10.

978 97 242
                                    

-შეიძლება, ჯონგუკ, მაგრამ არ ფიქრობ, რომ საკმარისად ახლოს არ ხარ მასთან? თანაც ახალი გადმოსულია.

-ის კარგი ადამიანია, ჯიმინ.

-როგორც გინდა, წინააღმდეგი არ ვარ.

-მაშინ ყველაფერი მოგვარებულია.

თეჰიონი ამ დიალოგის შემდეგ მალევე აორთქლდა ადგილიდან და საპირფარეშოსკენ გასწია სიტუაციის გასააზრებლად. მას მალევე აედევნა სხეული უკან.

ქერა სარკის წინ ხშირად სუნთქავდა და სახეზე ცივ წყალს ისხამდა, გაბრაზება რომ ჩაეცხრო.

-ჰეი, თეჰი, კარგად ხარ?

-კარგად ვარ, ჯონგუკ, გადი ბიჭებთან და მეც მალე დავბრუნდები, კარგი?

-კარგი. — მხრები აიჩეჩა და უკან დაბრუნდა.

თეჰიონმა მისი წასვლის შემდეგ ჩუმად ამოილაპარაკა:
-არა, ჯონგუკ, არ ვარ კარგად. უკვე ჭკუიდან ვიშლები, როცა მას ახსენებ და ახლა რას აკეთებ, საერთოდ გინდა ჩემი წყობიდან გამოყვანა, პატარავ.

კიმი იქვე ჩაიმუხლა და სახე ხელებში მოიქცია. ხუთიოდე წუთით ჩაფიქრებული იჯდა ამ პოზაში, შემდეგ წამოდგა, ტანისამოსი შეისწორა და თვითონაც დაბრუნდა ბიჭებთან სახეზე ღიმილაკრული.


ორი დღეც მალე გავიდა და წასვლის დრო დადგა. ამ ხნის განმავლობაში თეჰიონი დიდად არ ესაუბრებოდა ჯონგუკს, თუმცა ამ უკანასკნელს დიდი ყურადღება არ მიუქცევია აღნიშნული ფაქტისთვის. ფიზიკური სიახლოვეც აკლდა მათ ურთიერთობას.

-თეჰიონ, ხომ გახსოვს ჯიმინმა რაც თქვა და თბილი ტანსაცმელი ხომ მოგაქვს?

-მომაქვს.

-ჩემთვისაც ხომ მოგაქვს?

-ჯონგუკ, ჩვენს შორის ტანსაცმლის გაზიარება როდიდან წარმოადგენს პრობლემას? — მის ხმაში აშკარად გაღიზიანება და მაღალი ტონი იგრძნობოდა.

-მ..მე უბრალოდ.. — ხმა ჩაუწყდა ბიჭს.

კიმმა ღრმად ჩაისუნთქა, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და შავთმიანს მიუახლოვდა.

Look at meWhere stories live. Discover now