9.

1K 87 238
                                    

იუნგი ხეს იყო მიყრდნობილი და ჯიმინის ხმაზე მისი მიმართულებით მობრუნდა.

-გამარჯობა, ჯიმინ. ვიფიქრე, გაგაცილებდი. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

-არა, რატომ უნდა ვიყო. წავიდეთ.

-კარგი.

ნელ-ნელა მიაბიჯებდნენ და ცდილობდნენ, გზაში მეტი სასაუბარო თემა ეპოვათ.

-მოგწონს შენი უნივერსიტეტი?

-კი, მაგრამ ახლო წრე იქ არ მყავს. ჯონგუკთან ვმეგობრობდი მხოლოდ და ისიც სხვაგან გადავიდა. ალბათ, მეც გადავალ. ჯერ მშობლებს უნდა დაველაპარაკო. რამდენიმე დღის წინ უბრალოდ ვუხსენე და მგონი უკმაყოფილოები იყვნენ.

-სადაც თავს უკეთ იგრძნობ, იქ იყავი.

-ვეცდები,რომ დავითანხმო. შენ სად სწავლობ? დამავიწყდა მეკითხა.

-მე უნივერსიტეტში არ ვსწავლობ, ჯიმინ.

-კარგი, მაგრამ რატომ?

-უბრალოდ ზედმეტად რთული ცხოვრება მაქვს იცი? დედაჩემთან ერთად ყოფნას ვერ ვახერხებ ჩემი მამინაცვალის გამო. ისინი დეგუში ცხოვრობენ. მე სეულში საკუთარი თავის საპოვნელად ჩამოვედი, ჯიმინ. აღარ შემეძლო ამდენი აყალ-მაყალის ატანა. სწავლის თანხა თავიდანვე არ მქონდა. არ მოვმზადებულვარ უნივერსიტეტისთვის, რადგან ვიცოდი, რომ ასე ცხოვრება მომიწევდა. დედას ასეთს ვეღარ ვუყურებდი, ის ადამიანი ნამდვილი გარეწარია, არაერთხელ ვთხოვე დედაჩემს, უბრალოდ განქორწინებულიყო მასთან, მაგრამ უყვარს. მისი მოძალადე ქმარიც კი უყვარს. ვერ ვეწინააღდმეგები. არ შემიძლია, როცა ვცადე, მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა და საჭირო არ იყო მსგავსი ქმედებები. ნივთები ჩავალაგე და აქ გადმოვედი. თუმცა მის შემდეგაც არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც მირეკავდნენ, რომ დედა საავადმყოფოში იყო. ხან კიბეზე დაგორებას იგონებდნენ, ხან დაცემას და ასეთი არარეალური მიზეზები გრძელდება. მე ის არამზადა ვცემე, ჯიმინ. მხოლოდ ეს შევძელი, მაგრამ დედა ვერ დავიყოლიე, რომ აქ გამომყოლოდა ასეთ მდგომარეობაშიც კი, ის მასთან ამჯობინებს ყოფნას. არ სურს უკეთესი, მშვიდი ცხოვრება და მასთან უნდა დარჩენა. რა უნდა გავაკეთო? არ ვიცი. სრულ გაურკვევლობაში ვარ. თუმცა, იმედს არ ვკარგავ. მჯერა, რომ დედა მომავალში ერთ დღეს მეტად დააფასებს საკუთარ თავს და თვითონ დაასრულებს ყველაფერს. არ მინდა სტკიოდეს, რადგან ვერაფერს ვახერხებ. მინდოდა პოლიციაში ჩივილი, თუმცა ჩემი მამინაცვალი დამემუქრა, რომ ამით მხოლოდ დედაჩემი დაზარალდებოდა ისევ. მე კი უმოქმედო დავრჩი. უმოქმედო და პათეტიკური. მამა როცა მყავდა, ყველაფერი შესაშნავად იყო. ფინანსურადაც კარგი მდგომარეობა გვქონდა დ რაც მთავარია, სახლში ნამდვილი ოჯახური გარემო იგრძნობოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა.

Look at meWhere stories live. Discover now