3.

1.4K 123 80
                                    

ჯონგუკმა ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა:

-თ..თეჰიონ?

-ღმერთო, ჯონგუკ, რა მოხდა? კარგად ხარ?

-კი, კარგად ვარ, არაფერია.

-ახლა არ მითხრა, რომ ეს ვონჰომ ჩაიდინა.

-არა, მას არ ჩაუდენია, თუმცა მასზე რატომ გაიფიქრე მსგავსი? ხშირად გაუკეთებია?

-ვონჰოს სხვების ჩაგვრა უყვარს, ამაში ფიზიკური სიძლიერეც ხელს უწყობს და მისი ავტორიტეტიც უნივერსიტეტში. არ ვიცი, რამდენჯერ უცემია ასეთი უბრალო შემთხვევის გამო ვინმე, მაგრამ მისგან არაფერი იქნება გასაკვირი, მერწმუნე. აბა, მაჩვენე შენი იარები.
ჯონგუკმაც უფრო მაღლა ასწია მაისური. თეჰიონი მოინუსხა მისი კუბიკებით მუცელზე, რომელიც აქა-იქ გაფერადებულიყო ლურჯად და ვარდისფრად.

ხელი დაადო თუ არა, ჯონგუკი ოდნავ გაიწია ტკივილის გამო, რაზეც თეჰიონი შეწუხდა და ბოდიში მოუხადა წინდაუხედაობისთვის. თუმცა ჯონგუკმა რაღაც მუხტი იგრძნო ტკივილთან ერთად, რომელიც თეჰიონის გრძელი და თლილი თითებიდან მოდიოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი შეიმჩნია და თეჰიონს ანიშნა, რომ ძალიან არ სტკენია და შეეძლო დამშვიდებულიყო.

-მომიყვები რა მოხდა?

ჯონგუკი დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა, ვერ გაუმხელდა რეალურ მიზეზს, რადგან არ უნდოდა მისი წარსულის შავი ლაქის შესახებ ვინმეს გაეგო და ენის ბორძიკით დაიწყო:
-მე... იცი, მე უბრალოდ.. — ვერ აგრძელებდა ბიჭი, თეჰიონი ამას მიხვდა და უპასუხა, რომ არ იყო საჭირო, თუ ამის თქმა არ სურდა.
ჯონგუკმა კი მადლობა გადაუხადა.

-ვფიქრობ, ექიმს მაინც უნდა აჩვენო, რაიმე არ იყოს დაზიანებული.

-არაფერია, მალე გამივლის.

-ამიტომ არ დადიოდი ლექციებზე, ხომ ასეა?

ჯონგუკმა თავი დახარა. თეჰიონისთვის ნათელი იყო უკვე პასუხი მის კითხვაზე.

Look at meWhere stories live. Discover now