5.

1.1K 120 142
                                    

"ახალი ნაბიჯის გადადგმა, ახალი სიტყვის თქმა-ეს არის ის, რისიც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ." — დოსტოევსკის ეს ფრაზა გენიალურადაც კი აღწერდა ახლა კიმ თეჰიონის მდგომარეობას. რა არის არსებითად ემოცია ? როგორ მოქმედებს ინდივიდზე? ემოცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ყოველდღიურ ყოფაში. იგი არის მარტივი გაგებით ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა. ამ გრძნობას შესწევს უნარი ცოცხალი არსება ორ უკიდურეს წერტილში გადაისროლოს: უბიძგოს დეპრესიისკენ ან პირიქით, ძლიერი ემოციური ინტელექტის დროს ჩაადენინოს მისთვის უჩვეულო აქტივობები.

ურთიერთობაში ვინმესთან ყოფნა? ეს ხომ სიახლე იყო ქერასთვის ემოციების გამომჟღავნებასთან ერთად. ხშირად ადამიანი ერთად ვერ აკონტროლებს გონებასა და გულს. რასაც გონება უშლის, ამას გული არ ემორჩილება და ისე აკეთებს, როგორც თავად სურს. ან პირიქით, ცივი გონება იმას აკეთებს, რასაც გული არასდროს იზამს.

ჯონგუკის სიტყვებზე გაშრა. მისი თავი ზედმეტად ბევრმა ფიქრმა მოიცვა, თითქოს მომავლის წინასწარ განჭვრეტას ცდილობდა,თუმცა ეს შეუძლებელი იყო. წამების განმავლობაში ხმა არ ამოუღია, შემდეგ წამოდგა და უთხრა:

-გუკ, მაპატიე, მაგრამ ჯერ დაფიქრება მჭირდება. არასდროს მქონია ურთიერთობა ვინმესთან. არ მინდა გული გატკინო, მაგრამ არ შემიძლია ასე უცებ გადაწყვეტილების მიღება.

-კარგი, როგორც გინდა. — ცოტა ნაწყენი ხმით თქვა შავთმიანმა, ადგა, ჩაიცვა და კარვიდან გავიდა საგულდაგულოდ ჩაბარგებული.

დღეს არც ერთი არ იყო ლაშქრობის აქტივობების ხასიათზე, ასე რომ, არც მონაწილეობა მიუღიათ. გუკი მინდორში თავის ზურგჩანთაზე იჯდა და ელოდებოდა, როდის გაემგზავრებოდნენ სახლში.

თეჰიონი არ გამოსულა კარვიდან, ფიქრებისგან თავი ჰქონდა გატენილი. კუთხეში მიკუჭულიყო და ძირს დამჯდარს ხელები მუხლებზე შემოეჭდო. მიხვდა, რომ ახლა არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ თვითონაც ჩაალაგა მისი ნივთები და გასამგზავრებლად მოემზადა.

Look at meWhere stories live. Discover now