15.

803 80 158
                                    

დღეები ნელ-ნელა გადიოდა. თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა და უჩვეულო არაფერი ხდებოდა. თუმცა ადამიანების ცხოვრებაში ხშირად ხდება ისე, რომ ზედმეტ ბედნიერებას ბევრი ტკივილი და დარდი მოაქვს. თანაც გაუცნობიერებლად ისადგურებს თანდათანობით სწორედ ეს აუტანელი ტკივილი, შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით წალეკავს ყველაფერ ღირებულს. ინდივიდის სულზე იარებს ტოვებს, რომელთა ბოლომდე მოშუშებაც იოლი არ არის.

თეჰიონის და ჯონგუკის ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში ნამდვილად არ იყო სევდის ადგილი. წარსულის მსგავსად ტკბებოდნენ ერთმანეთით. ცდილობდნენ ნებისმიერი მომენტი ბოლომდე შეეგრძნოთ. რჩებოდა პასუხგაუცემელი კითხვები, თუმცა ამჯერად არ შეუწუხებიათ თავი მათზე შესაბამისი პასუხის ძებნით.

რა იქნებოდა ხვალ? რა იქნებოდა მომავალში? ეს არც ერთმა მათგანმა არ იცოდა. ყოველთვის არის რაღაც გარდამტეხი წამი, რომელსაც შეუძლია რეალობის თითოეული მომენტი პარადოქსულ მოვლენად აქციოს. ყოველი მომავალი წამი თუ წუთი იდუმალებითაა მოცული.

თეჰიონის დაბადების დღე ახლოვდებოდა. შესაბამისად, ჯონგუკი ცდილობდა დასამახსოვრებლად ექცია იგი. თავის იდეებს ჯიმინს უზიარებდა. საბოლოოდ ერთ აზრზე შეჩერდნენ და დრო იყო, ჩანაფიქრი თეჰიონისგან მალულად დანარჩენებისთვისაც გაეზიარებინათ. რა თქმა უნდა, ამას დანარჩენების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია და უყოყმანოდ დათანხმდნენ მათ იდეას.

სონ ჯეიუ. ორპირი, თვალთმაქცი ადამიანი, რომლის ნამდვილი სახის სრულიად შეცნობა ამ ბიჭებთაგან არც ერთს შეეძლო. უბრალოდ მხოლოდ იუნგი რჩებოდა ისეთად, ვისაც დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ იგი რაღაცას მალავდა, თანაც გულმოდგინედ. იუნგის გულში ეჭვები არასდროს ცხრებოდა. ხშირად ძლიერდებოდა კიდეც. არც ჯიმინის დახმარებამ გამოიღო რაიმე შედეგი, მაგრამ შეეძლო ბოლომდე ყოფილიყო თავის მოსაზრებაში დარწმუნებული და ამ საკითხში ბოლომდე გასარკვევად აუცილებლად ყველაფერს იღონებდა.

Look at meWhere stories live. Discover now