16.

709 78 116
                                    

აუტანელი ტკივილი. სიცარიელე. შიში. სასოწარკვეთილება. იმედგაცრუება. სწორედ მათ გრძნობდა კიმ თეჰიონი შინაგანად. მისი გული ნაწილებად დაიშალა. არაერთხელ მოიცვა სევდამ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ნანახი სურათი უკვე ბრაზს აღძრავდა მასში. ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ჯონგუკი მსგავს რამეს გაუკეთებდა.

შავთმიანმა არაერთხელ სცადა თეჰიონთან დაკავშირება, თუმცა ამაოდ. ბოლოს კიმი იმდენად დაიღალა ასეთი აუტანელი ყოფით, რომ რამდენიმე დღით დეგუში, მშობლიურ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა და ნამჯუნსაც წინასწარ შეუთანხმდა ამის შესახებ.

თითქოს მთელმა სამყარომ შავ-თეთრი ფერი მიიღო ქერათმიანისთვის. გულს ბასრი დანით უსერავდა კიდევ ის ფაქტი, რომ საყვარელმა ადამიანმა მის დაბადების დღეზე უღალატა. თეჰიონი ხომ სწორედ იმ ღამით, როდესაც მარტო დარჩენას შეძლებდნენ, აპირებდა ჯონგუკისთვის ეთქვა, რომ მასაც უყვარს, მასაც შეეძლო იგივე გრძნობით ეპასუხა გუკისაზე.

თუმცა ცხოვრება ზედმეტად სასტიკია იმისთვის, რომ ადამიანს დიდხანს შეუნარჩუნოს ბედნიერი დღეები. ყოველთვის მზადაა ზურგში დანა ჩაგვარტყას და განუზომელი ტკივილი მოგვაყენოს სიხარულით აღვსებულს. ადამიანი ტანჯვისთვის გაჩენილი არსებაა, რომელმაც თვითონ უნდა გაიკვალოს გზა.

არც ჯონ ჯონგუკი იყო კარგ დღეში. თავის თავს მუდმივად უმეორებდა:

"არა, მე ეს.. ეს არ გამიკეთებია."

"ამას ვერ ჩავიდენდი.. ყველაფერი ტყუილია."

თუმცა დამამტკიცებელი საბუთი ბიჭს არ გააჩნდა. ის გადაიქცა არსებად, რომელიც უბრალოდ სუნთქავდა. საჭმელს პირს აკარებდა, მაგრამ ჯიმინის დაძალებამ ორი დღის შემდგ შედეგი გამოიღო და ცოტა საკვები მიიღო. შინაგანად გატეხილი და დაუძლურებული ბიჭის შესაძლებლობებს აღემატებოდა აქტიური მოქმედება. რამდენიმე დღის გასვლისა და ბევრი ფიქრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებაც
მიიღო.

Look at meWhere stories live. Discover now