18.

784 74 97
                                    

[6 წლის შემდეგ]

ბიბლიოთეკაში მოსიარულე ბიჭი, რომელსაც ქერა თმა შუბლზე გადმოეფინა, ფრთხილი, თანაბარი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა და გულმოდგინედ ეძებდა წიგნს.5 წუთიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა, იპოვა და მომლოდინე გოგონასკენ დაიძრა.

-აი, ქალბატონო, ინებეთ.

-მადლობა. ორ კვირაში აუცილებლად დავაბრუნებ.

-ეგ გასასვლელთან მოაგვარეთ, აი, იმ გოგონასთან. — უთხრა და თითი გაიშვირა, რათა უფრო გასაგები ყოფილიყო.

კიდევ რამოდენიმე საათი დაჰყო ბიჭმა ბიბლიოთეკაში. ათვალიერებდა წიგნებს, თლილ თითებს უსვამდა მათ ყდებს, თითქოს სურდა ამ მცირედითაც კი შეეცნო.

ეთანხმებოდა იმ აზრსაც, რომ "ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო უკეთესი ხდები, ვიდრე ხარ."
ეს გასაკვირი არც იყო, ქერათმიანი ხომ გიჟდებოდა ლიტერატურაზე. თითოეული მიმდინარეობა უნიკალურად მიაჩნდა. მისი ლიტერატურისადმი ამხელა სიყვარული და პატივისცემა გახდა მიზეზი, რატომაც ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა. ასე სიახლოვეს გრძნობდა წიგნებთან.

როგორც კი 18:00 საათი შესრულდა, წიგნი მისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ თაროზე დააბრუნა, ქურთუკი მოიცვა და გასასვლელისკენ აიღო გეზი.

-თეჰიონ, მიდიხარ?

-კი, იონჯუ, რამე პრობლემა ხომ არ არის? სამუშაო საათები დასრულდა.

-არა, ყველაფერი რიგზეა. ნახვამდის.

-კარგ საღამოს გისურვებ. — თავი დაუკრა და შენობიდან გავიდა.

მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა ტროტუარს, პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ცივ ჰაერს სახის ნაკვთებით შეიგრძნობდა და გარშემო ყველაფერს ათვალიერებდა. მოსწონდა საღამოს სეირნობა, რადგან ისეთი დრო იყო, ყველა სახლისაკენ მიიჩქაროდა მხიარული ნაბიჯებით, მუშაობისგან დაღლილნი. ზოგიც პატარების გასახარებლად ყიდულობდა ტკბილეულსა და სათამაშოებს. მშობლების ნაწილი პარკში ასეირნებდა შვილებს, ან ატრაქციონებით ართობდა.ერთმანეთის გვერდიგვერდ მოსიარულე მოხუცები ღიმილიანი სახით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ტკბებოდნენ ამ წამებით. ქერათმიანი ბიჭი კი უბრალოდ მიდიოდა, უცქერდა მათ. კმაყოფილი იყო იმითაც, რომ ბევრი ოჯახი ბედნიერი არსებობდა, რომელთათვის ყოველდღიურობაც კი საზეიმო და სიხარულით სავსე იყო, მუდმივად თანმდევი ტკივილის გარეშე, ასეთი მშვიდი.

Look at meWhere stories live. Discover now