ალისფერი სისხლი (დასრულებული)

Von NanaTutberidze

20.5K 2K 3.2K

თავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი... Mehr

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
NEW!
16
17
18
!NEW!
19
20
21
22
23
24
25 (დასასრული)
NEW

15

709 76 47
Von NanaTutberidze

იუნგი მამის ოთახს მიუახლოვდა და როცა თანხმობა მიიღო მაშინვე შიგნით შევიდა.

მეფე ლოგინიდან წამოდგა და დოქტორმა რომელიც მას სინჯავდა იუნგის და მეფეს თავი დაუხარა და გავიდა.

- მოდი იუნგი - ჩუმად თქვა მეფემ და კუთვნილი ადგილი დაიკავა.

- ექიმი რატომ იყო აქ მამა? რამე მოხდა?

- უბრალოდ, პატარა შემოწმება.

- ეს საწამლავს ეხება? - კაცს გაეღიმა და ბიჭს ანიშნა დამჯდარიყო.

- მართალია საწამლავის მიღება შევწყვიტე მაგრამ ძალიან გვიან იუნგი,  ჩემს ორგანიზმს მოედო ეს შხამი. სწრაფად არა მაგრამ ნელ-ნელა მანადგურებს.

- თქვენ შეგიძლიათ დედოფალი დასაჯოთ ამ ყველაფრის გამო! - ბრაზით თქვა იუნგიმ.

- ჩემო ბიჭო - გაეღიმა მეფეს - სიყვარულზე რამე გსმენია? ამ წმინდა გრძნობაზე იცი იმდენი რამ რაც საჭიროა??

- მე....მე მყავს საყვარელი ადამიანი მამა, მყავს ის ვინც მიყვარს.

- კი გყავს, მაგრამ იმდონემდე გიყვარს რომ მის გამო სიცოცხლეს გასწირავ? - ბიჭმა ხმა არ ამოიღო მხოლოდ დაელოდა მეფე რას ეტყოდა - დედოფალი ნადიმზე გავიცანი ის ჩემს სასახლეში შემოვარდა, მონა იყო ჭუჭყიანი ტანსაცმლით მაგრამ მისმა ვარდის სურნელმა მიმიზიდა რომელიც თმაზე დაემაგრებინა, ნადიმზე ის ჩემი რჩეული გახდა.....

- მაგრამ თქვენ თქვით რომ....

- დიახ, ვიცი რასაც მეტყვი. ოჯახიდან მხოლოდ ერთი ქალიშვილი მოჰყავდათ ნადიმზე, დედოფალსა და დედაშენს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, სწორედ ამიტომ ეცადა ყველანაირად დედოფალი მინის მოშორებას....

- თქვენი რჩეული დედაჩემი იყო.

- დღემდე ასეა, ის ჩემი რჩეულია! სწორედ ამიტომაც წავედი დათმობაზე ვიცი რა არის სიყვარული და რას ნიშნავს როცა შენს რჩეულთან ვერ ხვდები....მე მეფე ვიყავი, ახალგაზრდა გამოუცდელი მეფე მინი რომელიც ჩემი რჩეული გახლდათ ნადიმზე ის დედოფალმა ჩაანაცვლა განა იმიტომ რომ დედოფალი შემიყვარდა არამედ იმიტომ რომ დედაშენის სიცოცხლე დამეცვა.

- მაგრამ ის...

- დედაშენი ვერ დავიცავი, ყველას ეშინია ჩემი რადგან მეფე ვარ მაგრამ მინს? არასდროს ქონია შიში! არასდროს!! მას ვუყვარდი ყველაფერზე მეტად ვუყვარდი ჩემს გამო სიკვდილზეც კი თანახმა იყო.

- თქვენ დედოფალი არ გიყვართ..

- ის ჩემი შვილის დედაა, ჩემი მეუღლე, კანონიერი ცოლი და რჩეული პრინცესა გახლდათ, როგორ შემიძლია სიკვდილით დავსაჯო? განა შენ მოკლავდი ელას? - ამაზე ბიჭმა ფიქრი დაიწყო რას გააკეთებდა?? - იფიქრე იუნგი მართლა გულწრფელად გიყვარს ეს გოგონა?

- რატომ გამოუშვით ელა ჩემთან?

- რადგან ვიცი რას ნიშნავს როდესაც შენი რჩეული სხვისი საკუთრება ხდება.

- მას შრამი აქვს.

- ის შენი შესაფერისია, განა შენი საიდუმლოც ეს არ არის??

- თქვენ იცით?

- ყველაფერი! მაგრამ როგორც აქამდე მალავდი ისევ ისე დამალე! ახლა მხოლოდ შენს უსაფრთხოებაზე არ უნდა იზრუნო ახლა ელაც უნდა დაიცვა!

- მადლობთ მამა....

ცოტაოდენი საუბრის შემდეგ იუნგიმ მეფის ოთახი დატოვა, ძალიან გაკვირვებული იყო.
მეფე ასე გულწრფელად არასდროს დალაპარაკებია, ვერც კი წარმოიდგენდა რომ მეფეს ამდენი რამ ეცოდინებოდა მასზე...ან თუნდაც ამდენი რამ რომ ჰქონდა გადატანილი.

მეფეს რჩეული წაართვეს, სწორედ ამიტომ გაუშვა ელა იუნგისთან.

ელა იუნგისთვის მნიშვნელოვანია, უყვარს. ნამდვილად უყვარს! ამაში ეჭვიც კი არ ეპარება.

მაგრამ თუ ოდესმე მის გამო სიკვდილი მოუწევს მოკვდება??

ან თუნდაც ოდესმე შეძლებს ელა სასიკვდილოდ გაიმეტოს? ეს ხომ სასახლეა?? ეს ხომ ის ადგილია სადაც უამრავი ბავშვის, დედის, მებრძოლის თუ ახალგაზრდა პრინცის სისხლი დაღვრილა.

ნუთუ შესაძლოა ელას სისხლმა შეღებოს ამ სასახლის კედლები?

- არეუმ! - მთელ ოთახში ელას ხმა ისმოდა.

- რა? რა ხდება?

- სად იყავი მთელი ღამე? - ხელები გადააჯვარედინა ელამ - გოგონებმა მითხრეს რომ აქ არ იყავი! - წარბები შეჭმუხნა გოგონამ და უმცროსისგან პასუხს დაელოდა.

- მე.....პრინცის..- არც კი დაასრულებინა ელამ არეუმს.

- რა თქვი?

- ქალბატონო! ჩუმად! - ხელი დაავლო არეუმმა გოგოს და გარეთ გაიყვანა, ორივე ფრიალა კაბებით დიდქვებზე დარბოდნენ. სწრაფად მიჰყავდა არეუმს ელა და საბოლოოდ გორაზე აიყვანა რომელიც სასახლეს გადაჰყურებდა.

- ჯ...ანნ.დაბა - ძვლივს ჩაილაპარაკა ელამ - მკლავ? სერიოზულად არეუმ??

- ქალბატონო გუშინ კიმ თეჰიონის ოთახში ვიყავი..

- რააა?? - ბოლო ხმაზე იყვირა ელამ - რას ნიშნავს? ნუთუ მისი რჩეული ხარ? არ არსებობს! ღმერთო ჩემო! ყველაფერი მომიყევი! - ამაზე არეუმს გაეცინა - მოყევი ჰე!

- დავსხდეთ - ორივე მათგანი კარგად მოკალათდნენ და ახლა ელამ თვალების ფახუროთ დაუწყო გოგოს მოსმენა, ყველაფერი მოუყვა რაც გუშინ მოხდა. როგორ გამოაგდო თეჰიონმა მისი რჩეული შიშველი გარეთ და როგორ მიიყვანა არეუმი.

- არ არსებობს! ვიცოდი! ვიცოდი!

- მაგრამ თუ ამაზე ვინმე გაიგებს დიდი პრობლემები შეგვექმნება!

- ვიცი - წყენით თქვა ელამ - არ გავქთ უფლება ერთად იყოთ ხომ ასეა?

- დიახ, სანამ მეფე წინააღმდეგია ვერაფერს გავხდებით..

- არეუმ! გინდა იუნგის გავესაუბრო?

- რას ნიშნავს გაესაუბროთ?

- იქნებ მეფეს დაელაპარაკოს?? და გადაწყვეტილება შეცვალოს...ვიცი მეფე დიდ პატივს სცემს  პრინცი იუნგის ნათქვამს.

- არვიცი..არმინდა რამე ცუდი შეემთხვას თეჰიონს ჩემს გამო, ჯერ მას ვეტყვი.

- კარგი.

ორივე გორაზე ისხდნენ და ყველაფერს აკვირდებოდნენ, სასახლე ისევ ისეთი იყო მაგრამ ამჯერად დაძაბული.

ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, ყველა ბედნიერია დედოფლის გარდა მას ხომ არ სურდა ეს ყველაფერი მომხდარიყო?

- როგორ შეეძლო ასე მოქცეულიყო! - ბოლო ხმაზე იყვირა დედოფალმა და ყველაფერი ძირს დაყარა - ელა ჯინის უნდა გამხდარიყო!

- დამშვიდდით დედოფალო.

- როგორ დავმშვიდდე? როგორ? ეს იუნგი! ეს იუნგი ყველაფერში ხელს მიშლის! ყველაფერში! სანამ წასული იყო ყველაფერი კარგად მიდიოდა!! ის ახლა ტახტის მემკვიდრე გახდა!! უჩუმრად ბრძოლობს ტახტის მისაღებად! ჯერ დედამისი! ახლა კი თვიტონ იუნგი! - ყვიროდა დედოფალი როცა მსახური შემოვიდა.

- პრინცი გეახლათ.

- შემოუშვით.

- დედა - ოთახში შემოვიდა ჯინი და დედოფალს თავი დაუხარა - მიხარია თქვენი ნახვა.

- მეც ჩემო ბიჭო - ლოყაზე ხელი აუსვა დედოფალმა ჯინს - დღითიდღე უფრო სიმპათიურდები, დაჯექი მომიყევი როგორი იყო შენს რჩეულთან ღამე?

- კარგი გოგოა, მორცხვი მაგრამ საყვარელი დღეს კიდევ მესტუმრება.

- ძალიან კარგი. მეფესთან ხომ არ ყოფილხარ?

- არა, დედა. დღეს მხოლოდ იუნგი იყო მასთან. ჭორები დადის რომ მისი ჯანმრთელობა უარესდება - ამაზე დედოფალმა ჩაიცინა და ბიჭს გამხნევება დაუწყო რომ მეფეს არაფერი დაემართებოდა.

- პრინცებმა ისაუბრეს მის რჩეულებზე?

- კი ყველამ გარდა იუნგისა და თეჰიონისა, ჭორები დადის რომ კიმ თეჰიონთან მისი მეწყვილე არ ყოფილა.

- რაა? - დედოფალმა მაშინვე თვალები ჭყიტა და ბიჭს უფრო ჩაუღრმავდა - განავრცე შვილო.

- თქვეს რომ გუშინ თეჰიონის რჩეული მთელი ღამე ოთახში იყო და ტიროდა, თქვა რომ თეჰიონმა ოთახიდან შიშველი გამოაგდო.

- მაშ ვინ იყო პრინცთან?

- არვიცი დედა - მშვიდად თქვა ჯინმა და ჩაი მოსვა.

- პრინცო მოხმობდით??

- ასე ნუ მესაუბრები - გაეცინა იუნგის და კარი დახურა, წამებში კი გოგონას ხელი დაავლო და მისკენ მიიზიდა - ძალიან! ძალიან მომენატრე! - შუბლზე აკოცა იუნგიმ ელას.

- მეც პრინცო.

- ლი ელა!! - იუნგის მკაცრ ფონზე გოგონას გაეცინა - დღემ როგორ ჩაიარა?

- შესანიშნავად! მე და არეუმი მთელი დღე ერთად ვიყავით, ძალიან გავერთეთ!! ბევრი რამ ვიყიდეთ და გავსინჯეთ მოკლედ ძალიან კარგი იყო, შენ რას საქმიანობდი?

- მეფემ რაღაცეები დამავალა, სწორედ ამას ვაკეთებდი.

- ძალიან, კარგი.  დღესაც შემიძლია შენთან დავრჩე?

- კი, რატომაც არა.

ორივე ლოგინზე ისხდნენ და ერთამენთს ეხუტებოდნენ თან სხვადასხვა რამეზე საუბრობდნენ. ზოგჯერ კი უბრალოდ ორივე ჩუმდებოდა და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ.

- კანონიერი ცოლ-ქმარი როდის გავხდებით? - მოულოდნელად იკითხა ელამ.

- ამაზე საუბარი ჯერ ადრე არ არის??

- მე შენი რჩეული ვარ უბრალოდ მაინტერესებს - მხრები აიჩეჩა ელამ.

- ასე მარტივად არ არის საქმე ელა, მე პრინცი ვარ რომელიც ტახტის მემკვიდრეა, თუ მეფე გავხდი მხოლოდ ერთი ცოლი ვერ მეყოლება.

- გინდა თქვა რომ უამრავ ქალთან უნდა იყო??? თანაც ისიც კი არ იცი კანონიერი ცოლი გავხდები თუ არა?? - ბრაზით იკითხა ელამ და ბიჭს მოშორდა.

- ელა!

- რა იუნგი რა?? მე შენი რჩეული ვარ! შენი აზრით შევეგუები იმ ფაქტს რომ სხვებთანაც იყო??

- მე პრინცი ვარ პრინცი! ეს ჩემი ცხოვრებაა!

- შენ შეგიძლია მხოლოდ ერთი ცოლი გყავდეს! მე!

- ასე მარტივი არ არის ელა! - იყვირა იუნგიმ

- მარტივი არ არის? - ჩაეცინა გოგონას - უბრალოდ არ გინდა შენი ცოლი გავხდე!

- ელა!

-  არ მინდა შენნაირ ადამიანთან ცხოვრება ვისაც არც კი უნდა მისი კანონიერი ცოლი გავხდე! - იყვირა ელამ და ფეხზე წამოდგა.

- სად მიდიხარ ლი ელა! - ხმას აუწია იუნგიმაც.

- იქ სადაც უამრავ ცოლიანი პრინცები არ არიან! - იყვირა და კარები დააბრახუნა.

Aii martla ar vici shemdegs rodis davdeb :(( radgan es bolo tavia romelic mewera, dzalian gadatvirtuli var da vecdeBI yvelanairad male davdo ♥️

Weiterlesen

Das wird dir gefallen

84.3K 10.7K 26
This is the sequel of RRR, so new readers please read it before starting this book. Agneya, the soon to be crown prince of Rakshatra, was bounded by...
10.3M 773K 88
Marriage had always been my dream but not to a man about whom I know nothing. The moment my father fixed an alliance of me to a Prince without even t...
62.6K 1.3K 13
all itzy ships + pics
Erica Von Sam

Historische Romane

2.9M 109K 60
They say her voice was once bewitching to all who heard it. She was like a siren luring sailors to their deaths on quiet nights... Those are just rum...