really wants is for her life to be over, but why can't she have a little fun before she goes? W...
73K 6.9K 60
" The darkness closed in around him, like a shroud of silence. Veeranshu's eyes fluttered open, and he was met with an unfamiliar ceiling. Groggily...
43.5K 4.1K 21
-Наанаа юугаа хийгээд байгаа юм? Үхэхий тэгтлээ хүсээ юу? -тэгж байна, үхмээр байна. Зүгээр эндээс яваад өг!
Erica By Sam

Historical Fiction

2.9M 110K 60
They say her voice was once bewitching to all who heard it. She was like a siren luring sailors to their deaths on quiet nights... Those are just rum...