Look at me

By EverleeAva

23.7K 2K 3K

შეძლებს სეულის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი ერთად შექმნას ახალი, უკეთესი მომავალი? [დასრულებული] More

1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
რამდენიმე წუთი დამითმეთ❤️
New✨

20.(the end)

1K 88 136
By EverleeAva

-რა ჯანდაბას გულისხმობ, ჯიმინ?

-არაფერი ბიჭებო, მერე ისევ შეგახსენებთ. ნუ გავიწყდებათ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

-ზოგჯერ როგორ მიშლი ნერვებს, ჯუჯავ.

-თეჰიონ, შენც აქ ხარ და აქვე გეტყვი. ნამჯუნი და სოკჯინი დაქორწინებას აპირებენ ამ კვირაში. ხომ იცი რომ უნდა წამოხვიდე.

-რა თქმა უნდა, ამას არ გამოვტოვებ. ნამჯუნი ჩემთვის უფროსი ძმასავითაა.

-კარგი, მე წავალ. ბოდიში, რომ ხელი შეგიშალეთ.

-დროებით, ჯუჯავ.

ჯიმინს გამოსვლისთანავე კმაყოფილებისგან ჩაეღიმა.

"იუნგის უნდა დავურეკო."

-გისმენ, ჯიმინ, ახლა ცოტათი დაკავებული ვარ, ბევრი დრო არ მაქვს.

-ყოჩაღ იუნ, ვამაყობ ჩემი შეყვარებულით.

-რატომ? რა მოხდა?

-მართალი იყავი. ერთი კვირა გავიდა და უკვე ისევ ერთად არიან ვნებამორეული გვრიტები.

-აი, ხომ ვამბობდი. მინ იუნგი მსგავს საკითხებში არასდროს ცდება. -თავმომწონედ დასძინა იუნგიმ.

-ორივე აპირებს ქორწილში მოსვლას. მგონი ერთად მოვლენ.

-ძალიან კარგი. ახლა კი უნდა წავიდე. კაფეს უნდა მივხედო, თანაც შემდეგ ნამჯუნს უნდა გავყვე. საკმაოდ ბევრი საქმეა.

-დროებით, მიყვარხარ.

-მეც მიყვარხარ.

-აბა, რას ვაპირებთ, ძვირფასო? -ქერა უკნიდან მიუხლოვდა და ზურგიდან მოეხვია ბიჭს.

-ნამდვილად მივდივართ, მაგრამ საჩუქარიც უნდა ავურჩიოთ და ჩვენს ჩაცმულობაზეც უნდა ვიზრუნოთ.

-მაგას მარტივად მოვაგვარებთ. ნუ ინერვიულებ. რამდენიმე დღე ჯერ წინ გვაქვს, ხომ იცი.

-ვიცი, ახლა კი თუ შეიძლება გუშინდელი ღამის გაკვეთილი გადავიმეოროთ, სანამ წახვალ.

-დღეს დასვენების დღე მაქვს, პატარავ.

-მაშინ ბევრჯერ გავიმეოროთ.

-მართლა როგორ მოგნატრებია.

ჯონგუკმა კიმს ფეხები წელზე შემოაწყო და მოუსვენრად დაიწყო მის ბაგეებზე თავისი ტუჩების მოძრაობა. ქერამაც არ დააყოვნა და საძინებლისკენ გაეშურა.


ქორწილის დღეს ყველა დილიდან ჩქარობდა. დეტალების მოგვარებას იუნგი ხელმღვანელობდა ცერემონიის დაწყებამდე. ჯიმინი უბრალოდ აჯავრებდა და ხელს უშლიდა. სტუმრების სიაში ბევრი ადამიანი არ იყო. მხოლოდ მათთვის ღირებული და მნიშვნელოვანი ხალხი, ვისთანაც თავს ყოველთვის კარგად გრძნობდნენ. გარდა ამისა, ჯინის მშობლები და ძმაც ახალი დაბრუნებულები იყვნენ იაპონიიდან და ნამდვილად ხარობდნენ ბიჭის ბედნიერებით. მალე თითქმის ბოლომდე შეივსო დარბაზიც და ყველა ელოდებოდა ცერემონიას.

-წესით ნამჯუნს და სოკჯინს უნდა დაჰგვიანებოდათ, მაგრამ თეჰიონმა და ჯონგუკმა შეითავსეს ეს პოზიცია. — გადაუჩურჩულა იუნგიმ ჯიმინს.

-იუნ, არ დაგავიწყდეს, წყვილები რით არიან დაკავებულნი თუ ეს სურთ, არ აქვს მნიშვნელობა დროს. ალბათ ამიტომ აგვიანებენ.

იუნგიმ მკლავზე მსუბუქად უჩქმიტა:

-სულ მსგავსებისკენ რატომ გაგირბის გონება?

-უბრალოდ ასეთი ვარ.

მალე გამოჩნდა დაგვიანებული ორი სტუმარი. გუკს ხელკავი გამოედო კიმისთვის და ამაყად მოაბიჯებდა მის გვერდით.

-გამარჯობა, ბიჭებო. სად არის ის ორი მთავარი ადამიანი.

-მეგონა დაგაგვიანდებოდათ. ადგილზე არიან. მალე დაიწყება.

-ლოდინის მეტი რა დაგვრჩენია.

მალე კარში ჰოსოკიც გამოჩნდა და ბიჭების დანახვისთანავე მათთან მივიდა. გაუხარდა ჯონგუკის კვლავ დაბრუნება და დაწვრილებით გამოჰკითხა ამბები. შემდეგ კი მათ გასახალისებლად ნიანგის ცრემლების წმენდა დაიწყო ჯინის დანახვისას.

-ჩემი ძვირფასი მეგობარი, მალე ბუდიდან გამიფრინდება. — ვითომ და დიდი მწუხარებით აღმოხდა ჰოსოკს.

ცერემონია მალე დასრულდა. ამიერიდან ნამჯუნი და სოკჯინი უკვე კანონიერად ერთმანეთის მეუღლეები იყვნენ. მილოცვა და საჩუქრების გადაცემა არ წყდებოდა. შემდეგ კი, როდესაც უკვე მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ და გართობის ეტაპი დაიწყო, თეჰიონმა ცოტახნით მუსიკა გააჩერა, მიკროფონთან მივიდა და ყველას ყურადღება ითხოვა.

-უკაცრავად, რომ სიამოვნებას და დროის გატარებას გაწყვეტინებთ, მაგრამ მინდა, რაღაც ვთქვა.

სტუმრები შეჩერდნენ და მზერა თეჰიონს მიაპყრეს დაინტერესებულებმა.

თეჰიონმა კი თავდაჯერებულად განაგრძო:

-მე ერთი ჩვეულებრივი პიროვნება, კიმ თეჰიონი ვარ, რომელიც ჯერ ოცდაშვიდი წელია ამქვეყნად ცხოვრობს. ცხოვრებაში ბევრი რამ გამომივლია, ბევრჯერ დავნარცხებულვარ მიწაზე ძირს, ბევრჯერ გავმხდარვარ საკუთარი თავის როგორც დაღმასვლის, ისე აღმასვლის მოწმე. ვცდილობდი ყოველდღე რაღაც ახალი მეპოვა საკუთარ თავში, თუმცა ვგრძნობდი, რომ მაინც მაკლდა რაღაც და ეს რაღაც რომ სიყვარული იყო, გვიან გავაცნობიერე. გადიოდა წლები და კარგა ხანს ვერ ვამჩნევდი ცვლილებას. მაშინ, როდესაც 21 წლის ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, სახელად ჯონ ჯონგუკი. დღემდე მკვეთრადაა ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი, როცა ის პირველად დავინახე. ისიც კარგად მახსოვს, რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა თვალებმა და გამოკვეთილმა ყბის ძვალმა მოახდინა ჩემზე. თავიდან ვცდილობდი არ დავახლოებოდი, რადგან ასეთი იყო კიმ თეჰიონი. ყოველთვის გაურბოდა საზოგადოებას. მუდამ იკეტებოდა საკუთარ თავში და დამოუკიდებლად აგრძელებდა ყოველ დღეს. მაგრამ ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ეს ბიჭი ხდებოდა ჩემთვის ბედნიერების და ღიმილის გასაღები. ამ ბიჭს შეეძლო, ჩემთვის სამყარო სულ სხვა თვალით დაენახვებინა. შეეძლო ჩემთვის ეგრძნობინებინა, რომ მისთვის განსაკუთრებული ვიყავი. დროის გასვლასთან ერთად ვხდებოდი მასზე დამოკიდებული. მუდმივად მინდოდა, ჩემთან ყოფილიყო. სწორედ მისი წყალობით განვიცადე ეჭვიანობა, რაც მანამდე არასდროს არსებობდა ჩემში. მახსოვს, როცა მისგან სიტყვა 'მიყვარხარ' მოვისმინე, როგორ დაიწყო ჩემმა გულმა უფრო სწრაფად ძგერა. თუმცა ხდებოდა ისე, რომ ვერ ვპასუხობდი იმავე გრძნობით. თითქოს ბოლომდე მაინც ვერ ვერკვეოდი რა მსურდა, ან უბრალოდ მე მეგონა ასე, რომ არ ვიცოდი. და მაინც.. ეს ბიჭი არ ითხოვდა ჩემგან იმავეს პასუხს, ოღონდ სურდა, რომ მასთან ვყოფილიყავი. ჩემს გვერდით იყო, როცა მჭირდებოდა, ჩემს გვერდით იყო, როცა მიჭირდა. არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო მას, თუ არა ანგელოზი. თუმცა ცხოვრება ზოგჯერ სასტიკად გვეთამაშება. საპირისპიროდ შემომიბრუნა ყველაფერი და ზურგში დანა ჩამარტყა.

თეჰიონი ცოტახნით შეჩერდა, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. შემდეგ კი კვლავ განაგრძო:

-ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრი რამ მინანია, თუმცა არაფერი ისე, როგორც ჯონ ჯონგუკის უნდობლობა. მე ის დავამსხვრიე, ნაწილებად დავშალე, ბედნიერება წავართვი, რადგან არ ვენდე. ვერ დავაფასე მისი ჩემდამი გრძნობები. როგორი უმადური ვიყავი.. გული საშინლად ვატკინე. თუმცა გაბრაზებულ გულზე ხომ ადამიანს ყველაფრის წალეკვა ძალუძს. შემიპყრო ბრაზმა, უნდობლობამ.  უცხო ადამიანების ნათქვამმა ამიხვია თვალი. იცით, რა ვიგრძენი, როცა სიმართლე გავიგე? თითქოს ცეცხლში ვიწვოდი, ტკივილი შინაგად მჭამდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და უფსკრულში მითრევდა, საიდანაც თავის დაღწევას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. მერე გავაანალიზე, რომ ჩემივე დაუფიქრებელი ქმედებით დავკარგე, როცა სრულიად უდანაშაულო იყო. "მე ჩემი ანგელოზი დავკარგე." კარგა ხანს ვუმეორებდი ამ სიტყვებს საკუთარ თავს წლების განმავლობაში მას შემდეგ, რაც ის ჩემგან წავიდა. მე არაფერს ვიმჩნევდი არავისთან. საკუთარ თავში ვკლავდი ბევრ რამეს. წლების გასვლასთან ერთად საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ მალე დავივიწყებდი, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. საკითხავია, მსურდა კი მისი დავიწყება? მან ხომ რაღაც აღუწერელი განმაცდევინა. მიმახვედრა რისთვის ღირს ცხოვრება. როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, როგორ უნდა დავტკბე ყოველი დღით. როგორ უნდა ველოდო მომდევნო დღეს, რათა ისევ შევძლო რაიმე ახლის და კარგის გაკეთება. მე ეს ყველაფერი ჯონ ჯონგუკმა მასწავლა. ბოლოს თითქოს ვცდილობდი, ისევ მომეტყუებინა საკუთარი თავი, რომ მხოლოდ ჩემზე უნდა მეზრუნა, უკეთ შემეცნო პიროვნული მე და ამის მიღმა არაფერი მაღელვებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შევცდი. დიახ, მე ძალიან შევცდი, რაშიც ჯონგუკის კვლავ დაბრუნებამ და ისევ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენამ დამარწმუნა. ფეხებში ძალა გამომეცალა, როცა ისევ ვიხილე, როცა ისევ ჩემს პირისპირ იდგა. ექვსი წლის შემდეგ, მე მას ისევ შევხვდი, ისევ შევძელი თვალებში ჩამეხედა, ისე შევძელი მისი ხმა მომესმინა. მე ისევ განვიცადე ის უცნაური გრძნობა, აგრეთვე, მონატრება. მინდოდა იქვე მოვხვეოდი და მეთქვა, რომ საშინლად მენატრებოდა, თუმცა ჩემი წარსულში დაშვებული შეცდომები ამის საშუალებას არ მაძლევდა. თითქოს რაღაც საზღვრებში ვიყავი მოქცეული და თავის დაღწევა არ შემეძლო. ბევრჯერ და დიდხანს ვალოდინე ეს ბიჭი, რათა მეთქვა რეალურად რას ვგრძნობდი.

თეჰიონი მიკროფონთან ერთად სცენიდან ჩამოვიდა, ჯონგუკისკენ დაიძრა, რომელიც ამ დროს ფეხზე მდგარი, აცრემლებული თვალებით უსმენდა ქერას. მიუახლოვდა, მას ერთი ხელი ჩასჭიდა და კვლავ დაიწყო:

-ახლა კი აქ, ყველას წინაშე მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ, ჯონ ჯონგუკ! მთელი არსებით მიყვარხარ. სწორედ იმ დღეს მინდოდა ეს შენთვის მეთქვა, როცა ასე საშინლად მოგექეცი. შენ დამანახე, თუ ვინ ვიყავი მე, შენ დამანახე, თუ რა მსურდა. მიმახვედრე, რომ ამქვეყნად მთავარი სიყვარულია და იგი ნამდვილად მოიტანს ბედნიერებას ადამიანისთვის ადრე თუ გვიან. შენს გარეშე არაფერი ვარ, ძვირფასო. შენ არავინ გგავს მთელ სამყაროში. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მჭირდები. მინდა, ისევ იყო ჩემს გვერდით, ისევ გაგიზიარო დარდი თუ სიხარული. სიცოცხლის დარჩენილი წლები ერთად გავატაროთ და ისე ვიცხოვროთ, რომ სანანებელი აღარაფერი გაგვიხდეს. ვიცი, დავაგვიანე ჩემი გრძნობების აღიარება, ამიტომ რთულდებოდა ყველაფერი, თუმცა მინდა ამიერიდან დაგიმტკიცო ჩემი განცდები შენს მიმართ. ვერც კი აღვწერ, რამდენს ნიშნავ ჩემთვის და რამდენად მინდა რომ აღარასდროს წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი ყოველდღიურობა გაანათე, მინდა რომ მომავალშიც ამას აგრძელებდე. ყველაფრისთვის მადლობა, რაც აქამდე განმაცდევინე, ჩემო ძვირფასო. ახლა კი მინდა გკითხო, გახდები ჩემი ცხოვრების მეგზური?

თეჰიონმა ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ახლა მხოლოდ ჯონგუკს შესცქეროდა თვალებში პასუხის მომლოდინე.
გუკმა ცრემლები შეიმშრალა, თავი დაუქნია. შემდეგ კი უფლება მისცა ბეჭედი მისთვის გაეკეთებინა ქერას. თავი ჩახარა და საუბარი დაიწყო:

-ალბათ, სიტყვებით იმის გადმოცემა შეუძლებელი იქნება, რასაც ახლა ვგრძნობ. კიმ თეჰიონმა ჩემი სამყარო წარსულში თავდაყირა დააყენა და ამ წლების განმავლობაშიც არ შეცვლილა რაიმე. შენ ყოველთვის შეგეძლო ჩემს გულში არსებული სიცარიელის შევსება, ყველაფრის უკეთესობისკენ გარდაქმნა. უფროსი ადამიანის მსგავსად დარიგება და ყველაფრის გათვალისწინება. შენი თითოეული დეტალი მიყვარს, კიმ თეჰიონ! შენი მოწესრიგებულობა, თავდაჯერებულობა, პუნქტუალურობა, მზრუნველობა. ამიერიდან კი შენი გამოხატული სიყვარულიც მიყვარს. მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი. მიხარია, რომ ყველაფერს აზრი შესძინე და ჩემს სულიერ საყრდენად იქეცი. თავიდანვე შეგეძლო ჩემი გაგიჟება, კიმ. თავიდანვე მაოცებდი, მაკვირვებდი, მაინტერესებდი. მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ერთი დღის გაცნობილი მყავდი და შენზე ოდნავი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ვინ იყავი რეალურად. მაინც მოახერხე ჩემი ჩათრევა შენს სამყაროში, შენს ხედვებში ცხოვრების მიმართ. დამოკიდებული გამხადე ყოველი დღის შენთან ერთად გატარებაზე. ახლა კი, უბრალოდ მინდა, საბოლოოდ მერქვას შენი. სიყვარულზე მეტად მიყვარხარ, ქერათმიანო!

ერთმანეთს შუბლები მიაყრდნეს და ცრემლნარევი, თუმცა ბედნიერებით აღსავსე სახით ცდილობდნენ ბოლომდე შეეგრძნოთ ეს წამები.
ახალგაზრდა სტუმრები კი სიამოვნებით შესცქეროდნენ მათ და თითქოს მათაც საკუთარივით უხაროდათ წყვილის ბედნიერება.

ცხოვრება ერთი დიდი, გრძელი და ეკლიანი ბილიკია, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს. ხშირად გადააწყდება დაბრკოლებას, დაიმონებს აქა იქ ჩამალული საცდური. თუმცა იძულებულია გზა გააგრძელოს, რაღა მივიდეს მიზნამდე. მიიღოს სასურველი და თქვას, რომ ბედნიერებას ეზიარა. თქვას, რომ არ უცხოვრია დამყარებული სტანდარტებით და თვითონ შექმნა საკუთარი არსებობისთვის ახალი საზღვრები. არ არის მარტივი, იყო ადამიანი. მას ხომ სტკივა, განიცდის, შინაგანად იშლება, სული ეფლითება განსაცდელის ჟამს, თუმცა არსებობს გამოსავალი და ეს სიყვარულია. სიყვარული, რომელიც გულს აუძგერებს, სამყაროს სხვა თვალით დაანახვებს, ცხოვრების არსზე დააფიქრებს და გაუღვივებს სურვილს, იყოს ბედნიერი. არ დაექვემდებაროს მხოლოდ სხვათა სიყვარულის ჩარჩოებს, თვითონ შექმნას მეორე ნახევართან ერთად რაღაც უცხო და ახალი. მასთან ერთად განიცადოს ბედნიერება თუ მწუხარება. 

ხშირად მოკვდავთ გვიჭირს, ერთმანეთისგან გავარჩიოთ სწორი და არასწორი, სიკეთე და ბოროტება, სინათლე და სიბნელე. სწორედ ამაში მდგომარეობს სამყაროს იდუმალებაც. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გველოდება, რა გამოცდილებას შევიძენთ თითოეულ დღეს, ტკბილსა თუ მწარეს. თუმცა როცა დღეს სათქმელსა თუ გასაკეთებელს გვერდზე გადავდებთ და ხვალისთვის შემოვინახავთ, მომავალში შეგვაწუხებს სინანულის გრძნობა. სიცოცხლე მართლაც ადამიანად ყოფნის სევდაა. ბევრჯერ ვუბიძგებთ საკუთარ თავს უკან დახევისკენ, თუმცა რა გვინდა რეალურად, ამის გაგება ზოგჯერ ჩვენთვისაც რთულია.

კიმ თეჰიონმა იპოვა ჯონ ჯონგუკი, ხოლო ჯონ ჯონგუკმა კი - კიმ თეჰიონი. ამის შემდეგ კი კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ გაურთულდებოდათ. ერთმანეთის სახით იპოვეს ცხოვრების მეგზურები, რომელთაც საკუთარ სიცოცხლეს მიუძღვნიდნენ და ფერად, უმტკივნეულო და ბედნიერებით აღსავსე მოგონებებს შექმნიდნენ.

-შემომხედე, გუკ.

-გისმენ, თე.

-ბედნიერი ხარ?

-ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ამირჩიე, ბედნიერი ვარ იმით, რომ შენი მეუღლე მქვია. ქერას შიშველ მკერდზე თითებით ფერება დაიწყო.

-ჩვენ ეს შევძელით, ძვირფასო. შევძელით ჩვენ თვითონ, დამოუკიდებლად ჩაგვეყარა საფუძველი უკეთესი მომავლისთვის. ამდენი რამის შემდეგ, შენ უკვე მე მეკუთვნი, ჯონ ჯონგუკ. კიდევ ვინ იცის, რამდენი ბედნიერი წუთი გველოდება ერთად.

-ასეა, ქერათმიანო. შენ კი სრულიად ჩემი საკუთრება ხარ. მოგზაურობაზე რას იტყვი?

-მომწონს ეს იდეა. — გაუღიმა და კოცნებით აავსო შავთმიანი.

-მიყვარხარ, უჟმურო.

-მეც მიყვარხარ, პატარავ.

The end

———————————————————-
ესეც დასასრული.. მართლა არ მჯერა.. უბრალოდ ამის შემდეგ რაღაცის თქმა მინდა და მოხარული ვიქნები, თუ წაიკითხავთ❤️

Continue Reading

You'll Also Like

57.2K 5.4K 28
Тоглогч байсан нэгэн нэг л өдөр дурлагч болж орхисон. Photo edited by: @Lucy_Vk
35.2K 4.3K 14
Өдийг хүртэл мөөмөө хөхөхөөс ичээч! Started: 260420 End:
8.6K 576 38
ჯონქუქის ცხოვრება იცვლება მას შემდეგ რაც საკუთარ კლუბში დაინახავს ბიჭს სახელად თეჰიონს და აუდგება 🙃
8.7K 368 25
What happens when two lovers decided to head to a hotel filled with beautiful girls with strong feelings? ...Chaos, death, and destruction, if you we...