20.(the end)

1K 88 136
                                    

-რა ჯანდაბას გულისხმობ, ჯიმინ?

-არაფერი ბიჭებო, მერე ისევ შეგახსენებთ. ნუ გავიწყდებათ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

-ზოგჯერ როგორ მიშლი ნერვებს, ჯუჯავ.

-თეჰიონ, შენც აქ ხარ და აქვე გეტყვი. ნამჯუნი და სოკჯინი დაქორწინებას აპირებენ ამ კვირაში. ხომ იცი რომ უნდა წამოხვიდე.

-რა თქმა უნდა, ამას არ გამოვტოვებ. ნამჯუნი ჩემთვის უფროსი ძმასავითაა.

-კარგი, მე წავალ. ბოდიში, რომ ხელი შეგიშალეთ.

-დროებით, ჯუჯავ.

ჯიმინს გამოსვლისთანავე კმაყოფილებისგან ჩაეღიმა.

"იუნგის უნდა დავურეკო."

-გისმენ, ჯიმინ, ახლა ცოტათი დაკავებული ვარ, ბევრი დრო არ მაქვს.

-ყოჩაღ იუნ, ვამაყობ ჩემი შეყვარებულით.

-რატომ? რა მოხდა?

-მართალი იყავი. ერთი კვირა გავიდა და უკვე ისევ ერთად არიან ვნებამორეული გვრიტები.

-აი, ხომ ვამბობდი. მინ იუნგი მსგავს საკითხებში არასდროს ცდება. -თავმომწონედ დასძინა იუნგიმ.

-ორივე აპირებს ქორწილში მოსვლას. მგონი ერთად მოვლენ.

-ძალიან კარგი. ახლა კი უნდა წავიდე. კაფეს უნდა მივხედო, თანაც შემდეგ ნამჯუნს უნდა გავყვე. საკმაოდ ბევრი საქმეა.

-დროებით, მიყვარხარ.

-მეც მიყვარხარ.

-აბა, რას ვაპირებთ, ძვირფასო? -ქერა უკნიდან მიუხლოვდა და ზურგიდან მოეხვია ბიჭს.

Look at meWhere stories live. Discover now